ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივა პროფესიული კვალიფიკაციის აღაირების შესახებ გულისხმობს საექთნო საქმის, როგორც რეგულირებადი პროფესიის აღიარებას. ამ მიზნით,
საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს ბოლო სხდომაზე, განხილული იქნა საექთნო საქმის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის სრულყოფის, ექთანთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ფორმალური სისტემის ამოქმედების და საექთნო ადამიანური რესურსის რაოდენობრივი ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები. ამასთან, საექთნო საქმის პოპულარიზაციისა და შემდგომი განვითარების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის მოთხოვნებთან თავსებადი საექთნო საგანმანათლებლო პროგრამის მომზადება, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ევროპულ კვალიფიკაციებთან. აღნიშნული ჩვენი ქვეყნისთის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია.
ევროდირექტივის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრულია მზადების მინიმალური ვადა (3 წელი, ECTS კრედიტების ოდენობით, თეორიული და კლინიკური მეცადინეობის სულ მცირე 4 600 საათი), პროგრამაზე დაშვების წინაპირობები (განათლების მინიმალური დონეს) და იმ საკითხების ჩამონათვალი (თეორიული ნაწილი - საექთნო საქმე, საბაზო მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, კლინიკური ნაწილი - საექთნო საქმე შემდეგ სფეროებში: ზოგადი და სპეციალიზებული მედიცინა, ზოგადი და სპეციალიზირებული ქირურგია, ბავშვთა მოვლა და პედიატრია, ორსულის მოვლა და სხვა), რასაც უნდა აკმაყოფილებდეს საექთნო პროგრამა, რათა მოხდეს საქართველოში მიღებული განათლების აღიარება ევროკავშირის ქვეყნებში.
ევროკავშირის მოთხოვნებთან თავსებადი საექთო საგანმანათლებლო პროგრამის მომზადება არის საკმაოდ აქტუალური. ექთანი, რომელიც მომზადდება საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მიხედვით და პასუხობს სამედიცინო სფეროს მოთხოვნებს, ჯანდაცვის სისტემისათვის არის ღირებული. ამასთან, სშჯსდ სამინისტრო, საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს ფორმატში, დაინტერესებული მხარეების (ექთანთა დარგობრივი ასოციაცია, საგანმანათლებლო დაწესებულებები, დარგობრივი ექსპერტები, სახელმწიფო სტრუქტურები, საერთაშორისო ორგანიზაციები) ჩართულობით, გააგრძელებს მუშაობას საექთნო საქმიანობისა ხელშეწყობის და საექთნო პრაქტიკის გაუმჯობესების მიმართულებით.
კარგი ექთანი არის სრულყოფილი განათლებისა და ადეკვატური კლინიკური უნარ-ჩვევების მქონე, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალი. კარგი ექთანი, ამავდროულად, არის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდების საფუძველი, რომელიც ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია პატიენტსა და ექიმს შორის.
Maia Lagvilava, MD, MHA
Deputy Minister
144 A. Tsereteli ave.
0119 Tbilisi, Georgia
Tel: (+995 32) 251 00 27 (0503)
E-mail: mlagvilava@moh.gov.ge
-----Original Message-----
From: sofiko chumburidze [mailto:schumburidze@moh.gov.ge]
Sent: Tuesday, April 17, 2018 3:46 PM
To: Maia Lagvilava
Subject: Fwd: კითხვები
მოგესალმებით,
ამ შინაარსის კითხვებს
დასვამს ჟურნალისტი
1. რაზე იმსჯელა საექთნო
მიმართულებაზე ეროვნულმა
საბჭომ?
2. რას ითხოვს
ევროდირექტივა, როგორი უნდა
იყოს სამედიცინო განათლება ?
3. თქვენი აზრით, რას ნიშნავს
კარგი ექთანი?
პატივისცემით,
სოფო ჭუმბურიძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი