მედიამონიტორინგი 18.06.2018
ტელევიზია
18.06.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ახალი ამბები 11:00
ჯანდაცვის სამინისტრო სისხლის უსაფრთხოების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაზე მუშაობს. საკითხზე ლუგარის ლაბორატორიაში დისკუსია გაიამრთა. მონაწილეებს შორის იყვნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები და ევროკავშირიდან მოწვეული ექსპერტები. სისხის და სისხლის კომპონენტების უსაფრთხოების ამღალი სტანდარტის მისაღწევად დირექტივები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაშიც არის გათვალისწინებული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5366467
---
17.06.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი
მოსახლეობის 22% აბსოლუტურ სიღარიბეში - UNICEF-ის კვლევების თანახმად საქართველოში სიღარიბე კრიტიკულ მაჩვენებელს აღწევს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5365948
---
17.06.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ბოლნისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში ოპერირებისთვის ორი სპეცმანქანა გადაეცა. ახალი რეანომობილები ცენტრს ჰეიდარ ალიევის ფონდმა გადასცა. დღეიდან კლინიკებს შორის კრიტიკული პაციენტების გადაყვანა შესაძლებელი იქნება. ამ დრომდე ბოლნისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებიდან პაციენტთა სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის ეკიპაჟი თბილისიდან იგზავნებოდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5365663
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5365458
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5365412
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5365389
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5365352
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5365293
---
17.06.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
27 წლის დიანა ოვაკიმიანი ნახევარია წელია ებრძვის მძიმე დაავადებას, კერძოდ მწვავე აპლასტიურ ანემიას, მას უკვე ჩაუტარდა თურქეთში ქიმიოთერაპია და ახლა სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა. ოპერაციის საერთო ღირებულა 85 ათასი დოლარია, ოჯახი ვერ ახერხებს დათქმული დროისთვის თანხის სრულად შეგროვებას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5365620
---
17.06.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
მაშველები იყვნენ მობილიზებული ცოტა ხნის წინ თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე - ისინი თითქმის ერთი საათის განმავლობაში გზის სარემონტო სამუშაოებისას ორმოში ჩავარდნილი მუშის ამოყვანას ცდილობდნენ. ორმო, სადაც დაშავებული მუშა მოყვა, წყლით იყო სავსე. სამაშველო ბრიგადები მამაკაცის ამოყვანის მცდელობის პარალელურად ორმოდან წყალს ტუმბავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მუშას წყლის მილი გაყავდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. ორმოდან ამოყვანილი მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მას ფეხი აქვს მოტეხილი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5365688
---
16.06.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
სოციალური დახმარება 7600-მდე მოქალაქეს მოუხსნეს - სახელისუფლებო გუნდის გადაწყვეტილებას დახმარების გარეშე დარჩენილები არ იზიარებენ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5365155
---
16.06.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
სოციალური დახმარებები გახდა უფრო მიზნობრივი და ბავშვის დანამატთან ერთად ხელს უწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას, - ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს ბავშვთა ფონდის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევაში“.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5365148
---
16.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
საჩხერის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე დიალიზის განყოფილება გაიხსნა. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა დაესწრო. დღეისთვის ცენტრში 15 დიალიზის აპარატი მოქმედებს. უახლოეს მომავალში კი ეს რაოდენობა 21-მდე გაიზრდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5364985
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5364973
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5364732
რუსთავი 2 - კურიერი 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5364504
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5364436
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5364104
---
16.06.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 13:00
სამგორის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე 20-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და სამგორის მოსახლოებას 1500-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5364253
15.06
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5363108
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5362149
მაესტრო - ახალი ამბები 10:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5362039
იმედი - იმედის დილა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5361520
---
15.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
ჯანდაცვის სამინიტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში დედათა და ბავშვთა დაწესებულებების ხელმძღვანელებთან გაიმართა შეხვედრა, სამინსიტროს წარმომადგენლებმა მონაწილეებს 2017 წლის ანგარიში წარუდგინეს და დაგეგმილ სიახლეებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5363113
---
15.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამა დასრულდა. ორწლიანი კურსის ფარგლებში, ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და უკრაინელი კურსდამთავრებულები დაავადებათა დროული გამოვლენისა და პრევენციის უახლეს გზებს გაეცნენ. პარტნიორული პროგრამა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5362391
ერთსულოვნება-სიახლენი 22:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5363734
---
ინტერნეტი
18.06.2018
ამირან გამყრელიძე ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით მოსახლეობას ჰიგიენური ნორმების დაცვის გამკაცრებას ურჩევს
დაავადების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით მოსახლეობას ჰიგიენური პირობების დაცვის გამკაცრებას ურჩევს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ჯანდაცვის სისტემა ზაფხულის სეზონს მომზადებული ხვდება. მისივე თქმით, საზოგადოებისათვის რეკომენდაციებს მათი ცენტრი უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. ამირან გამყრელიძის თქმით, უმთავრესი და ყველაზე მარტივი რეკომენდაცია ინფექციებისაგან თავის დასაცავად ჰიგიენური პირობების კიდევ უფრო გამკაცრებაა. „რადგან ზაფხულში არსებობს მომატებული რისკი წყლის დაბინძურების ან სხვა გადამტანი ინფექციების გაჩენის, ამდენად სასურველია მაქსიმალურად დავიცვათ და კიდევ უფრო გავამკაცროთ ჰიგიენური პირობები, განსაკუთრებით ბავშვთა დაწესებულებებში. ახლა სკოლებში არდადეგებია, თუმცა მოეწყობა ბავშვთა ბანაკები, კურორტებზე თავშეყრის დიდი ადგილები და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰიგიენური პირობების დაცვას, მათ შორის ხელების დაბანას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, ამ მომენტისათვის, რომელიმე ინფექციის შემთხვევების მატება არ შეინიშნება.
---
18.06.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/404984
„თავის დარტყმა ვიგრძენი, თვალებში დამიბნელდა და ჰაერი არ მყოფნიდა” – რამაზ ლომიძის აუტანელი ყოფა
რამაზ ლომიძე უკვე მეცხრე წელია, რაც საწოლს არის მიჯაჭვული. მისი სხეულის დიდი ნაწილი პარალიზებულია. კერძოდ, რამაზს ხერხემალი და კისრის მალები გადატეხილი აქვს, კისერს პრაქტიკულად ვერ აბრუნებს, ზურგის ტვინი კი დაზიანებულია. ამ ახალგაზრდა კაცის სხეულის კუნთები იმდენად სუსტია, რომ იგი ვერ გრძნობს ფეხებს, ვერ შლის ხელის მტევნის თითებს, ხოლო ხანგრძლივი წოლისგან გამოწვეული ჩირქიანი ნაწოლები, კიდევ უფრო აუტანელს ხდის მის არსებობას… 2009 წელს სურამში მოხდა უბედური შემთხვევა, რომელმაც ახლაგაზრდა ადამიანის ცხოვრება გაანადგურა. ერთ ავბედით დღეს, რამაზს მეგობარმა დახმარება სთხოვა – საქანელას რკინის კონსტრუქცია სატვირთო ავტომანქანით უნდა გადაეტანათ სამეზობლოში მცხოვრები ბავშვებისთვის. როდესაც ავტომანქანა დაიძრა, რამაზი ბორტზე დარჩა და საქანელას ხელით აკავებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ გამოუსწორებელი რამ მოხდა: რკინის მძიმე კონსტრუქცია გამოედო ტალავერს, თვალის დახამხამებაში ძირს დაენარცხა და თან მოიყოლა რამაზი. „თავის დარტყმა ვიგრძენი, თვალებში დამიბნელდა, ჰაერი არ მყოფნიდა, შემდეგ გონება დავკარგე და მეტი არაფერი მახსოვს“, – იხსენებს რამაზ ლომიძე. იგი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები დიდხანს იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, ერთი ოპერაციის შემდეგ მეორე ჩაუტარეს, შემდეგ მესამე, მეოთხე… თუმცა გადარჩენის იმედს არავინ იძლეოდა იმდენად კატასტროფული იყო ვარდნის შედეგად გამოწვეული ტრავმა. გარკვეული დროის შემდეგ იგი კომიდანაც გამოვიდა, მაგრამ მან ფეხი სულ სხვა რეალობაში შეაბიჯა – დაიწყო ცხოვრება „გადაადგილების უფლების“ გარეშე. „ერთი სიკვდილი უკვე გამოვიარე… გადავრჩი! არ მინდა სიკვდილი, სიცოცხლე მინდა! უფალს შევთხოვ, რომ ცოტათი მაინც შემიმსუბუქოს ტკივილი, ცოტათი მაინც გამოვიდე ამ მძიმე მდგომარეობიდან“, – ამბობს რამაზი და ცრემლებს ვერ იკავებს. ლომიძეების ოჯახს დღეს მატერიალურად ძალიან უჭირს. რამაზის მეუღლეს საშუალება არ აქვს, რომ ავადმყოფს რეაბილიტაციის და მასაჟის კურსი ჩაუტაროს, ძვირადღირებული პრეპარატები უყიდოს… მთელი ოჯახი ცხოვრობს ხანდაზმული დედ-მამის პენსიის და სოციალური დახმარების ხარჯზე, რაც მხოლოდ ელემენტარული პროდუქტების საყიდლად თუ ჰყოფნით. თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ რამაზ ლომიძეს, პამპერსების, მედიკამენტების, თეთრეულისა და საკვები პროდუქტების შესაძენი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ: “ჩერნოვეცკის ფონდის” ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: რამაზ ლომიძე) ან ფონდის ვებგვერდიდან.
---
18.06.2018
თბილისი შრომითი უფლებებისა და საერთაშორისო სტანდარტების თემაზე მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლებს
შრომით უფლებებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე 18-19 ივნისს, თბილისი, მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლებს. საზოგადოებრივი მომსახურების ევროპული პროფკავშირების (EPSU) ყოველწლიურ სუბრეგიონალურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ 9 ქვეყნის (საქართველო, ბელგია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, ბელორუსი, სომხეთი, მოლდოვა) პროფკავშირების და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, შეხვედრის თემა იქნება: საქართველოს შრომის კანონმდებლობა, საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა, პროფკავშირის უფლებები, კოლექტიური მოლაპარაკებების პროცესი, აქციები, წევრი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული მოქმედებები, ევროპული გამოცდილება, რეგიონალური პრობლემები და სხვა. მათივე ცნობით, მაღალი დონის შეხვედრას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად, პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი გახსნის. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საზოგადოებრივი მომსახურების ევროპული პროფკავშირების გენერალური მდივანი იან ვილლემ გუდერიანი. „სოციალური და შრომითი ურთიერთობების მიმართულებით მდგარი ამოცანების შესახებ ინფორმაციას წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების რეალიზების, კანონმდებლობისა და ინსტიტუციონალური დაახლოების, ევროპული სტანდარტების დანერგვის და სხვა საკითხების შესახებ სპეციალურ პრეზენტაციას გააკეთებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. განიხილავენ ევროპის საჯარო სექტორში დასაქმებულთა პროფკავშირების წინაშე მდგარ პრიორიტეტულ საკითხებსაც, მათ შორის მსჯელობა შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა სოციალური უფლებების ევროპული სვეტი (EPSR) და გაეროს 2030 დღის წესრიგის მდგრადი განვითარება, გენდერული მეინსტრიმინგი, ღონისძიებების მხარდაჭერა, PSI / EPSU / ETUC კამპანიები: სავაჭრო შეთანხმებები, სამართლიანი და პროგრესული გადასახადები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლება, პროტესტი პრივატიზებაზე, საზოგადოებრივი სერვისების რემუნიციპალიზაცია, პროფკავშირის წევრობის ზრდა, პროფესიული კავშირის ლიდერების მომზადება ახალგაზრდებსა და ქალებს შორის“, - აცხადებენ პროფკავშირებში. შეხვედრა 10:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „კოპალაში“ გაიხსნება.
---
17.06.2018
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=67528
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 2 ახალი რეანომობილი გადაეცა
„ჰეიდარ ალიევის ფონდმა“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ბოლნისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში ოპერირებისთვის 2 სპეცმანქანა გადასცა. ახალი რეანომობილებით კლინიკებს შორის კრიტიკული პაციენტების გადაყვანა იქნება შესაძლებელი. ამ დრომდე, ბოლნისის და გარდაბანის მუნიციპალიტეტებიდან პაციენტთა სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის ეკიპაჟი თბილისიდან იგზავნებოდა. ახალი რეანომობილის გადაცემის შედეგად კი, კრიტიკულ პაციენტთა გადაყვანა ოპერატიულად მოხდება. გადაცემის ცერემონიას აზერბაიჯანის დიასპორის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ფუად მურადოვი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. „საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ის, რომ დღეს აქ ვიმყოფებით ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. ჩვენ გარდაბნისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს გადავეცით 2 რეანომობილი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურება“, - განაცხადა აზერბაიჯანის დიასპორტის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ფუად მურადოვმა.
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/498970-heidar-alievis-fondma-gardabnisa-da-bolnisis-municipalitetebs-ori-reanomobili-gadasca.html?ar=A
---
16.06.2018
მედიასაშუალება: https://www.ipress.ge/new/115859-sachkheris-samedicino-centris-bazaze-dializis-ganyofileba-gaikhsna
საჩხერის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე დიალიზის განყოფილება გაიხსნა.
ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა დაესწრო. ახალგახსნილი განყოფილების დათვალიერების შემდეგ, ის პაციენტებს პირადად გაესაუბრა. ადგილზე მკურნალობას საჩხერისა და ჭიათურის რაიონის მცხოვრები პირები გადიან. ამ დრომდე მომსახურება 72 ბენეფიციარს გაეწია. დღეისთვის ცენტრში დიალიზის 15 აპარატი მოქმედებს, უახლოეს მომავალში კი, ეს რაოდენობა 21-მდე გაიზრდება. საჩხერის სამედიცინო ცენტრში დიალიზის განყოფილების გახსნამდე პაციენტები სერვისის მისაღებად თბილისის და ზესტაფონის კლინიკებს მიმართავდნენ. მათი ტრანსპორტირებისთვის თანხა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ჰქონდა გამოყოფილი. დღეს კი, თირკმლის უკმარისობასთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობა უკვე საჩხერის მუნიციპალიტეტშივეა შესაძლებელი. საჩხერის სამედიცინო ცენტრში 600 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა და პროექტის შედეგად 20-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/498919-sachkhereshi-dializis-ganyofileba-gaikhsna.html?ar=A
1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/sachkheris-samedicino-centris-bazaze-dializis-ganyofileba-gaikhsna/
---
16.06.2018
84 წლის ქალს ნათესავები გაუსაძლის პირობებში აცხოვრებენ - ჩერნოვეცკის ფონდი დახმარებას სამართალდამცავებს სთხოვს
ჩერნოვეცკის ფონდი 84 წლის ნუნუ დვალის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და სამართალდამცავ ორგანოებს და სოციალურ მომსახურების სააგენტოს ვითარების შესწავლას სთხოვს: „ჩერნოვეცკის ფონდის ბენეფიციარი 84 წლის ნუნუ დვალი ოჯახში სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა მისი დის და დისშვილის მხრიდან. ამ უკანასკნელებმა ადრე მასზე მეურვეობა აიღეს. ისინი ხანდაზმულ ქალს, რომელიც მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ამოვარდნილობით არის დაავადებული, გაუსაძლის პირობებში აცხოვრებენ. იგი ჩაკეტილი ჰყავთ ოთახში, სადაც საშინელი ანტისანიტარია სუფევს. ნუნუ დვალის ნათესავები ფონდის თანამშრომლებს არ უშვებენ სახლში, არ აძლევენ ხანდაზმული ქალის მოვლის, გამოკვების და ჰიგიენური პროცედურების ჩატარების საშუალებას. უფრო მეტიც, ისინი მედპერსონალს უხეშად ესაუბრებიან და მზად არიან ხელჩართულზე გადავიდნენ. ბოლო ვიზიტისას, ჩერნოვეცკის ფონდის ექთნები პაციენტს ფანჯრიდან ესაუბრებოდნენ. იგი ჩიოდა, რომ მშიერია და ითხოვდა თავშესაფარში გადაყვანას. ამავე დროს, ნათესავები ირწმუნებიან, რომ ისინი ნუნუ დვალს კარგად უვლიან, ხოლო ოთახში იმის გამო ჩაკეტეს, რომ ქმედუუნაროა და სახლიდან გარბის. ისინი მოითხოვენ, რომ ფონდი არ ჩაერიოს მათი ოჯახის ცხოვრებაში. სწორედ შიშის გამო ნუნუ დვალი უარს ამბობს პატრულის და სოციალური მუშაკის გამოძახებაზე, თუმცა ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ ფონდმა მიაწოდა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს შესაბამისი ზომების მისაღებად! ჩერნოვეცკის ფონდი მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს და სოციალურ მომსახურების სააგენტოს თხოვნით - შეისწავლონ შექმნილი ვითარება, მიიღონ ქმედითი ზომები და დაიცვან ხანდაზმული ქალის უფლებები!“
კვირა.ჯი- http://kvira.ge/404845
---
16.06.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/konkurenciis-saagento-bavshvta-kvebis-bazars-swavlobs/21005/
კონკურენციის სააგენტო ბავშვთა კვების ბაზარს სწავლობს
კონკურენციის სააგენტო ბავშვთა კვების ბაზრის მოკვლევას ახორციელებს. ამის შესახებ bm.ge-ს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნოდარ ხადურმა განუცხადა. მისი თქმით, მოკვლევის მთავარი მიზანია დადგინდეს, ადგილი ხომ არ აქვს ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევას. “3 წელია ვსწავლობთ. ამაში გამოცდილება ნაკლები გვქონდა. ჩვენ ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად იმისთვის, რომ ვნახოთ, ხომ არ არის გადაწყვეტილებები ბაზარზე მიღებული, მათ შორის ექიმების მხრიდან. პირობითად, ბავშვთა კვების სახეობების რეკომენდირებისას მშობლებისთვის ხომ არ ხდება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა”-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
---
16.06.2018
15 წლის გიორგი გორგაძეს, რომელიც მეზობლის დასახმარებლად მე-3 სართულზე აძვრა და ჩამოვარდა, ჯანდაცვის სამინისტრომ დახმარებაზე უარი განუცხადა
შემთხვევა 1-ელ მაისს მოხდა. სკოლიდან მოსულ 15 წლის გიორგი გორგაძეს პატარა მეზობელი დახვდა ეზოში, რომელსაც სახლის კარი ჩაეკეტა და სკოლიდან მოსული შინ ვერ შედიოდა. მოზარდმა გადაწყვიტა, მას დახმარებოდა, რა დროსაც აივნიდან ჩამოვარდა და დღემდე უგონო მდგომარეობაშია. როგორც "პალიტრავიდეოს" გიორგის მამამ უთხრა, მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. ჯანდაცვის სამინისტრომ კი დახმარებაზე უარი განაცხადა. ახლა ოჯახი მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად არის დარჩენილი. საქველმოქმედო ნომერი: 09 01 70 13 94 - დარეკეთ "მაგთიდან" და "ბილაინიდან". ზარის საფასური - 1 ლარი. საბანკო რეკვიზიტები: თიბისი ბანკი: თBCBGE22 მიმღების დასახელება - გელა გორგაძე ანგარიში ლარებში: GE78თB7641945061100073
---
16.06.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/mdidari-qalaqis-garibi-cxovreba-shewyvetili-protesti-chiaturashi
მდიდარი ქალაქის ღარიბი ცხოვრება – შეწყვეტილი პროტესტი ჭიათურაში
---
16.06.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/404859
ასლან ჯიოევმა ღუდუშაურის კლინიკა დატოვა და „წითელი ჯვრის“ დახმარებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს
ახალგორის ე.წ. გამგებლის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრი – ასლან ჯიოევი, რომელიც ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში დაახლოებით 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა, გუშინ კლინიკიდან გაწერეს. როგორც „კვირას“ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა განუცხადა, პაციენტმა კლინიკა გუშინ დატოვა და „წითელი ჯვრის“ დახმარებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მას საქართველოში მეუღლეც ახლდა. მისივე თქმით, მას შემდე, რაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური გახდა, საკუთარი სურვილით, ღუდუშაურის სახელობის კლინიკა დატოვა. დაახლოებით 10 დღის წინ, ასლან ჯიოევი „წითელი ჯვრის“ დახმარებით, თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მოათავსეს. მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თავის ქალის ფუძის მოტეხილობა და სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებოდა. როგორც “კვირას” ორგანიზაცია “წითელი ჯვრის კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, მაია ქარდავამ განუცხადა, გუშინ “წითელი ჯვრის” დახმარებით, ცხინვალის მიმართულებით თბილისიდან, თანმხლებ პირებთან ერთად, 4 პაციენტი გადაიყვანეს. „კვირა“ ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს. დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
---
15.06.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/maia-lagvilava-dedata-da-bavshvta-sikvdiloba-shemcirebulia
მაია ლაგვილავა: დედათა და ბავშვთა სიკვდილობა შემცირებულია
„ქვეყანაში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირებულია, ასევე, შემცირებულია მკვდრადშობადობა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში განუცხადა, სადაც პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამის მიმდინარეობის ანგარიში იყო წარმოდგენილი. დარგის სპეციალისტებსა და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების ხელმძღვანელებს 2017 წლის ანალიზი და ის სიახლეები გააცნეს, რაც ამ მიმართულებით არის დაგეგმილი. შეხვედრაზე სამედიცინო საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ზაზა ბოხუამ და მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე განხილული იყოს იმ ცვლილებების შედეგები, რაც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა, კერძოდ: პაციენტი მიდის შესაბამის დაწესებულებაში რისკის შესაბამისად - მსგავსი შემთხვევების მაჩვენებელი 90%-ია; შემცირებულია რეგიონებიდან პაციენტების რეფერირება; შემცირდა დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი; შემცირდა მკვდრადშობადობა; შემუშავდა პერინატალური სერვისის ხარისხის ინდიკატორები და მიმდინარეობს მკაცრი მონიტორინგი; ქვეყნის 3 დიდ ქალაქში დაიწყო სელექტიური კონტრაქტირება; (თბილისის 22 პერინატალური სერვისის მიმწოდებლი დაწესებულებიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს მხოლოდ 15 კლინიკა); 2017 წელს დაინერგა პერინატალური აუდიტის სისტემა, რაც ადრეული ნეონატალური სიკვდილობის და მკვდრადშობადობის მიზეზების დეტალური შესწავლის საშუალებას იძლევა. ღონისძიებას დედათა და ბავშვთა დაწესებულებების 80-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დიასკუსია.
---
15.06.2018
2018 წელს პასუხისმგებლობა 116 ექიმს დაეკისრა - „გადაცდომის ყველა შემთხვევაზე რომ საჩივარი იწერებოდეს, ეს რიცხვი გაცილებით დიდი იქნებოდა“
2018 წლის 5 თვეში პროფესიული პასუხისმგებლობა 116 ექიმს დაეკისრა, აქედან 2-ს კი, სახელმწიფო სერთიფიკატი გაუუქმდა. ეს მაშინ, როდესაც კლინიკებში ჩატარებული ოპერაციების შემდგომ გარდაცვლილი პაციენტების უმეტესობა მომხდარში ექიმს ადანაშაულებს. ექიმებს ადანაშაულებენ მაშინაც, თუ დანიშნული მკურნალობა შედეგს არ გამოიღებს. 2018 წლის 16 იანვარს ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში 41 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა მომხდარში ექიმები დაადანაშაულეს. 2018 წლის 10 აპრილს, ბათუმში გაკეთებული საკეისრო კვეთა საბედისწერო აღმოჩნდა 26 წლის ქალბატონისთვისაც. საკეისროს შემდეგ გოგონა კომაში ჩავარდა, რამდენიმე კვირიანი უგონო მდგომარეობის შემდეგ კი გარდაიცვალა. ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. 2018 წლის 27 მაისს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში 53 წლის ქალი გარდაიცვალა. ამ შემთხვევაშიც ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას ექიმებს აკისრებს. ეს იმ ფაქტების მცირე ჩამონათვალია, როდესაც კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. ყველა ამ და სხვა ფაქტს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს. უწყების მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, პროფესიული განვითრების საბჭომ 116 ექიმს დააკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. მათივე ინფორმაციით, 2017 წელს და 2018 წელს შემოსული საჩივარი/განცხადების შესწავლის საფუძველზე 2 ექიმს გაუუქმდა სახელმწიფო სერთიფიკატი, 11 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება. რაც შეეხება 2017 წელს, სააგენტოს მონაცემებით, შარშან პროფესიული განვითრების საბჭოს მიერ, 300 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგელობა. აქედან, 2017 წელს შემოსული საჩივარი/განცხადების შესწავლის საფუძველზე, 17 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, რეალურად რამდენი სამედიცინო გადაცდომაც ხდება, ყველა შემთხვევაზე განცხადება რომ შედიოდეს, ეს მაჩვენებელი გაცილებით დიდი იქნებოდა. „თუ შევხედავთ ჩვენთან როგორ დაბალია მომსახურების ხარისხი, ექიმთა კვალიფიკაცია და ა.შ.- ექიმების გადაცდომის ყველა შემთხვევაზე რომ საჩივარი იწერებოდეს, ეს რიცხვი გაცილებით დიდი იქნებოდა. „რაც შეეხება 2018 წელს, თუ 5 თვეში 116 შემთხვევაა, შეიძლება შემდეგ თვეებში ეს ორჯერ მეტი იყოს, ან პირიქით. ამიტომ, წლიურ სტატისტიკას თვეებით ვერ განვსაზღვრავთ. თუმცა, ნიშნადობლივია ის, რაც თქვენ მითხარით, რომ ამ პერიოდში 2 ექიმს გაუუქმდა სახელმწიფო სერთიფიკატი. თუ წინა წლებში 300 შემთხვევა იყო, ძირითადად იფარგლებოდნენ გართხილებით ან ლიცენზიის დროებით შეჩერებით. ექიმისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა კი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ მომხდარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში რეაგირება გამკაცრებულია“,-აცხადებს სერგო ჩიხლაძე. რაც შეეხება გამოსავალს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ამბობს, რომ პრევენციისთვის ლიცენზიის გაუქმება საკმარისი არ არის, რადგან ეს უკვე ფატალური შედეგის შემდეგ ხდება. „ლიცენზიის დროებით ან სამუდამოდ შეჩერება, უკვე პოსტ ფაქტუმ ხდება, როდესაც ექიმის ან პერსნალის მხრიდან გადაცდომას ჰქონდა ადგილი. თუმცა, პრევენცია ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას, გადამზადებას, ხარისხიანი სერვისების მიწოდებასა, ასევე, კონკურენტული გარემოს შექმნასაც გულისხმობს. რაც ჩვენს სამედიცინო ბაზარზე სამწუხაროდ არ არის. ბევრი კომპლექსური და სისტემური პრობლემაა დაგროვილი და მხოლოდ სანქციები (რაც, რა თქმა უნდა, აუცილებელია) საკმარისი არ არის. აუცილებელია, რომ პრევენციულად გადაიდგას ნაბიჯები, რათა რაც შეიძლება ნაკლები იყოს ასეთი შემთხვევები“,-აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
---
15.06.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/498781-varkethilis-mediathekashi-dasaqmebis-forumi-gaimartha.html?ar=A
ვარკეთილის მედიათეკაში დასაქმების ფორუმი გაიმართა
ვარკეთილის მედიათეკაში სამგორის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთობლივი დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში 15-მა კომპანიამ 1500-ზე მეტი თავისუფალი სამუშაო ადგილი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს. „სოციალური მომსახურების სააგენტომ ორგანიზება გაუწია დასაქმების ფორუმში სამგორის რაიონში მომუშავე მსხვილი და საშუალო დამსაქმებლების ჩართვას. დაგეგმილი ფორუმის შესახებ აცნობა Worknet-ზე დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს და უზრუნველყო მათი დასწრება ღონისძიებაზე. ადგილზე მიმდინარეობდა მოქალაქეების რეგისტრაცია დასაქმების პორტალზე. აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის შემდეგ სამუშაოს მაძიებლებს ყოველდღიურად, პერსონალურ მობილურ ნომერზე, განახლებული მონაცემები ეცნობებათ შრომის ბაზარზე გაჩენილი ახალი ვაკანტური სამუშაო ადგილების თაობაზე. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა დამსწრე საზოგადოებას დასაქმების სერვისებსა და ერთობლივი ღონისძიების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მარიამ ბეზარაშვილმა ფორუმზე მოსულ მოქალაქეებს დეტალურად გააცნო პროგრამებში ჩართვის პროცედურები. საკრებულოს სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა ერთობლივად ორგანიზებულ ფორუმზე და მოსალოდნელ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. თავად კომპანიების წარმომადგნელებმა, კი მათი ვაკანსიები და მოთხოვნები პერსონალურად წარმოადგინეს“, - ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. „ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს წვდომას ვაკანსიებზე. ასეთ ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე სამუშაოს მაძიებლებს საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ და აარჩიონ სხვადასხვა შეთავაზება რამოდენიმე დამსაქმებლისგან, ასევე, უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ პოტენციურ დამქირავებელთან. აღსანიშნავია, რომ ამჯერად ვაკანსიები წარმოდგენილი იყო მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო და ტურიზმის სფეროებიდან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=67476
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/dasaqmebis-forumi-samgoris-raionshi
პია.ჯი- https://pia.ge/post/209262-varketilis-mediatekasi-dasaqmebis-forumi-gaimarta
ინფო9- http://www.info9.ge/sazogadoeba/193822-samgorshi-dasaqmebis-forumi-gaimartha.html?lang=ka-GE
---
15.06.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/saarsebo-minimumi-gaizarda/20999
საარსებო მინიმუმი გაიზარდა
საარსებო მინიმუმი გაიზარდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მაისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 157 ლარი 50 თეთრი შეადგნა, რაც წინა თვესთან შედარებით 80 თეთრით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 ლარით. ოჯახის ტიპების მიხედვით საარსებო მინიმუმი შემდეგია: ორსულიანი - 251,9 ლარი სამსულიანი - 283,4 ლარი ოთხსულიანი - 314,9 ლარი ხუთსულიანი - 354,2 ლარი ექვსსულიანი და მეტი - 418,8 ლარი საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
---
15.06.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/kerdzo-samedicino-dazgvevit-mosaxleobis-mxolod-15-sargeblobs/20959/
კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 15% სარგებლობს
კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 15% სარგებლობს. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის 1 კვარტალში სადაზღვევო პოლისს 554 070 მოქალაქე ფლობდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14 885 პოლისით მეტია. სულ მიმდინარე წლის 1 კვარტალში ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში კომპანიებმა ჯამში 90 მილიონ ლარამდე მოიზიდეს. აქედან 34% ,,ჯი პი აი ჰოლდინგზე” მოდის, 26% ,,იმედი L”-ზე, ხოლო 9% კი ,,არდი”-ზე.
