From : Lagvilava
To : Amiran <Gamkrelidze>
Subject : RE: ვეტერანების ბაზის სკრინინგის ბაზასთან დადარებით მიღებული მონაცემები
Cc : Mariam Darakhvelidze; Ekaterine Adamia; Aleko Turdziladze Gmail; Vladimer Getia; MaiaTsereteliYahoo; Maia Alkhazashvili; Paata Imnadze
Received On : 05.06.2018 12:41
Attachments :

მოგესალმებით ბატონო ამირან,

 

22 მაისს პირადად შევხვდი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსს, ბატონ ვოვა იმნაძეს, რომელმაც სრული მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობისთვის და რეალურად უკვე ერთობლივად, შემუშავებულია ვეტერანების სკრინინგის გეგმა რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით. გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი. იმედია, უახლოეს დღეებში ეკა ადამია აღნიშნულ გეგმას გაივლის თქვენს თანამშრომლებთან ერთად.  რაც შეეხება მათ მკურნალობაში ჩართვას, მინისტრთან გვქონდა ამ თემაზე საუბარი და მკურნალობაში ჩართვისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებაზე მიმდინარეობს მუშაობა და როგორც კი გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება, აუცილებლად ჩაგაყენებთ საქმის კურსში.

 

ამასთანავე, მინდა გაცნობოთ, რომ გილეარდმა მოგვწერა დასტური ახალი მედიკამენტის შემოტანის თაობაზე.

 

პატივისცემით,

 

Maia Lagvilava, MD, MHA

Deputy Minister

 

144 A. Tsereteli ave.

0119 Tbilisi, Georgia

Tel: (+995 32) 251 00 27 (0503)

E-mail: mlagvilava@moh.gov.ge

 

MOH Logo-ENG

 

From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: Tuesday, June 5, 2018 1:35 PM
To: Maia Lagvilava
Cc: Mariam Darakhvelidze ; Ekaterine Adamia ; Aleko Turdziladze Gmail ; Vladimer Getia ; MaiaTsereteliYahoo ; Maia Alkhazashvili ; Paata Imnadze
Subject:
ვეტერანების ბაზის სკრინინგის ბაზასთან დადარებით მიღებული მონაცემები

 

 

ქალბატონო მაია,

 

 

მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს საქართველოს 4 სხავადსხვა ქალაქში/რაიონში ჩატარდა ვეტერანთა სამედიცინო გამოკვლევის ერთობლივი აქციები, რომლის ფარგლებშიც C ჰეპატიტზე უსასყიდლოდ გამოკვლეული იქნა 302 ადამიანი, აქედან სკრინინგით დადებითი აღმოჩნდა 22 (7,3%), რომლებსაც ასევე უსასყიდლოდ ჩაუტარდა ღრმა ლაბორატორიული კვლევები, რომელმაც დაადასტურა ამ ადამიანების უმეტესობის C ჰეპატიტზე მკურნალობის საჭიროება.

 

ჩატარებულმა აქციებმა, ასევე გვაჩვენა, რომ ვეტერანთა უმეტესობას არა აქვს სრული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის თაობაზე და შესაბამისად, ვერ ერთვებიან იმ სამედიცინო სერვისების მიღებაში, რომელიც სახელმწიფო პროგრამით უფასოდ მიეწოდება საქართველოს მოქალაქეებს.

ამასთან, მხოლოდ C ჰეპატიტის სკრინინგის ერთეული აქციებით შეუძლებელი იქნება ვეტერანთა კონტინგენტის სრულად და დროულად გამოკვლევა, ასევე შეუძლებელია იმ დახმარების მოცულობისა და ფორმის განსაზღვრისათვის, რომლის საჭიროებაც შესაძლოა იდგეს აღნიშნული კონტინგენტის წინაშე.

 

ზემოაღნიშნული საკითხების იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების ადექვატური მექანიზმების შემუშავების მიზნით, ვეტერანების საქმეთა სამსახურს ეთხოვა (წერილი N06/2347 24,05,2018წ.) ვეტერანთა ელექტრონული ბაზის მოწოდება, რათა C ჰეპატიტის სკრინინგისა და მკურნალობის ბაზებთან დადარების გზით განგვესაზღვრა, თუ რამდენი ვეტერანია დასკრინული C ჰეპატიტზე, მათგან რამდენი აღმოჩნდა დადებითი და რამდენი ჩაერთო მკურნალობაში.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განსაკუთრებული ყურადღებით გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას და მათთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით შესაძლებელი გახდა არსებული სიტუაციის ანალიზი. კერძოდ, მოწოდებული იქნა ვეტერანების ბაზა (წერილი NSSVA0011254 28.05.2018წ.), რომელიც ცენტრის მიერ დადარდა C ჰეპატიტის სკრინინგისა და მკურნალობის ელექტრონულ ბაზებს. აღნიშნული ანალიზის შედეგეად მივიღეთ შემდეგი შედეგები:

 

·         ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში რეგისტრირებულია - 69,254 ვეტერანი და მისი ოჯახის წევრი

·         აქედან

·         C ჰეპატიტის სკრინინგის ბაზებში დარეგისტრირებულია - 23,416 (33,81%) ვეტერანის სკრინინგი;

·         C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითია - 3,189 (13,62%) ბენეფიციარი;

·         სკრინინგის ბაზაში არაა რეგისტრირებული ბენეფიციარის სკრინინგი C ჰეპატიტზე, მაგრამ კონფირმაცია ჩატარებულია და მკურნალობის ბაზაში მოხვედრილია - 22 ბენეფიციარი;

·         სკრინინგის ბაზაში რეგისტრირებულია ბენეფიციარის C ჰეპატიტზე სკრინინგის უარყოფითი შედეგი, მაგრამ კონფირმაცია ჩატარებულია და მკურნალობის ბაზაში მოხვედრილია - 20 ბენეფიციარი;

·         სულ კონფირმაცია ჩატარებულია - 2,273 (70,0%) ვეტერანისა და/ან მათი ოჯახის წევრებისთვის;

·         C ჰეპატიტზე კონფირმაციით დადებითია - 2,011 (88,5%) ბენეფიციარი;

·         აქედან მკურნალობაში ჩართულია - 1,791 (89,1%) ბენეფიციარი;   

 

ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვეტერანები წარმოადგენენ C ჰეპატიტის ინფექციით დაზიანებულ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჯგუფს, რადგანაც დასკრინულებში პოზიტიური შემთხვევების პროცენტული ოდენობა აღემატება აღნიშნული ინფექციის გავრცელების საშუალო მაჩვენებელს ქვეყანაში. ამასთან, აღნიშნული ჯგუფის დაახლოებით 67% ჯერ არაა დასკრინული C ჰეპატიტზე, სკრინინგით დადებითი ბენეფიციარებიდან 958 პირს (30%) არ ჩატარებია კონფირმაციული კვლევა, ხოლო კონფირმაციით დადასტურებული  C ჰეპატიტით ინფიცირებული 220 პირი ჯერ არაა ჩართული მკურნალობაში.

 

შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, თქვენი ხელმძღვანელობით მოეწყოს სამუშაო შეხვედრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობასთან, რომელზეც ერთობლივად უნდა შემუშავდეს ვეტერანების სკრინინგებით სრულად მოცვის გეგმა, ასევე სკრინინგით დადებითი ბენეფიციარების კონფირმაციაში ჩართვისა და კონფირმაციული კვლევებით დადასტურებული შედეგის მქონე პირების მკურნალობაში ჩართვის საკითხები. ცენტრი მზადაა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გადასცეს იმ პირთა სახელობითი სიები, რომლებიც არ არიან ჩართულები სკრინინგში, კონფირმაციულ კვლევებსა თუ მკურნალობაში, ასევე მიიღოს აქტიური მონაწილეობა შესაბამის ღონისძიებებში.

 

გთხოვთ, თქვენს გადაწყვეტილებას.

 

პატივისცემით,   

 

ამირანი