| From : | Lagvilava |
| To : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| Subject : | RE: წერილი პჯდ დაწესებულებების პრევენციულ პროგრამებში აქტიური ჩართვის მიზნით |
| Received On : | 25.05.2018 13:58 |
| Attachments : |
მოგესალმებით ბატონო ამირან,
დიდი მადლობა წერილისთვის და ინფორმაციის გაზიარებისთვის. მოგახსენებთ, რომ 1 აგვისტოდან ძალაში შედის (ბრძანება ხელმოწერის პროცესშია) სელექტიური კონტრაქტირების პირობები პჯდ დაწესებულებებისთვის. ასევე, დაგეგმილია პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დაწყება და პილოტის დასრულება წლის ბოლომდე, რომელიც ითვალისწინებს მომავალი წლიდან დაფინანსების მექანიზმების ცვლილებას. თქვენს მიერ გაზიარებული ინფორმაცია აბსოლუტურ თანხვედრაშია ჩვენს კონცეფციასთან. სამინისტროში შეიქმნა პირველადი ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობის გადახედვა მიმდინარებს და აუცილებლად მოგიწვევთ უახლოეს დღეებში და გაგიზიარებთ ჩვენს ხედვას.
პატივისცემით,
Maia Lagvilava, MD, MHA
Deputy Minister
144 A. Tsereteli ave.
0119 Tbilisi, Georgia
Tel: (+995 32) 251 00 27 (0503)
E-mail: mlagvilava@moh.gov.ge
From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: Friday, May 25, 2018 4:21 PM
To: Maia Lagvilava
Subject:
ქალბატონო მაია,
თანდართული ბმულებით გიგზავნით ორ წერილს:
1. ახალი, ეხება ჩვენს ხედვას პირველადი ჯანდაცვის სისტემის მეტი ჩართულობისა ც ჰეპატიტის და სხვა პროგრამებში;
2. წინანდელს, რომელიც გამოიგზავნა სამინისტროში ოფიციალურად გასულ წელს.
გთხოვთ გაეცნოთ და თუ ჩაითვლება საჭიროდ მოვაწყოთ უფრო ფართო განხილვა ჰეპატიტის კომისიაზე ან სხვა ფორმატში.
პატივისცემით
ამირანი