---
ბეჭდვითი მედია
18.06.2018
მედიასაშუალება: პრაიმტაიმი
ახალი რეგულაციები პოლიფარმაციის წინააღმდეგ
ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის წინააღმდეგ ახალ რეგულაციას აწესებს. 1-ლი ივლისიდან ძალაში შედის მექანიზმი, რომელიც ექიმის მიერ პაციენტისთვის დიდი რაოდენობით მედიკამენტის გამოწერას დაარეგულირებს. ნებისმიერ პაციენტს შესაძლებლობა ექნება, ექიმთან ვიზიტის შემდეგ ექიმის მიერ გაცემული დანიშნულება სამინისტროში შექმნილ ჯგუფთან გადაამოწმოს, რაც მას მიზნობრივზე მეტი, ჭარბი მედიკამენტის მიღებისგან დაიცავს. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, პოლიფარმაციის პრობლემის გადაჭრა ჯანდაცვის სამინისტრომ დიდი ხნის წინათ დაიწყო და რეგულაციის მექანიზმად ახლა დაუშვა. პოლიფარმაცია მხოლოდ ქართული პრობლემა არ არის. მსოფლიო პრაქტიკა მოწმობს, რომ ამ მიმართულებით ღონისძიებების გატარება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსაც მოუხდათ. უკვე წლებია, ჩვენთან ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მკურნალობის ხარჯებში მედიკამენტების წილი ძალიან მაღალია, რაც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აღემატება და მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს. ეს მხოლოდ მედიკამენტების მაღალ ფასთან არ არის დაკავშირებული, ექიმები პაციენტებს მედიკამენტებს ჭარბი რაოდენობით უნიშნავენ. გაზრდილ ხარჯს პაციენტთან ერთად სახელმწიფოც „იყოფს“ – რადგან ის ნაწილობრივ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასახდელია. რამდენიმე თვის წინ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებდა, რომ ჯანდაცვის სისტემაში დახარჯული თანხის ძალიან დიდი ნაწილი მედიკამენტებზე მოდის. ეს მაჩვენებელი 50%-ზე მაღალია, განვითარებულ ჯანდაცვის სისტემებში წამლებზე ხარჯების 15%-25% მოდის. ჩვენ ორჯერ მეტი დანახარჯი გვაქვს, რაც უმეტესწილად ექიმების მიერ პაციენტებისთვის საჭიროზე მეტი წამლის გამოწერასთან არის დაკავშირებული. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ პოლიფარმაციის პრობლემა ჩვენთან საკმაოდ მწვავედ დგას და მის მოსაგვარებლად ახალი რეგულაციის ამოქმედებას მიესალმებიან. მთავარი მიზეზები, რის გამოც ქართველი ექიმები პაციენტებს ბევრ მედიკამენტს უნიშნავენ, ექიმთა დაბალი კვალიფიკაცია და ფარმაცევტულ კომპანიებთან მათი საეჭვო გარიგებებია, რაზეც „პრაიმტაიმი“ ადრეც წერდა. რა შეიცვლება 1-ლი ივლისის შემდეგ, როდესაც ახალი რეგულაცია ამოქმედდება, ყველა, ექიმიც და პაციენტიც, ერთად ვნახავთ. როგორია ახალი მექანიზმისა და ექიმის დანიშნულების კონტროლის სქემა, ამის შესახებ განმარტებებს ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს. სპეციალური პლატფორმის მეშვეობით, პაციენტი სამუშაო ჯგუფთან ონლაინრეჟიმში გადაამოწმებს, ჭარბია თუ არა ექიმის მიერ მისთვის გამოწერილი მედიკამენტები. ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც ექიმი 5 და მეტ მედიკამენტს დაუნიშნავს, საშუალება ექნება, ექიმის დანიშნულება გადაამოწმოს. თუ ექიმის მიერ გაცემული პასუხი მისთვის არ იქნება კომპეტენტური და დამაკმაყოფილებელი, მას შეუძლია, მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს. ექიმები მუშაობენ ელექტრონული რეცეპტის პროგრამაში, რომელიც განთავსებულია ჯანდაცვის პორტალზე. იქვე გაჩნდა ადგილი, სადაც პაციენტს ამ დანიშნულების გადამოწმება შეუძლია. ღილაკზე დაჭერით ეს დანიშნულება პირდაპირ მოხვდება პოლიფარმაციის საკითხებთან დაკავშირებულ კომისიაზე განხილვისთვის. დანიშნულების კორექტირების საჭიროების შესახებ კი, პასუხს სამი დღის განმავლობაში მიიღებს, რის შემდეგაც ექიმს პაციენტისთვის დანიშნულების მართებულობის განმარტება მოუხდება. არადამაჯერებელი არგუმენტაციის შემთხვევაში, პაციენტი დანიშნულებას განმეორებით ატვირთავს, ხოლო კომისია უკვე მკურნალი ექიმისგან გამოითხოვს ინფორმაციას, რატომ არ დაკორექტირდა დანიშნულება. არასათანადოდ არგუმენტირების შემთხვევაში ექიმი კომისიის წინაშე წარდგება. თუ პაციენტი ელექტრონული რეცეპტით სარგებლობს, მას თავად შეუძლია მონიშნოს პოლიფარმაციის სამუშაო ჯგუფი. თუკი რეცეპტი მატერიალური ფორმით აქვს, შეუძლია, შესაბამისი მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართოს, სადაც რეცეპტის ელექტრონულ ვერსიას ბაზაში ატვირთავენ. დანიშნულების კორექტირების საჭიროების შესახებ პასუხს პაციენტი სამ დღეში მიიღებს. მაია ლაგვილავა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: – პოლიფარმაცია ჩვენი სამედიცინო სისტემისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ეს პრობლემა მწვავედ დგას ევროპის წამყვან ქვეყნებში, ამ მიმართულებით მუშაობს ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში მომუშავე ორგანიზაცია, რომლის მიერ განხორციელებული პროექტის თანახმადაც არაგეგმური ჰოსპიტალიზაციების 11% პოლიფარმაციასთან არის დაკავშირებული. ჩვენთან, ამ მხრივ, სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის მაგალითზე შეგვიძლია თქმა, რომ ეს პრობლემა ჩვენთანაც აქტუალურია. ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა კვლევა საპენსიო ასაკის მოსახლეობაში, სადაც გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ერთი და იგივე მოქმედების რამდენიმე მედიკამენტის ერთდროულად მოხმარება, როდესაც პაციენტები დანიშნულების მიხედვით 5 და მეტ მედიკამენტს იღებენ. კვლევის შედეგად და საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეიქმნა ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ექიმის დანიშნულების გადამოწმდეს და თავად პაციენტი ჩაერთოს აქტიურად ამ პროცესში. – საქართველოში ყოველწლიურად მილიონობით დანიშნულება იწერება, ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ტექნიკურად ამ მექანიზმის აღსრულება რთული იქნება. – ტექნიკურად ამ მექანიზმის აღსრულება რთული არ იქნება. ეს რეგულაცია მხოლოდ პაციენტის დონეზე არ იქნება. ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებული იქნება, განახორციელოს პაციენტის დანიშნულებების მონიტორინგი, თვითონვე უზრუნველყონ პოლიფარმაციის ფაქტების შესწავლა, აღრიცხვა, მართვა, შესაბამისად, უკვე უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ადმინისტრირების სათანადო ბერკეტების გამოყენებით. ცვლილებები შევა ყველა იმ მარეგულირებელ დოკუმენტში, რომლითაც განსაზღვრულია მოთხოვნები სამედიცინო დაწესებულებების მიმართ, კერძოდ, სტაციონარების შემთხვევაში, აღნიშნული განიხილება როგორც სანებართვო პირობის, ხოლო ამბულატორიული დაწესებულებების მიმართულებით, როგორც ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ნორმის დარღვევა. შემდეგ დაწესდება შესაბამისი სანქციები. – როგორი იქნება სანქციები ექიმებისთვის? როგორ მიიღებს სამედიცინო სექტორი ამ სიახლეს, ხომ არ ჩათვლიან ამას საექიმო საქმიანობაში ჩარევად? – ეს მექანიზმი ექიმებისთვის საფრთხის შემცველი ნამდვილად არ არის, ეს არის პაციენტების დაცვის მექანიზმი. სამედიცინო საქმიანობის კანონის მიხედვით, ყველა ექიმს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი პოზიცია. ჩვენ არ ვერევით ექიმის მიერ წარმოებულ მკურნალობის პროცესში. არსებობს ძირითადი ხუთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს კონკრეტული დანიშნულებების განხილვა კლინიკური ფარმაკოლოგის მიერ პაციენტის შემოსული განაცხადის შემდეგ. თუ კლინიკური ფარმაკოლოგი მიიჩნევს საჭიროდ, რომ რომელიმე კრიტერიუმის მიხედვით დანიშნულება უნდა დაკორექტირდეს, ექიმს აქვს საშუალება, გაგზავნოს განმარტება კლინიკურ ფარმაკოლოგთან, რა მიზეზით დანიშნა ესა თუ ის მედიკამენტი. როდესაც კლინიკური ფარმაკოლოგი შეუთავსებლობას აღმოაჩენს და ექიმი მას საკუთარი მოსაზრებით არ დააკორექტირებს, კონკრეტული შემთხვევის განხილვა მოხდება სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი სპეციალური კომისიის მიერ. თუ კომისიის მიერ მიცემული რეკომენდაციის შემდეგაც არ მოხდა ექიმის მიერ დანიშნულების კორექტირება, ექიმის სახელი და გვარი მოხვდება ე.წ. შავ სიაში, თუ ერთი წლის განმავლობაში ერთი და იგივე ექიმის მიერ სამჯერ მოხდება ასეთი დაუკორექტირებელი დანიშნულებების გაცემა, საკითხი განსახილველად გავა პროფესიული განვითარების საბჭოზე. თუ ერთი და იგივე სამედიცინო დაწესებულებიდან მთელი წლის განმავლობაში 30%-ზე მეტი ექიმის მიერ მოხდა აღნიშნული დანიშნულების გაცემა, ასეთ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების საქმიანობას შეისწავლის რეგულირების სააგენტო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოტივაცია იქნება ექიმებისთვის, რომ არ მოხვდნენ ე.წ. შავ სიაში, ამ მექანიზმის ამუშავების შემთხვევაში არამიზანმიმართულად დანიშნული მედიკამენტების შემთხვევები შემცირდება. ჩვენ პაციენტებს თავიდან ავაცილებთ როგორც ჯანმრთელობის საფრთხეს, ისე ზედმეტ მატერიალურ ხარჯებსაც. პოლიფარმაციის პრობლემას ჯანდაცვის სფეროში ჩართული ყველა მხარე აღიარებს. ამ ბერკეტს ძალიან კარგად შეხვდნენ სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც პოლიფარმაციის შემთხვევების გამო ბევრ პრობლემას ეჯახებოდნენ, სადაზღვევო კომპანიები გამოხატავენ მხარდაჭერას და ამ პროცესში აქტიურად ჩართვასა და თანამშრომლობას გვთავაზობენ. ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ პრობლემის გადასაჭრელად, პირველ რიგში, მისი გამომწვევი მიზეზების კვლევა და გადაჭრა უნდა მოხდეს: „ძნელი წარმოსადგენია, რამდენად მოხერხდება ახალი რეგულაციით ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა. პრაქტიკული თვალსაზრისითაც, მისი განხორციელება წარმოუდგენლად მიმაჩნია, ერთი ადამიანის ისტორიის შესწავლამ და დიაგნოზის გადამოწმებამ შეიძლება დღეები წაიღოს, ასეთ დროს როგორი წარმოსადგენია, როცა ათასობით ადამიანი აჭერს ხელს ღილაკს და სთხოვს კომისიას, დაინტერესდეს მისი საკითხით. ამას გარდა, ეს მექანიზმი კიდევ უფრო გაზრდის პაციენტების უნდობლობას ექიმის მიმართ და გაამძაფრებს მათ შორის არსებულ პრობლემას. ჩატეხილი ხიდი რომ არსებობს, ყველამ კარგად ვიცით. იმის მაგივრად ჯანდაცვის სამინისტრო ექიმის ნდობის ამაღლებაზე ზრუნავდეს, ის, ჩემი აზრით, ამ პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს. ეს პოლიფარმაციას ვერ აღმოფხვრის. ექიმიც მოძებნის „გამოსავალს“, თუ ის სხვადასხვა მიზეზით პოლიფარმაციაშია ჩაბმული – ხუთი წამლის ნაცვლად გამოწერს ოთხს და ძვირად ღირებულს და ასე აარიდებს თავს ამ მექანიზმს. პრობლემას გლობალურად უნდა მივუდგეთ და მისი გადაჭრა გამოწვევი მიზეზებიდან უნდა დავიწყოთ, რომელთა შორის ნაწილობრივ ექიმების კვალიფიკაციას, ნაწილობრივ ფარმაცევტული კომპანიების ინტერესს გამოვყოფ. