| From : | Lagvilava |
| To : | Ekaterine Adamia |
| Subject : | FW: HCV |
| Received On : | 23.05.2018 07:08 |
| Attachments : |
ეკა გამარჯობა,
გთხოვ, იხილო მიმაგრებული ფაილის სახით დაავადებათა კონტროლის ცენტრის სოპ-ები. გთხოვთ, უზრუნველყო დღესვე ინფორმაციის მიწოდება და თხოვე, რომ ბრძანება ჩაასწორონ. ასევე, აუცილებლად სააგენტოს მიაწოდეთ ინფორმაცია, რათა მათ მიაწოდონ აღნიშნული ინფორმაცია თანამშრომლების და თუ საჭირო იქნება დაავადებათ აკონტროლის ჩართვა მათ დატრენინგებაში, გაუკეთეთ ორგანიზება.
რაც შეეხებათ ვეტერანებს (უნდა მოგაწოდონ მეფინგი, რათა დავგეგმოთ სკრინინგები და შევადგინოთ კალენდარი) და თავდაცვას (დაავადებათა კონტროლმა სასწრაფოდ გადასცეს ტესტები), იქნებ მომაწოდოთ დღის ბოლოსთვის ინფორმაცია.
პატივისცემით,
Maia Lagvilava, MD, MHA
Deputy Minister
144 A. Tsereteli ave.
0119 Tbilisi, Georgia
Tel: (+995 32) 251 00 27 (0503)
E-mail: mlagvilava@moh.gov.ge
From: Paata Imnadze [mailto:pimnadze@ncdc.ge]
Sent: Friday, May 18, 2018 2:40 PM
To: Maia Lagvilava
Cc: Amiran Gamkrelidze
Subject: HCV
ქალბატონო მაია,
ვეტერანების სკრინინგის შესახებ მოგახსენებთ, რომ ცენტრის გამსვლელი ბრიგადებით ვეტერანთა ორგანიზებული სკრინინგის აქცია მიმდინარე წელს პირველად ჩატარდა 4 სხვადასხვა რაიონში.
აღნიშნული აქციების ფარგლებში სულ გამოკვლეულ იქნა 302 ადამიანი, აქედან 22 იყო დადებითი, საკვლევი მასალა აღებული იქნა 20 პირისგან, რადგანაც 2 უკვე იყო დადასტურებული წინა პერიოდში. აღნიშნული 20 საკვლევი მასალიდან, კონფირმაციული კვლევით დადებითი აღმოჩნდა 13, უარყოფითი - 2, კონფირმაციული კვლევა ჯერ არაა დასრულებული - 5.
მაგრამ თუ რამდენად არიან სკრინინგით მოცული ვეტერანები, რამდენი დადასტურდა და ჩაერთო მკურნალობაში, ამაზე ცენტრი ინფორმაციას ვერ ფლობს, რადგანაც ჩვენს თხოვნაზე, მოეწოდებინა ბენეფიციარების ბაზა, რათა დადარებულიყო ჩვენს ბაზებს, ვეტერანთა დეპარტამენტმა უარი განგვიცხადა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონიდან გამომდინარე.
ამავე დროს ვეტერანთა დეპარტამენტი ყოველთვიურად უგზავნის ბაზას სოციალურ სააგენტოს, პენსიების გასაცემად.
თუ სამინისტროსა და ვეტერანთა დეპარტამენტს შორის მოხდება შეთანხმება, მათი ბაზის ერთჯერადად ჩვენ ბაზებთან დადარების თაობაზე, შესაძლებელი გახდება სკრინიგისა და მკურნალობაში ჩართულობის მაჩვენებლების უმოკლეს ვადაში გამოთვლა.
აქვე ბმულის სახით წარმოგიდგენთ სატელეფონო საუბრების სოპ-ებს - დადებითი და უარყოფითი შემთხვევებისთვის და დამატებით საკითხებზე შეკითხვის შემთხვევაში.
პატივისცემით,
პაატა იმნაძე