| From : | Lagvilava |
| To : | Alexander Turdziladze; tabazadze@ssa.gov.ge; itabatadze@ssa.gov.ge; Mikheil Janiashvili; Vano Goliadze; Ekaterine Adamia; tamar kavteladze |
| Subject : | HCV IT Project |
| Cc : | Mikheil <Dundua> |
| Received On : | 15.06.2018 16:33 |
| Attachments : |
მოგესალმებით ალეკო, თენგო და მიშა,
გთხოვთ, იმ კვირის ბოლომდე გამომიგზავნოთ ც ჰეპატიტის ელექტრონული სისტემის პროექტი, შემდეგი სახის ინფორმაციით:
1. მონაცემთა მოპოვება - რა სახის მონაცემებს უნდა მოიცავდეს სისტემა (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ა.შ.) და რომელი ინფორმაცია ვის მიერ უნდა იქნას შეტანილი, რომელი წყაროდან (დაავადებათა კონტროლი, სმს, პროვაიდერები და ა.შ.);
2. კლასიფიკაცია - რომელი კლასიფიკატორების მიხედვით უნდა იქნას მიპოვებული მონაცემები (დასრულებული მკურნალობა, შეწყვეტილი მკურნალობა, სკრინინგი, გვერდითი მოვლენები და ა.შ.)
3. ანალიტიკა - რა სახის ანალიზის საშულებას უნდა იძლეოდეს სისტემა - სკრინინგი, კონფირმაცია, უარი მკურნალობაზე, შეწყვეტილი მკურნალობა და ა.შ.
4. რეპორტების დაგენერირება - რა სახის რეპორტებს უნდა აგენერირებდეს ავტომატურად - რუტინული რეპორტები ძირითადად და ასევე, მოთხოვნით რისი დაგენირერების საშუალება შეიძლება ჰქონდეს.
დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დოკუმენტის დაწერისას ყველა მხარე იქნება ჩართული და მხოლოდ ყველასთან შეჯერებული საბოლოო ვარიანტი მოგვეწოდება მე და ბატონ მიხეილ დუნდუას, პარასკევს, 22 ივნისს დღის ბოლომდე.
დოკუმენტის შეკვრაზე და წარმოდგენაზე პასუხისმგებელი იქნება ბატონი თენგიზ აბაზაძე, რადგან ახალი მონაცემთა ბაზის განმკარგავი უნდა იყოს სოციალური მომსახურების სააგენტო და შესაბამისად, ალეკომ უნდა გაითვალისწინოს ყველა ის მოთხოვნა რაც სმს-ს აქვს.
გთხოვთ, როგორც ერთიანი გუნდი, ისე მიუდგეთ ყველა მონაწილე ამ საკითხს და მაქსიმალურად გამოიყენოთ უკვე არსებული ცოდნა და რესურსი.
პატივისცემით,
Maia Lagvilava, MD, MHA
Deputy Minister
144 A. Tsereteli ave.
0119 Tbilisi, Georgia
Tel: (+995 32) 251 00 27 (0503)
E-mail: mlagvilava@moh.gov.ge