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, ჩვენთან ფარმაცევტული ინდუსტრია ძალიან მომძლავრდა, რაც ცუდი ნამდვილად არ არის. დღეს ფარმაცევტულ კომპანიებთან არის მიბმული დიდი ქსელი – ბანკი, ფარმაცევტული კომპანია, კლინიკები, საცალო ვაჭრობა, საბოლოო ჯამში, იქმნება ერთი სისტემა, რაც უფრო იზრდება ეს დაჯგუფება, მით უფრო აქტუალური ხდება პოლიფარმაციის პრობლემაც. სამწუხაროდ, ვერც ექიმების კვალიფიკაციის პრობლემას ვერ გავექცევით. ეს ყველა ექიმს არ ეხება, მაგრამ კვლევები, აუდიტის დასკვნები, არსებული ფაქტობრივი მონაცემები ადასტურებს, რომ ექიმების დიდი ნაწილი არანაირ გადამზადებას და კვალიფიკაციის კურსებს არ გადის, ამიტომაც ისინი კვლავ იყენებენ სამი წამლის კომბინაციას, რომელიც 7-10 წლის წინათ იყო მიღებული. როდესაც ფარმაცევტული კომპანიებისა და ექიმების ერთგვარ გარიგებებზე ვსაუბრობთ, ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, არსებობს. საქართველოში მოქმედი ექიმების მხოლოდ 5-7%-ს აქვს მაღალი ანაზღაურება, ექიმების უმეტესობა დაბალ ხელფასზე მუშაობს, 200-300 ლარზე. ეს განსაკუთრებით ეხება პირველადი ჯანდაცვის რგოლში დასაქმებულ ექიმებს. ბევრი ექიმი დაბალი ანაზღაურების გამო ერთდროულად რამდენიმე ადგილზე მუშაობს. ეს მოქმედებს ხარისხზე, პაციენტთან ურთიერთობაზე, ამიტომაც ისინი იძულებული ხდებიან, ფარმაცევტულ კომპანიებთან ითანამშრომლონ, სარგებელი მიიღონ მათგან სხვადასხვა სახის ბონუსებით. სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს ისეთი მექანიზმის დანერგვა, რომელიც ექიმსაც აიძულებს და კლინიკასაც, აიმაღლონ კვალიფიკაცია, რასაც ისინი დამოუკიდებლად, საკუთარი ფინანსებით ვერ ახერხებენ. ეს ამ მოტივით ფარმაცევტულ კომპანიებთან ექიმების დაკავშირებას და რისკს, მათთან საეჭვო გარიგებები ჰქონდეთ, ბევრად შეამცირებს“. ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც ოფიციალური უწყება, ექიმებისა და ფარმაცევტების გარიგებებზე არ საუბრობს. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რომ ახალი რეგულაციით დარეგულირდება ფარმაცევტული კომპანიებისა და ექიმების საეჭვო გარიგებები, რაც ძალიან ხშირია, და რაც არის პოლიფარმაციის მთავარი მიზეზი. როცა შესაძლებელი გახდება იმ ექიმების იდენტიფიცირება, რომლებიც პაციენტებს ბევრ წამალს უნიშნავენ, ეჭვქვეშ დადგება მისი პროფესიული იმიჯი, რაც ექიმებს გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცევს. საქართველოში ფარმაცევტულ კომპანიასა და ექიმს შორის ურთიერთობას არეგულირებს სამედიცინო საქმიანობის შესახებ კანონში 2011 წლის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, არ შეიძლება ექიმს ისეთი ურთიერთობა ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიასთან, რომელიც პაციენტს ავნებს. ირაკლი მარგველაშვილი: – პოლიფარმაციის პრობლემა მთელ მსოფლიოში არსებობს, ჯანდაცვის სამინისტროში ამ მიმართულებით საკმაო ხანია, დაიწყო სამუშაო პროცესი. ამ შეხვედრებს მეც დავსწრებივარ და მივესალმები, რომ ბოლოს და ბოლოს ამ რეგულაციის ამოქმედება დაიწყება. როგორ წარიმართება ტექნიკურად ეს პროცესი, ალბათ, გათვლილი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. უხეში გაანგარიშებით, წლის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 15 მილიონამდე დანიშნულება იწერება, ან არ იწერება და სიტყვიერად ითქმება, 15 მილიონი დანიშნულების გაკონტროლების თეორიული შანსი არ არსებობს, მაგრამ მცირე, 3-5% რომ მოხვდეს მონიტორინგის ქვეშ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი და შედეგს აუცილებლად მოიტანს. ახალი რეგულაცია, პირველ რიგში, გამოაჩენს უხეშ დარღვევებს, რაც საკმაოდ ხშირია. პირველი და ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც პოლიპრაგმაზია იწვევს, ადამიანების ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენებაა. დიდი რაოდენობით და არამიზნობრივად მედიკამენტების დანიშვნა შეიძლება სახიფათოც კი გახდეს, არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტების ურთიერთქმედებამ, თუ ისინი ერთმანეთს საერთოდ არ შეესაბამება, შესაძლოა, ნეგატიური შედეგი მოგვცეს. პოლიპრაგმაზიის უფრო მძიმე ფორმაა, როცა ექიმის მიერ სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით ერთი და იგივე მედიკამენტი ინიშნება, რაც ასევე ხშირია. – როგორ დაარეგულირებს ეს მექანიზმი ექიმისა და ფარმაცევტული კომპანიის ხშირად საეჭვო გარიგებებს, რაც ხდება ხოლმე დიდი რაოდენობით მედიკამენტის დანიშვნის საფუძველი? – ექიმებისა და ფარმაცევტული კომპანიების გარიგებების პრობლემა არსებობს და იმაზე მეტად ღრმაა, ვიდრე ეს გარედან, ერთი შეხედვით ჩანს. ეს პრობლემა არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, რომელიც ფარმაცევტულ სფეროში ყველაზე მკაცრად რეგულირებად ქვეყნად ითვლება. ჩვენთან არ არსებობს არანაირი რეგულაცია, არსებობს ერთადერთი ჩანაწერი კანონში სამედიცინო საქმიანობის შესახებ, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სპეციალისტს არ აქვს უფლება, გარიგებაში შევიდეს ფარმაცევტულ კომპანიასთან, რის შედეგადაც შეიძლება მან მიიღოს სარგებელი და ზიანი მიაყენოს პაციენტს. ჩვენი ასოციაცია 11 წლის წინათ შეიქმნა და მას შემდეგ ვცდილობთ ამ პრობლემის გადაჭრას. დაარსების დღიდან ჩვენ ვაერთიანებთ იმ ეთიკურ კომპანიებს, რომლებიც აბსოლუტურად არ იზიარებენ ამ მიდგომას და მსგავს ქმედებებს არ ახორციელებენ, თუმცა არსებობს უამრავი სხვა კომპანია, რომელიც ამას აკეთებს. ჩვენ ვებრძვით ასეთ გარიგებებს, თუმცა ამას ხელაღებით ვერ ვიტყვით ყველა ექიმზე, ჩვენ ირგვლივ ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ექიმია, რომლებიც ასეთ საეჭვო გარიგებებში არ არიან ჩართულები. 2014 წელს მივიღეთ ეთიკის კოდექსი ფარმაცევტული კომპანიებისთვის, რომელსაც არ აქვს იმპერატიული ხასიათი, მასში გაწერილია ფარმაცევტული კომპანიების თანამშრომლობის ნორმები სამედიცინო საზოგადოებასთან. ფარმაცევტული კომპანია ვერ შეწყვეტს ურთიერთობას ჯანდაცვის სპეციალისტთან, ეს უკანასკნელი ამ თანამშრომლობის გარეშე ვერ მიიღებს განათლებას, ვერ აიმაღლებს კვალიფიკაციას. მთელ მსოფლიოში სამედიცინო განათლების 70-80% ფინანსდება ფარმაცევტული კომპანიების მიერ. კონფერენციები, კონგრესები, სამეცნიერო სემინარები აუცილებელია, ექიმებს სხვა განათლების წყარო, ფაქტობრივად, არ აქვთ, მაგრამ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს – ფარმაცევტული კომპანია კვალიფიკაციის ასამაღლებლად უშვებს ექიმს თუ დასასვენებლად ოჯახის წევრებთან ერთად და სამაგიეროდ რას სთხოვს მას? ამას ჰქვია ექიმის „მოსყიდვა“. გარიგება მარტივია – მე შენ კონგრესზე წაგიყვან, ან სხვა ბენეფიტით სარგებლობის საშუალებას მოგცემ და შენ დანიშნულებაში ჩასვამ ჩემს მედიკამენტს. დაინტერესება შეიძლება იყოს მატერიალური სახის, არსებობს სხვა ბენეფიტებიც. პოლიფარმაცია უშუალო კავშირშია ექიმისა და ფარმაცევტული კომპანიის არაეთიკურ ქმედებასთან. ზოგიერთ ფარმაცევტულ კომპანიას, როგორც კონსულტანტები, ასობით ექიმი ჰყავს დაქირავებული, კონსულტანტი შეიძლება გყავდეს 5, 10, 15, რომლებიც წაიკითხავენ ლექციას სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ ასი კონსულტანტი, რომელსაც გარკვეულ ხელფასს უხდი, ნამდვილად არაა საჭირო ლექციების წასაკითხად, როცა ადამიანს უხდი ხელფასს, მისი მხრიდან გარკვეული ანგარიშვალდებულებაც არსებობს. ეს არსად არაა გაწერილი, ერთგვარი სიტყვიერი შეთანხმებაა, სწორედ ესაა არაეთიკური პრომოცია, რომელიც აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს რეგულაციებს, ისევე როგორც ხდება სხვა ქვეყნებში. როდესაც ფარმაცევტულ კომპანიას ექიმი სამეცნიერო კონგრესზე მიჰყავს და უხდის მას ჰონორარს ლექციისთვის, ეს არავისთვის არაა დამალული. როცა ფარმაცევტული კომპანია ასაჯაროებს ექიმზე გაწეულ ხარჯებს, ჯანდაცვის სამინისტროსთვის ეს უკვე ღია და გამჭვირვალე პროცესია. ჩვენი სამინისტრო ამ ინფორმაციებს არ ფლობს, რადგან მისი გასაჯაროება დაარღვევს კონფიდენციალურობის რეგულაციებს. ჩვენ უნდა მივიღოთ გამჭვირვალობის აქტი, რაც კარგად მუშაობს სხვა ქვეყნებში. – ძალიან ხშირად დავის საგანია მკურნალობის სტანდარტი, გაიდლაინები, ეს არ გამოიწვევს გაურკვევლობებს ექიმსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის? – ყველა ქვეყანაში არსებობს გარკვეული ჩამონათვალი იმ მედიკამენტებისა, რომლებიც ამა თუ იმ ნოზოლოგიის დროს გამოიყენება. ექიმმა თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი წამალი დანიშნოს, რადგან მკურნალობის შედეგი მისი პასუხისმგებლობაა. ექიმს აქვს არჩევანი, გარკვეული სიიდან რომელ მედიკამენტს გამოიყენებს და რა დოზით, ეს მეტ-ნაკლებად გაწერილია, მაგრამ ექიმი ერთადერთი ადამიანია, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს. როცა ადამიანი ნიშნავს მედიკამენტს, რომელიც არც ერთი გაიდლაინით არ არის რეკომენდებული, არ გამოიყენება კონკრეტული ნოზოლოგიის დროს და მერე ამბობს, მე ასე ვთვლი, ეს უკვე დიდი პრობლემაა. ჩვენთან მოქმედ კლინიკებს აქვთ თავისი სტანდარტი, ზოგს – მაღალი, ზოგს – არც ისე მაღალი, ეს სტანდარტი ცენტრალიზებულად არ არის თავმოყრილი, ესეც დიდი პრობლემაა. მე მესმის, ჯანდაცვის სამინისტრომ თავისი რესურსიდან გამომდინარე დაიწყო ცვლილებები ყველაზე მარტივით, დანიშნულებით, რაც ემპირიულად ჩანს და იმედი მაქვს, უფრო ღრმად გაჰყვება ამ საკითხს. მთავარია, რომ ეს კარგი მცდელობაა და უახლოეს მომავალში ყველა ერთად ვნახავთ, როგორ იმუშავებს ეს მექანიზმი.
