| From : | Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge> |
| To : | Maia Lagvilava |
| Subject : | nursing |
| Cc : | Mariam Darakhvelidze |
| Received On : | 17.04.2018 10:46 |
| Attachments : |
ქალბატონო მაია,
გიგზავნით საბჭოს დებულების პროექტს, ორგანიზაციულ ბრძანებას საბჭოს შემადგენლობასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის კანონის ცვლილების პროექტს.
ამასთანავე, გიგზავნით პატარა მონახაზს დღევანდელი ინტერვიუსათვის:
„საექთნო საქმის განვითარების მიმართულებით ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. ეს, ერთის მხრივ, უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში რეგულირებადი პროფესიების, მათ შორის, საექთნო საქმის მიმართულებით მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას ევროკავშირის მოთხოვნებთან (ევროკავშირის დირექტივა 2005/36) ჰარმონიზების მიზნით, მეორეს მხრივ, კი პაციენტის უსაფრთხოებასა და სამედიცინო მომსახურების ხარისხს.
ევროკავშირის მოთხოვნებთან თავსებადი საექთო საგანმანათლებლო პროგრამის მომზადება არის საკმაოდ აქტუალური. ექთანი, რომელიც მომზადდება საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მიხედვით და პასუხობს სამედიცინო სფეროს მოთხოვნებს, ჯანდაცვის სისტემისათვის არის ღირებული. ამასთან, სშჯსდ სამინისტრო, საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს ფორმატში, დაინტერესებული მხარეების (ექთანთა დარგობრივი ასოციაცია, საგანმანათლებლო დაწესებულებები, დარგობრივი ექსპერტები, სახელმწიფო სტრუქტურები, საერთაშორისო ორგანიზაციები) ჩართულობით, გააგრძელებს მუშაობას საექთნო საქმიანობისა ხელშეწყობის და საექთნო პრაქტიკის გაუმჯობესების მიმართულებით.“
პატივისცემით,
ნათია ნოღაიდელი