From : Lagvilava
To : Tea Bakradze;Mariam Darakhvelidze; Lela Sturua <lela.sturua@ncdc.ge>
Subject : RE: ჰიპერტენზიის კამპანიის მასალები
Cc : maiatabagari@gmail.com; Nino Mamaladze
Received On : 01.05.2018 10:48
Attachments :

თეა გამარჯობა,

 

ჩვენი სატელეფონო სუაბრივს საფუძველზე გიგზავნი ჩემს მოსაზრებებს:

 

1.       ვიდეო ფაილთან დაკავშირებით მაქვს ერთი კითხვა, დასაწყისში ლოგოა (Heart foundation)  და რამდენად გვაქვს ამ ვიდეოს გამოყენების უფლება? ბოლოში რა ლინკი უნდა მივუთითოთ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იგივე თუ ჩვენი? საავტორო უფლებების დაცვის კუთხით, რაიმე კითხვის ნიშანი რომ არ გაჩნდეს და არავინ შემოგვედაოს.

 

2.       პრეზენტაციაში მე-3 მესიჯთან დაკავშირებით, მე კი გამოვთქვი მოსაზრება „შენი წნევის ციფრებთან“ დაკავშირებით, მაგრამ ბულკეტშიც წერია „შენი წნევის ციფრები“ და ვინაიდან ეს სლოგანივითაა, თუნდაც ქართულად არ ჟღერდეს გამართულად  (ვერ დავიჩემებ ქართული ენის კორიფეობას J), ალბათ აჯობებს რომ დავტოვოთ.

 

3.       ხუთშაბათის ღონისძიებებში მარტო თბილისის მასშტაბითაა დაწესებულებები მითითებული. ქუთაისი და ბათუმი - ამ ქალაქების მოსახლეობამ საიდან უნდა გაიგოს? ხომ არ სჯობს მივუთითოთ თბილისი, ბათუმი, ქუთაისი.

 

რაც შეეხება ბუკლეტს, მისაღებია, მხოლოდ დასაკორექტირებელია გრამატიკულად.

 

პატივისცემით,

 

 

Maia Lagvilava, MD, MHA

Deputy Minister

 

144 A. Tsereteli ave.

0119 Tbilisi, Georgia

Tel: (+995 32) 251 00 27 (0503)

E-mail: mlagvilava@moh.gov.ge

 

MOH Logo-ENG

 

From: Tea Bakradze
Sent: Monday, April 30, 2018 5:53 PM
To: Maia Lagvilava ; Mariam Darakhvelidze ; Lela Sturua
Cc: maiatabagari@gmail.com; Nino Mamaladze
Subject: ჰიპერტენზიის კამპანიის მასალები

 

მოგესალმებით,

 

გიგზავნით ჰიპერტენზიის კამპანიის გეგმას პარასკევის შეხვედრაზე შეტანილი შესწორებებით. ასევე, ბუკლეტის ტექსტს, რომლის დიზაინის აწყობას დავიწყებთ თქვენ მიერ ტექსტის დადასტურებისთანავე.

 

აღნიშნულ ბმულზე განთავსებულია სოციალური ქსელისთვის ვიდეო-ანიმაცია, რომელიც ვთარგმნეთ და გავახმოვანეთ ინგლისური ვერსიიდან. ვიდეოს დაბოლოება ინგლისურ ენოვან ტექსტს შეიცავს, რაც შეიცვლება ქართულით, ასევე თქვენი დასტურის შემდეგ.

 

https://we.tl/QoR5dTHtFv

 

 

პატივისცემით

 

თეა ბაქრაძე