---
18.06.2018
მედიასაშუალება: ალია
უროლოგიის ფუძემდებლად შერაცხულმა არჩილ ჩხოტუამ მამა მომიკლა!
გარადცვლილი 56 წლის პაციენტის სერგო სტეფანიანის ქალიშვილი , ქალბატონი ნონა: "დაახლოებით 2 თვის წინ , მამას ჰქონდა თირქმლის შეტევა, კლინიკა "ნეომედში" გადავიყვანეთ , სადაც კათედრის ჩადგომის დროს , დაუზიანეს სასქესო ორგანო. სისხლჩაქცევები დაგროვდა შარდის ბუშტში , კრეატინინი გაეზარდა, კალიუმი ავიდა 8 ერთეულზე. როცა "ნეომედში" მიხვდნენ , რომ შეიძლებოდა , პაციენტი დაეკარგათ , გადაგვამისამართეს ქირურგიის ეროვნული ცენტრში, სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი სასწრაფო ოპერაცია... დიდი მადლობა მათ."
---
18.06.2018
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
ძალადობა ექიმზე
მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის გეგმა ჩაიფუშა და ზაზა სარალიძის სახელს ამოფარებულებს "სახელმწიფო გადატრიალებს" არ გამოუვიდათ, პარტიამ ახალი პროვოკაცია მოაწყო. 11 ივნისს ინგოროყვას კლინიკას პოლიციის მიერ "ნაცემმა" ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნინო კვიტაიშვილმა მიაკითხა. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ქართველი ერის მჩაგვრელ-ამრიოკებელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა ჩაგრულის ნიღაბი ურცხვად მოირგო და სასურველი სამედიცინო დასკვნის დაწერაზე უარის მიღების შემდეგ, ტრავმატოლოგი პოლიტიკური შეხედულებების გამო დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. შედეგად, 45-წლიანი სტაჟის მქონე ექიმი, ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი ნინო კვიტაიშვილის უახლოესი მეგობრის ნიკა გვარამიას მუქარის ფონზე ინგოროყვას საუნვერსიტეტო კლინკის დირექტორმა გოჩა ინგოროყვამ აზრის უკითხავად სამსახურიდან გაათავისუფლა. დღეისათვის მისი შემდგომი პასუხისმგებლობის საკითხს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს. საინტერესოა, რა მოხდა სინამდვილეში და ვის ინტერესებს ეწირება 70 წლის ტრავმატოლოგის კარიერა. მურთაზ მამაგეიშვილი: "არასოდეს მიკითხავს, ავადმყოფი ვინ იყო ან რას წარმოადგენდა! დღეს კი ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციის მსხვერპლი გავხდი! პროვოკაციისა, რომელიც მათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სჭირდებათ!.. ნინო კვიტაიშვილს იმაზე მეტი გამოკვლევა ჩუტარდა, ვიდრე ესაჭიროებოდა და აღმოჩნდა, რომ მართლა არაფერი სჭირდა. მიუხედავად ამისა, მადანაშაულებს, რომ ყურადღება არ მივაქციე და უხეშად მოვექეცი, რასაც ადგილი ნამდვილად არ ჰქონია!.. ერთი, რაც ვუთხარი და დღესაც გავუმეორებ, დაზიანებები ის იყო,რაც 7 ნოემბერს და 26 მაისს ვნახე, როცა სააკაშვილის რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია!" _ბატონო მურთაზ, სამწუხაროდ, სამსახურიდან გაგათავისუფლეს. გაქვთ თუ არა იმედი, რომ სიმართლეს დაამტკიცებთ და თქვენს ინტერესებს ჯანდაცვის სამინისტრო მაინც დაიცავს? _ სამართლიანი მოკვლევის პირობებში, რასაკვირველია, არაფერში დამდებენ ბრალს. კიდევ ვიმეორებ: მიუხედავად ჩემი შეხედულებისა ნაციონალების მიმართ, პაციენტთან მიმართებაში ეთიკა არ დამირღვევია... ჩემი კონსულტაციის დამადასტურებელი ჩანაწერი ისტორიაში არსებობს და შეგიძლიათ, გადაამოწმოთ!" ნინო ხუციშვილი: "ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტაციაში დარღვევები არ იკვეთება." ჯაბა ექიმი სამედიცინო სფეროში არსებულ პრობლემებს მიმოიხილავს და სოლიდარობას უცხადებს ექიმ-ტრავმატოლოგ მურთაზ მამაგეიშვილს, რომელიც ინგოროყვას კლინიკიდან ნაციონალურ მოძრაობის წევრისათვის სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის შეთითხნილი ბრალდებით სამსახურდან გაათავისუფლეს. ჯაბა ტყემალაძე: "ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი ნაციონალური მოძრაობის ბოროტი ზრახვებისა და ინგოროყვას კლინიკის უნამუსო ადმინისტრაციის მსხვერპლი გახლავთ!.. ალბათ, კვიტაიშვილის მსგავს "ნაცემ" პაციენტებს ათას სულელურ გამოკვლევას უტარებენ, რათა, დასცინცლონ ჯანდაცვის სამინისტროს!"
---
18.06.2018
მედიასაშუალება: ალია
"ბებო თაკარა მზეში ეგდო... სახე ქვაფენილზე დარტყმული, უწყლოდ... სულ ფეხშიშველა“
ანა სააკაძემ თავის ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი თანდართულ ფოტოსთან ერთად, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,აბსურდში ვცხოვრობთ! თუ არ დაგეზარებათ წაიკითხეთ ,და გაავრცელეთ ,იქნებ ასე მაინც გაიგონოს ვინმემ ''ზევით'' მდგომარეობა რომელიც დამხვდა, იმის ამსახველი ფოტოს დადება ალბათ არ იქნება სწორი საქციელი .ვდებ მხოლოდ იმიტომ რომ რა ნეხვში ვცხოვრობ სხვანაირად ვერ მოვყვები. თბილისის მერია / Tbilisi City Hall დღეს ეს ბებო შუაგულ მარჯანიშვილზე ,თაკარა მზეში დამხვდა ასე ოღონდ ამობრუნებულ მდგომარეობაში! დაისიცხა და დავარდა..უკვე ბუზები ეხვეოდა ..აქამდეც შემიმჩნევია და რამდენჯერმე დავრეკე სასწრაფოში ,ახლაც დავრეკე 112ში. იმდენად საშინელ მდგომარეობაში იყო რომ მკითხეს ცოცხალია თუ არაო -არ ვიცითქო ,სახე ქვაფენილზე დარტყმული,,უკანა ტანი საშინელ მდგომარეობაში,უწყლოდ .. მოვიდა სასწრაფო და უი ადრეც ვიყავითო..ეს ცვლის ამ ადამიანს მდგომარეობას ? არა.. ვთხოვე გადაეყვანათ ადგილზე სადაც მოაწესრიგებენ ,ელემენტარული წყალს მაინც დაალევინებენ და საჭმელს აჭმევენ ..უი.. რეკავენ პატრულში უნდა მოვიდეს ეკიპაჟი და ..ერთი საათი თაკარა მზეში ველოდებით პატრულს ..დედის გეფიცებით ისეთ მზეში რომ ლამის მეც იქვე დავარდი ,ის კი არა რომ მოხუცი ადამიიანი შეიძლება ცუდათ გახდეს ..ახლა უარესი აფსურდი იწყება ..გვარი ? აღასიანი ყოფილა ..უი სომეხი ? გამვლელის კომენტარი ..ჰოო ეგ სომეხია ..აა ეს ვიცი ლოთი იქნება .ნუ მოკლედ ყველამ მხოლოდ ის გაიგო რომ სომეხია ..და სუნი ასდის ..რამდენიმე ადამიანი კაი ხანი ვიბრძოდით რომ რაიმე შედეგი ან პასუხი მაინც მიგვეღო..პატრულმა გადარეკა გადმორეკა და ლილოში არსებულმა სახელმწიფო თავშესაფარმა უარი თქვა მიღებაზე ,რადგან ეს ბებო თურმე არ ყოფილა ქმედით უნარიანი და იქ არავინაა ვინც მიხედვას შეძლებს,ანუ დაბანს ..რატომ არ არის ასეთი პერსონალი ? ფული არ არის საკმარისი ბიუჯეტში ?.ნუ აქვე შეკითხვა მაქვს,ფოქსტროტს თუ ცეკვავ, სახლი გაიქვს და გილხინს სულ არ გჭირდება ხო თავშესაფარი? პატრულმა მადლობა გადამიხადა ,ბოდიში მომიხადა ,მაგრამ ვერ წავიყვანთო ,არ იცით სად ცხოვრობთო ? სად ვცხოვრობ ?! -ქვეყანაში სადაც ათასობით ლარი აქვთ პარლამენტში და პრემიებს იმატებენ ..ქვეყანაში სადაც ''ელიტების'' კონცერტებს მერია აფინასებს ათასობით ლარით ,ქვეყანაში სადაც ეკლესიების მშენებლობაზე იხარჯება მილიონები ..რას გვიშველის ეკლესიები როცა ვლპებით სულიერადაც ,და ხორციელადაც ,ქვეყანაში სადაც საპატრიარო ყიდის წიგნს 3000 ლარად ! რას ,ვის ხმარდება ეს ფული ? მოდი თითო მღვდელმა თითო ჯიპი გაყიდოს რა მაშინ ! თითო პარლამენტარმა თიითო პრემია მოიკლოს ..ვარჩენთ ჩვენი ფულით ,გუგულებს,ჩიროებს ,ენძელებს და კიდევ გვირჩევენ რა ვჭამოთ როგორ ვიკვებოთ და რამდენი.. მას შემდეგ რაც საბოლოო უარი მივიღე თავშესაფარში გადაყვანაზე, ნუ ჩამოვედით იმ მცირე თხოვნაზე როგორიცაა უბრალოდ გადასხმაზე რომ გადაიყვანოს სასწრაფომ .მაგალითად თქვენ, ან მე ქუჩაში გული რომ შეგვიწუხდეს ხომ წაგვიყვანენ ? აი ასეთ თხოვნაზე ჩამოვედი ..სასწრაფოს მანქანიდან გადმოვიდნენ ხელმეორედ და ისევ უკან ჩასხდნენ .. დარჩეჩილმა პატრულის თანამშრომელმა სასწრაფომ რაღაც შკალით გადაწყვიტა რომ ეს ბებო გადასაყვანი არ არისო ..მოკლედ აი ძალიან კარგად არის ..!! არ ექვემდებარება გადაყვანას -გონზეა! ეს იყო ბოლო პასუხი .ის რომ ადამიანი საათნახევარი გულდაღმა,თაკარა მზეში ,ძირს ეგდო და ბუზები ესეოდა არ ყოფილა საბაბი იმისა რომ სასწრაფოს გადასხმაზე მაინც წაეყვანა ,იმისთვის რომ ხვალ რომ დაჯდება იგივე ადგილას იმის ძალა მაინც ქონდეს რომ სკამიდან არ გადმოვარდეს ! თბილისის მერია / Tbilisi City Hall რავქნათ ? მოვკლათ ცოცხალი ადამიანები იმიტომ რო სახელმწიფოს არ აქვს რესურსი თავშესაფარში აიყვანოს პერსონალი რომელიც დაკავდება ასეთი ადამიანების ჰიგიენის დაცვით ? მოვკლათ ცოცხალი ადამიანები და ვარკვიოთ სომეხია და ბაგრატიონ მუხრანსკი ? რა ჯანდბა ხდება ? საქართველოს საპატრიარქო ოფიციალური გვერდი❳ ერთი ჯიპი სიკეთეს შეწირეთ ეს ოხერი . იესო სულ ფეხშიშველი დადიოდა ...! რატომ მიყვარს ეს ქვეყანა , სადაც ერთმანეთი საერთოდ არ უყვართ ! მე თვითონაც არ ვიცი .. "
