From : Lagvilava
To : David Sergeenko
Subject : ც-ჰეპატიტის პროგრამა
Received On : 29.06.2018 16:45
Attachments :

საღამო მშვიდობის,

 

ც-ჰეპატიტის პროგრამის შესრულების შესახებ მინდა მოკლე ანგარიში მოგაწოდოთ.

 

ივნისის მონაცემებით მკურნალობაში ჩართულ პაციენტთა რაოდენობა კვლავ შემცირებულია გასულ თვესთან შედარებით. 31 მაისის კომისიის მიერ განხილულ იქნა 1020 პაციენტის დოკუმენტაცია და დადებითი გადაწყვეტილება გაცემულ იქნა 1007 პაციენტზე.  

 

დღეს კომისიაზე, 29.06.18 ელიმინაციის ელექტრონულ პროგრამაში გააქტიურდა C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მკურნალობის კომპონენტში პაციენტის ჩართვის უფლების განმსაზღვრელი N32 კომისია. დარეგისტრირებულ პაციენტთა რაოდენობამ შეადგინა 733 (31.05.18-28.06.18 შემოსული განცხადებები).

 

მიუხედავად იმისა, რომ სკრინინგი გააქტიურდა და მაისის თვესთან შედარებით მომატებულია (სკრინინგის ზუსტი მონაცემები გვექნება ორშაბათს) - სამეგრელო-ზემო სვანეთის პილოტით, თბილისის გამგეობების ჩართულობით, ვეტერანებისა და თანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, მკურნალობაში ჩართულ პაციენტთა რაოდენობის ზრდა მაინც ვერ მოხერხდა. ასევე, დაავადებათ კონტროლის ცენტრში შეიქმნა სატელეფონო მოკითხვის სისტემა, რომლებიც უკავშირდებიან სკრინინგით და/ან კონფირმაციული ტესტირებით დადებითი შედეგით გამოვლენილ პაციენტებს, რომელიც შემდგომ ეტაპზე არ არიან ჩართულები.  

 

თბილისის მასშტაბით პროგრამაში ჩართულ კლინიკებს კონფირმაციული კვლევების ჩატარების უფლების მინიჭების მიზნით, დავუსახეთ ამოცანა რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად დაგვანახონ პროგრესი და შეეცადონ მაქსიმალურად ჩართონ პააციენტები მკურნალობაში.

 

შევიდა ცვლილებები ც-პეჰატიტის დადგენილებაში, რაც მოიცავს ზიანის შემცირების ცეტრების ჩართვას, ხოლო სატელეფონო კომუნიკაციაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩართვას (ველოდებით აღნიშნული დადგენილების დამტკიცებას მთავრობის სხდომაზე).

 

დეცენტრალიზაციის პროცესის გააქტიურებისათვის საჭიროა ერთიანი ელექტრონული სისტემის მზადყოფნა, რომელიც 1 აგვისტოსთვის მზად იქნება. ამ მიმართულებით სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს, ყოველკვირეული შეხვედრების რეჟიმში. სამუშაო ჯგუფი შედგება ჯანდაცვის დეპარტამენტის, სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და დაავადებათ აკონტროლის ცენტრის აიტი დეპარტამენტებისაგან, ასევე, სააგენტოს ც ჰეპატიტის სამმართველოს, კლინიცისტებისა და CDC წარმომადგენლებისაგან. ჯგუფის მუშაობას ვხელმძღვანელობ პირდად. ინტერფეისი სამუშაო კონდიციაშია და დაიწყო ტექნიკური განხილვები ბიზნეს პროცესის დახვეწისა და ვალიდაციების განსაზღვრის მიზნით. სააგენტოდან გამოყოფილია ადამიანი, რომელიც მოახდეს შემდგომში სისტემის ტექნიკურ მართვას.  ფრანსისკოსთან შეთანხმებით, CDC - დან IT სპეციალისტი ნაცვლად სექტემბრისა, ჩამოვა ივლისში, რათა უზრუნვეყოფილ იქნას სისტემის გაშვება 1 აგვისტოდან.

 

გილეარდთან სატელეფონო კონფერენციის შემდგომ, განისაზღვრა ახალი მედიკამენტის მოწოდების შემთხვევაში პაციენტთა რაოდენობა, რომელიც განხილულ იქნება მომდევნო კვირაში საბჭოს წევრებთან ერთად და გადაწყვეტილებას მოგაწოდებთ მაქსიმუმ კვირის ბოლოს.

 

ეს არის აღნიშნული აქტივობები, რომელიც მიმდინარეობს ამ მიმართულებით, თუმცა როგორც წერილის დასაწყისში ავღნიშნე პაციენტთა რაოდენობის ზრდა ვერ ხერხდება. საბჭოს წევრებთან ერთად, მომავალ კვირას ვიმსჯელებთ იმ დამატებით ღონისძიებებზე, რომელიც პატიენტების მკურნალობაში ჩართვის მიმართულებით შესაძლებელია რომ გავატაროთ და მერე გთხოვ, რომ შედეგები ერთად გავიაროთ, შემდგომი გადაწყვეტილებისა და რეაგირებისათვის.

 

პატივისცემით,

 

Maia Lagvilava, MD, MHA

Deputy Minister

 

144 A. Tsereteli ave.

0119 Tbilisi, Georgia

Tel: (+995 32) 251 00 27 (0503)

E-mail: mlagvilava@moh.gov.ge

 

MOH Logo-ENG