From : Lagvilava
To : David Sergeenko
Subject : FW: HCV
Received On : 10.04.2018 11:28

ინფორმაციისთვის. პატივისცემით, Maia Lagvilava, MD, MHA Deputy Minister 144 A. Tsereteli ave. 0119 Tbilisi, Georgia Tel: (+995 32) 251 00 27 (0503) E-mail: mlagvilava@moh.gov.ge -----Original Message----- From: Ekaterine Adamia Sent: Friday, April 6, 2018 1:23 PM To: Maia Lagvilava Subject: Re: HCV ქალბატონო მაია, თქვენს დავალებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ შემდეგს: 1. თავდაცვის სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა სკრინინგში ჩართვასთან დაკავშირებით. მოამზადეს 2 შიდა ბრძანების პროექტი პროცესის უზრუნველსაყოფად. როგორც მედეა ბეთაშვილმა (სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი) მითხრა, ერთს ხელი მოეწერა გუშინ საღამოს, მეორე ბრძანება დამტკიცდება მომდევნო კვირას. ამის შემდეგ მათ ლაბორანტებს/ექთნებს (30 პირი) ტრენინგებს ჩაუტარებს ნსდს. ასევე, ცვლილება უნდა შევიდეს ც ჰეპატიტის პროგრამაში რითაც ნსდს მიეცემა უფლება სკრინინგის ტესტები გადასცეს თავდაცვას (ამ თვის ბოლომდე ვუზრუნველყოფთ დადგენილების დამტკიცებას). ასევე, ბეთაშვილს შევუთანხმდი შეხვედრასთან დაკავშირებით. ნინო შეათანხმებს დროს და მომდევნო კვირაში შეძლებთ მათთან შეხვედრას. 2. ვეტერანებთან დაკავშირებით, დაწყებულია სკრინინგი. უკვე 4 ლოკაციაზე. მათ შორის ხონში დაისკრინა 96 პირი, მათგან დადებითი აღმოჩნდა 7 (აღებულია სისხლი კონფირმაციისთვის), გლდანის გამგეობაში დაისკრინა 77 პირი, დადებითი 4 (აღებულია კონფირმაციისატვის), რუსთავში დაისკრინა 80, დადებითია 5 (აღებულია კონფირმაციისათვის), გურიაში დაისკრინა 49, დადებითია 6 ( აღებულია კონფირმაციისთვის). მე ველაპარაკე საკონტაქტო პირს სულხან აბესაძეს, მომდევნო კვირას არ იქნება ქალაქში და ვერ შეძლებს შეხვედრას. 23 აპრილიდან გამოთქვა მზადყოფნა. 3. რაც შეეხება შსს-ს, როგორც ბატონმა ამირანმა მითხრა, მინისტრის მითითების შესაბამისად, ელოდა შსს მინისტრის მოადგილის ზარს, მაგრამ არავინ გამოსულა კონტაქტზე და შესაბამისად არანაირი აქტივობა არ არის ამ ეტაპზე. პატივისცემით, ეკა Sent from my iPhone > On Apr 6, 2018, at 11:14, Maia Lagvilava wrote: > > ეკა გამარჯობა, > > ხომ არ გაგირკვევიათ ბ-ნ ამირანთან შსს, თავდაცვისა სამინისტროებთან და ვეტერანების სამსახურთან მოლაპარაკებების შესახებ პროგრესი. > > პატივისცემით, > > მაია > > Sent from my iPhone