---
18.06.2018
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
დაუძლეველი სიღარიბის ეკონომიკა?!
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პოსტიდან გადადგომის ოფიციალურ მიზეზად საქართველოში სიღარიბის მზარდი ტენდენცია დასახელდა, რაც გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო კვლევაშიც აისახა. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად დაუცველთა საგანგაშო რაოდენობაზე არავინ დაობს, რადგან მათი რაოდენობა 3,7-მილიონიან ქვეყანაში 1 მილიონს აღწევს, სიღარიბით შეშფოთებულ უმრავლესობასთან მაინც ბევრი შეკითხვა გაჩნდა: მხოლოდ ახლა, გაეროს ბავშვთა კვლევით გაიგო ხელისუფლებამ, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, რომ სახელმწიფო შემწეობას (56 ლარს!) დაახლოებით ნახევარი მილიონი კაცი იღებს და კიდევ ამდენივე არასაკმარისი ქულების გამო წლიდან წლამდე ელოდება სახელმწიფოსგან გადმოგდებულ ლუკმას, რომელიც საარსებო მინიმუმზე დაახლოებით სამჯერ ნაკლებია; რომ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში უთანასწორობა სოციალურ ფენებს შორის კიდევ უფრო იზრდება, ანუ მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან, ხოლო ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებიან. ბავშვების 6,8% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს! გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევას 2 წელიწადში ერთხელ ატარებს და ყველა კვლევაში საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე მიუთითებს. რომ არა პოლიტიკური ინტერესი და მიზანი, არავინ იცის, კვლევაში ასახული სიღარიბე ხელისუფალთა ყურადღებას თუ დაიმსახურებდა. არადა, კვლევის შედეგები მართლაც ყურადსაღებია, რადგან ირკვევა, რომ ყოველწლიურად ქვეყანაში სულ უფრო მეტი ადამიანი ღარიბდება. მაგალითად, კვლევაში წერია, რომ საქართველოში ოჯახების 4,3%, მოსახლეობის 5,0%, ბავშვების 6,8% და პენსიონერების 3,7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობენ. ამ ზღვრად მიჩნეულია 1,25 აშშ დოლარი დღეში, რაც ერთი ზრდასრული პირისთვის თვეში 82,8 ლარს შეესაბამება. კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2015-დან 2017 წლამდე უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობაც 4,3%-ით არის გაზრდილი. საქართველოში გაიზარდა ზოგადი სიღარიბის დონეც და თუ 2015 წელს ეს მაჩვენებელი შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 16,4%-ს შეადგენდა, 2017 წელს 19,6% გახდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობაც. ყოველი მეხუთე ბავშვი ცხოვრობს ისეთ შინამეურნეობაში, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია. კვლევის თანახმად, სავარაუდოდ, სიღარიბის ზრდა გამოწვეულია ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპითა და გაზრდილი სამომხმარებლო ფასებით. ამავე კვლევაში ვკითხულობთ, რომ გასულ 2 წელიწადში ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები შინამეურნეობებისა და მოსახლეობის წილი 20,7%-დან 22,5%-მდე და 23,1%-დან 24,8%-მდე გაიზარდა. (ფარდობითი სიღარიბის ზღვარი დადგენილია საშუალო მოხმარების 60%-ზე, რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 177,1 ლარს შეესაბამება). ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 26,8%-დან 31,6%-მდე გაიზარდა. შესაბამისად, 2015-დან 2017 წლამდე გაცილებით მეტი ოჯახი გაღარიბდა, ვიდრე სიღარიბეს დააღწია თავი. კვლევის თანახმად, 2017 წელს რომელიმე სახის სოციალურ შემწეობას ოჯახების 67,5% იღებდა, ხოლო ზოგად სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების ნახევარზე მეტი ქრონიკულად ღარიბია. აქვე ნათქვამია, რომ ღარიბი მოქალაქეები საარსებო სახსრების უკმარისობის გამო ხშირად იღებენ სხვადასხვა სახის სესხს. მათ შორის, გაზრდილია საბანკო და სალომბარდო სესხების აღების დონე უღარიბეს მოსახლეობაში. UNICEF-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 43,2%-მა განაცხადა, რომ წინა წელთან შედარებით, მათი ეკონომიკური მდგომარეობა "გაუარესდა". მიზეზად, ძირითადად, გაზრდილი ფასები, სერიოზული ავადმყოფობა და ოჯახის შემოსავლის შემცირება სახელდება. შემოსავლის ერთ-ერთი წყარო სესხის აღება იყო, რაც შემდეგ ისევ მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას. თინათინ ბაუმი, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის პროგრამების ხელმძღვანელი: "ყველაზე საგანგაშო, რაც 2017 წლის კვლევამ აჩვენა, არის ის, რომ 2015 წლიდან დღემდე საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი სულ უფრო იზრდება. ჩვენნაირ ქვეყანაში სიღარიბე იზომება მოხმარების ანუ ხარჯების დონის მიხედვით. 2017 წელს ჩვენ ვნახეთ, რომ ხალხი უფრო ცოტას მოიხმარს, 2015 წლიდან მოყოლებული ეკონომიკური შოკების ფონზე. აღსანიშნავია და ეს კვლევამაც ცხადყო, რომ ყველაზე მეტად სიღარიბე ბავშვიანი ოჯახების პრობლემაა. ქვეყანაში მოქმედებს მიზნობრივი სოციალური პროგრამები, მაგრამ მათი დაფარვა იმ ფინანსური რესურსით, რომელიც სახელმწიფოს აქვს, მთელი მოსახლეობის 10-12%-ის დონეზეა. ანუ ამ პროგრამების მიზანია, დაეხმაროს ყველაზე ღარიბებს ღარიბთა შორის, რაც, ბუნებრივია, არ კმარა. კვლევისას ჩვენ ვაფასებთ როგორც მონეტარულ, ისე არამონეტარულ სიღარიბეს, მათ შორის, სოციალურ გარიყულობას. მაგალითად, კვლევამ ცხადყო, რომ საბავშვო ბაღების არარსებობის გამო 14 ათასი ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ვერ დადის. სავალდებულო განათლების საფეხურზე სკოლაში დასწრების მაჩვენებელი 97%-ია. ამის მიუხედავად, 15-დან 18 წლამდე ყოველი მეხუთე ღარიბი ბავშვი განათლებას აღარ იღებს. ყველაზე ღარიბ ოჯახებში 10 ბავშვიდან 6-ს არა აქვს ან საკმარისად არ მიუწვდება ხელი საბავშვო წიგნებზე. კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს სტრუქტურული პრობლემები, რასაც თანამიმდევრული მიდგომა სჭირდება, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების, სოციალური დაცვის, განათლებისა და ჯანდაცვის კუთხით. უფრო ნაკლები ადამიანი ამბობს, რომ ფინანსური ბარიერები ექმნება ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობაში, რადგან შეიქმნა ბევრი სახელმწიფო პროგრამა, რომლებიც მათ თანადაფინანსებისას ეხმარება. ამის მიუხედავად, მათი ხარჯები წინა წლებთან შედარებით გაზრდილია და ლომის წილი ამაში მედიკამენტებს აქვს, რადგან ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა". სოციალური შემწეობა ყოველწლიურად 1 ლარით იზრდება! გაეროს ბავშვთა კვლევამდე რამდენიმე კვირით ადრე ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებმა" სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზის მონაცემების შესწავლის შედეგები გამოაქვეყნეს. მათი მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში საქართველოში რეგისტრირებული მოსახლეობის 3 729 638 მოქალაქიდან 1 მილიონამდე მოქალაქეა რეგისტრირებული, ხოლო საარსებო შემწეობის მიღების უფლებით ნახევარ მილიონ კაცზე მეტი - 500 833 პირი სარგებლობს. 2018 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იყო 975 236 პირი, 2016 წელს - 1 171 151 პირი, 2015 წელს - 1 542 545 პირი, ხოლო 2014 წელს - 1 627 278 პირი. დარეგისტრირებული პირების შესწავლის შედეგად სახელმწიფო საარსებო შემწეობას გასცემდა 2018 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით - 500 833 პირზე, 2016 წელს - 549 457 პირზე, 2015 წელს - 468 932 პირზე, ხოლო 2014 წელს - 462 004 პირზე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წლებთან ერთად, იკლებს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა ოდენობა იმატებს. ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია სოციალური დახმარების მიღებაზე უარის თქმის სტატისტიკა, რაც საერთო ჯამში საკმაოდ მაღალია. 2014-2017 წლებში სხვადასხვა მიზეზით სოციალური დახმარების მიღებაზე საქართველოს 610 335 მოქალაქეს ეთქვა უარი. მიზეზი, ძირითადად, ხდება შეუსაბამოდ მაღალი სარეიტინგო ქულა, ოჯახის ხელოვნურად გაერთიანება ან გაყოფა, ოჯახის წევრებსა და უფლებამოსილ წარმომადგენლებთან დაკავშირების პრობლემა. 