| From : | Lagvilava |
| To : | Mariam Darakhvelidze |
| Subject : | ჩეხეთის საელჩო |
| Cc : | Zaza Bokhua; Ivane Bibilashvili |
| Received On : | 05.06.2018 13:25 |
| Attachments : |
ქ-ნო მარინა,
დღეს ჩეხეთის საელჩოს პირველი მდივანი იყო მოსული და ითხოვა ჩვენი დახმარება. კერძოდ, 21 ივნისს საელჩოში გეგმავენ პრეზენტაციის მოწყობას სამედიცინო დაწესებულებებისთვის. ბ-ნი ზაზა დაესწრება აღნიშნულ პრეზენტაციას და სამინისტროს სახელით მიესალმება სტუმრებს. მათ მოწვეული ყავთ ჩეხური სამედიცინო აპარატურის და დანადგარების მწარმოებლები, რომლებიც თავიანთ პროდუქციას გააცნობენ ჩვენი საავადმყოფოების ხელმძღვანელებს და პრეზენტაციის მერე აქვთ დაგეგმილი მიღება.
ჩვენი დახმარება ჭირდებათ იმაში, რომ მივაწოდოთ საავადმყოფების სიები საკონტაქტო ინფორმაციით და ასევე, მათ მიერ შერჩულ სამედიცინო დაწესებულებაში დავეხმაროთ საიტ ვიზიტის დაგეგმვაში. ამას ბატონი დავით ბიბილაშვილი მოაგვარებს, თუ შეიძლება რომ თქვენ უზრუნველყოთ, რომ ბატონ დავითს მიაწოდონ თბილისისა და რეგიონების მსხვილი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლების სიები საკონტაქტო ინფორმაციით.
პატივისცემით,
Maia Lagvilava, MD, MHA
Deputy Minister
144 A. Tsereteli ave.
0119 Tbilisi, Georgia
Tel: (+995 32) 251 00 27 (0503)
E-mail: mlagvilava@moh.gov.ge