| From : | Lagvilava |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | FW: C ჰეპატიტის მართვა |
| Received On : | 05.06.2018 15:10 |
| Attachments : |
დათო,
როგორ მოვიქცე?
მოკლედ რომ აგიხსნა, სახელმწიფო აუდიტი ითხოვს ც ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2015 წლიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით როგორც შესყიდული, ასევე ნაჩუქარი მედიკამენტების საპროგნოზო გათვლების განმარტებას. ადამიას მიუწოდებია ინფორმაცია 2018 წელზე და განუმარტავს, რომ იგივე პრინციპით ხდებოდაო. ეს პასუხი არ აკმაყოფილებთ და ეკას წინა წლის დოკუმენტაციაზე წვდომა არ აქვს. გიფორვარდებ მთლიან მიმოწერას.
მადლობა,
Maia Lagvilava, MD, MHA
Deputy Minister
144 A. Tsereteli ave.
0119 Tbilisi, Georgia
Tel: (+995 32) 251 00 27 (0503)
E-mail: mlagvilava@moh.gov.ge
From: Ekaterine Adamia
Sent: Tuesday, June 5, 2018 3:11 PM
To: Maia Lagvilava
Cc: Mariam Darakhvelidze
Subject: FW: C ჰეპატიტის მართვა
ქალბატონო მაია,
გაცნობებთ, რომ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში აუდიტის სამსახურს მივაწოდე ინფორმაცია 2018 წლისათვის საჭირო მედიკამენტის (ჰარვონი) რაოდენობის გათვლის პრინციპების შესახებ (დანართის სახით). ასევე, განვუმარტე, რომ წინა წლებში პროგნოზული რაოდენობები ითვლებოდა იგივე პრინციპით, თუმცა ამ პერიოდში forecast-ის გათვლა არ ხორციელდებოდა ჩემ მიერ, ამდენად მსგავსი სამუშაო დოკუმენტი 2015-2017 წლებზე არ არის ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება, პროგრამის ფარგლებში შესასყიდ მედიკამენტებს (ინტერფერონი და რიბავირინი), პირველ ეტაპზე 2015 წელს, პროგრამის დასაწყისში, მკურნალობის რეჟიმებისა და პაციენტთა პროგნოზული რაოდენობების გათვალისწინებით, შესასყიდი სავარაუდო რაოდენობები განისაზღვრა ექსპერტთა მიერ. ყოველი მომდევნო შესყიდვისას მედიკამენტების დათვლას ახორციელებდა სააგენტო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული ხარჯვის მაჩვენებლების გათვალისწინებით.
პატივისცემით,
ეკა
From: Ekaterine Adamia
Sent: 21 May, 2018 12:41
To: 'Mariam Cholokava' <MCholokava@sao.ge>
Cc: Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Victoria Arutinova <VArutinova@sao.ge>
Subject: RE: C ჰეპატიტის მართვა
მოგესალმებით,
ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, გიგზავნით 2018 წლის გათვლის პრინციპს დანართის სახით. რაც შეეხება, შესასყიდ მედიკამენტებს, რაოდენობის გათვლას ახორციელებს სააგენტო არსებული ხარჯვის სურათის შესაბამისად.
პატივისცემით,
ეკა
From: Mariam Cholokava [mailto:MCholokava@sao.ge]
Sent: 21 May, 2018 11:05
To: Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Cc: Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Victoria Arutinova <VArutinova@sao.ge>
Subject: RE: C ჰეპატიტის მართვა
მოგესალმებით
შეგახსენებთ, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ მიგვიღია
გთხოვთ, აღნიშნული წარმოგვიდგინოთ დღეს დღის ბოლომდე
პატივისცემით
მარიამ ჭოლოკავა
უფროსი აუდიტორი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი
ქეთევან დედოფლის გამზირი №96
Е-mail: mcholokava@sao.ge
მობ: +995 599 33 61 94
From: Mariam Cholokava
Sent: Wednesday, 16 May, 2018 16:43
To: eadamia@moh.gov.ge
Cc: mdarakhvelidze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili (kdzimistarishvili@moh.gov.ge) <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Victoria Arutinova <VArutinova@sao.ge>
Subject: C ჰეპატიტის მართვა
მოგესალმებით
გთხოვთ, განგვიმარტოთ თუ როგორ ხდებოდა C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში მატერიალური მარაგების მისაღები რაოდენობის განსაზღვრა (2015 წლიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე) როგორც დონორული მხარდაჭერით (ნაჩუქარი) ისე შესყიდული მედიკამენტების შემთხვევაში;
გთხოვთ, აღნიშნული წარმოგვიდგინოთ არაუგვიანეს 17 მაისისა
გმადლობთ წინასწარ
პატივისცემით
მარიამ ჭოლოკავა
უფროსი აუდიტორი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი
ქეთევან დედოფლის გამზირი №96
Е-mail: mcholokava@sao.ge
მობ: +995 599 33 61 94