2014-2017 წლებში სოციალურად დაუცველთა შემწეობის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი 260 შემთხვევაში ოჯახის წევრის პატიმრობა გახდა. აღსანიშნავია, რომ დასახელებულ პერიოდში სოციალური დახმარება შეუწყდა 333 939 პირს. ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა სოციალურად დაუცველ პირებზე გაცემული სოციალური დახმარების ოდენობა, რამაც 2014-2017 წლებში 1 062 723 938 ლარი შეადგინა. ერთ პირზე გაცემული თანხის ოდენობა კი საანგარიშო პერიოდში ყოველწლიურად 1 ლარით იმატებდა. ერთი პირისთვის ყოველთვიურად გასაცემი თანხა 2014 წელს იყო 54 ლარი, 2015 წელს - 54 ლარი, 2016 წელს - 55 ლარი, 2017 წელს - 56 ლარი. ეს თანხა "საქსტატის" მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმზე სამჯერ ნაკლებია. გიორგი ზოიძე, "ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტი: "შესაცვლელია სოციალურად დაუცველი ერთიანი ბაზის მონაცემთა აღრიცხვის სისტემა. ასამოქმედებელია სოციალურად დაუცველ პირთათვის დასაქმებისა და შრომის ღირსეული პირობების შექმნის ეროვნული სტრატეგია. შესაცვლელია სოციალურად დაუცველ პირად მიჩნევისთვის შეფასების სისტემა, რაც უნდა დაეფუძნოს შეფასების სამართლიან პრინციპს. საჭიროა მკაცრი რეგულაციების შემოღება უთანასწორობისა და დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად. ხშირად სრულიად გაუგონარი და გაუგებარი მიზეზით უწყდებათ მოქალაქეებს სოციალური დახმარება. აუხსნელია, რატომ არის სოციალური შემწეობის შეწყვეტის მიზეზი ოჯახის წევრის დაპატიმრება ან გარდაცვალება. არც ერთ შემთხვევაში ეს არ გულისხმობს, რომ ოჯახის მატერიალური მდგომარეობა გაიზარდა, თუმცა მინისტრის ბრძანებაში წერია, რომ მყისიერად უნდა შეწყდეს ასეთ შემთხვევაში შემწეობის გაცემა. საინტერესოა, რომ 2014 წელს სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული იყო 1,6 მილიონი მოქალაქე, დღეს კი 975 ათასია, ანუ ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდებოდა. თუმცა გაიზარდა სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. შესაბამისად, რეგისტრირებულთა რაოდენობა არ შემცირებულა ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირების მიზეზით, არამედ სოციალური სააგენტოს, კანონმდებლობისა და ზოგადად, ამ სისტემის მკაცრი, ხისტი მიდგომით არის გამოწვეული". უთანაბრობა იზრდება "საქსტატის" მონაცემებით, 2016 წელთან შედარებით 2017 წელს ჯინის კოეფიციენტი 0,1-ით გაიზარდა და 41 ნიშნულს მიაღწია. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში შემოსავლების მიხედვით სოციალური უთანასწორობა გაზრდილია. ცნობისათვის, ჯინის კოეფიციენტი მათემატიკური კონცეფციაა, რომელიც იტალიელმა მათემატიკოსმა კორადო ჯინიმ 1914 წელს შეიმუშავა. დღეს ის განაწილების უთანასწორობის გაზომვის ყველაზე ადეკვატური საშუალებაა, სადაც ციფრი 0 აღნიშნავს ყველაზე თანასწორს, 100 კი - უთანასწოროს. ეს ფორმულა, ძირითადად, ფულის განაწილების გასაზომად გამოიყენება. სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: "ჩვენთან შემოსავლების უთანაბრობა განსაკუთრებით მწვავედ იმის გამო აღიქმება, რომ შემოსავლების სიდიდეა მეტად მცირე. ჯინის კოეფიციენტი აშშ-ში უფრო მაღალია, მაგრამ იქ ათჯერ მეტია 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი. ამიტომ იქ ღარიბებსაც იმაზე მეტი ხვდებათ, რამდენიც ჩვენთან არათუ ღარიბებს, არამედ შედარებით უფრო მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს. ქვეყანაში რომ სოციალური სტაბილურობა გვქონდეს, ანუ შემოსავლების მხრივ მდიდრებსა და ღარიბებს შორის ამხელა განსხვავება არ იყოს, ეს კოეფიციენტი უნდა შეადგენდეს არა უმეტეს 28-32-ს. ჯერჯერობით კი ქვეყანაში მდიდრები უფრო მდიდრდებიან, ხოლო ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებიან".
---
18.06.2018
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
უბედური შემთხვევა უსინათლო ბავშვთა სკოლაში და ომბუდსმენის კრიტიკული დასკვნა
---
16.06.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
2018 წელს პასუხისმგებლობა 116 ექიმს დაეკისრა
2018 წლის 5 თვეში პროფესიული პასუხისმგებლობა 116 ექიმს დაეკისრა, აქედან 2-ს კი, სახელმწიფო სერთიფიკატი გაუუქმდა. ეს მაშინ, როდესაც კლინიკებში ჩატარებული ოპერაციების შემდგომ გარდაცვლილი პაციენტების უმეტესობა მომხდარში ექიმს ადანაშაულებს. ექიმებს ადანაშაულებენ მაშინაც, თუ დანიშნული მკურნალობა შედეგს არ გამოიღებს. 2018 წლის 16 იანვარს ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში 41 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა მომხდარში ექიმები დაადანაშაულეს. 2018 წლის 10 აპრილს, ბათუმში გაკეთებული საკეისრო კვეთა საბედისწერო აღმოჩნდა 26 წლის ქალბატონისთვისაც. საკეისროს შემდეგ გოგონა კომაში ჩავარდა, რამდენიმე კვირიანი უგონო მდგომარეობის შემდეგ კი გარდაიცვალა. ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. 2018 წლის 27 მაისს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში 53 წლის ქალი გარდაიცვალა. ამ შემთხვევაშიც ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას ექიმებს აკისრებს. ეს იმ ფაქტების მცირე ჩამონათვალია, როდესაც კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. ყველა ამ და სხვა ფაქტს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს. უწყების მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, პროფესიული განვითრების საბჭომ 116 ექიმს დააკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. მათივე ინფორმაციით, 2017 წელს და 2018 წელს შემოსული საჩივარი/განცხადების შესწავლის საფუძველზე 2 ექიმს გაუუქმდა სახელმწიფო სერთიფიკატი, 11 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება. რაც შეეხება 2017 წელს, სააგენტოს მონაცემებით, შარშან პროფესიული განვითრების საბჭოს მიერ, 300 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგელობა. აქედან, 2017 წელს შემოსული საჩივარი/განცხადების შესწავლის საფუძველზე, 17 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, რეალურად რამდენი სამედიცინო გადაცდომაც ხდება, ყველა შემთხვევაზე განცხადება რომ შედიოდეს, ეს მაჩვენებელი გაცილებით დიდი იქნებოდა. „თუ შევხედავთ ჩვენთან როგორ დაბალია მომსახურების ხარისხი, ექიმთა კვალიფიკაცია და ა.შ.- ექიმების გადაცდომის ყველა შემთხვევაზე რომ საჩივარი იწერებოდეს, ეს რიცხვი გაცილებით დიდი იქნებოდა. „რაც შეეხება 2018 წელს, თუ 5 თვეში 116 შემთხვევაა, შეიძლება შემდეგ თვეებში ეს ორჯერ მეტი იყოს, ან პირიქით. ამიტომ, წლიურ სტატისტიკას თვეებით ვერ განვსაზღვრავთ. თუმცა, ნიშნადობლივია ის, რაც თქვენ მითხარით, რომ ამ პერიოდში 2 ექიმს გაუუქმდა სახელმწიფო სერთიფიკატი. თუ წინა წლებში 300 შემთხვევა იყო, ძირითადად იფარგლებოდნენ გართხილებით ან ლიცენზიის დროებით შეჩერებით. ექიმისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა კი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ მომხდარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში რეაგირება გამკაცრებულია“,-აცხადებს სერგო ჩიხლაძე. რაც შეეხება გამოსავალს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ამბობს, რომ პრევენციისთვის ლიცენზიის გაუქმება საკმარისი არ არის, რადგან ეს უკვე ფატალური შედეგის შემდეგ ხდება. „ლიცენზიის დროებით ან სამუდამოდ შეჩერება, უკვე პოსტ ფაქტუმ ხდება, როდესაც ექიმის ან პერსნალის მხრიდან გადაცდომას ჰქონდა ადგილი. თუმცა, პრევენცია ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას, გადამზადებას, ხარისხიანი სერვისების მიწოდებასა, ასევე, კონკურენტული გარემოს შექმნასაც გულისხმობს. რაც ჩვენს სამედიცინო ბაზარზე სამწუხაროდ არ არის. ბევრი კომპლექსური და სისტემური პრობლემაა დაგროვილი და მხოლოდ სანქციები (რაც, რა თქმა უნდა, აუცილებელია) საკმარისი არ არის. აუცილებელია, რომ პრევენციულად გადაიდგას ნაბიჯები, რათა რაც შეიძლება ნაკლები იყოს ასეთი შემთხვევები“,-აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
---