| From : |
Lagvilava |
| To : |
Ekaterine Adamia |
| Subject : |
Re: HCV |
| Received On : |
06.04.2018 14:36 |
მადლობა ეკა
Sent from my iPhone
> On Apr 6, 2018, at 1:22 PM, Ekaterine Adamia wrote:
>
> ქალბატონო მაია,
>
> თქვენს დავალებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ შემდეგს:
>
> 1. თავდაცვის სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა სკრინინგში ჩართვასთან დაკავშირებით. მოამზადეს 2 შიდა ბრძანების პროექტი პროცესის უზრუნველსაყოფად. როგორც მედეა ბეთაშვილმა (სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი) მითხრა, ერთს ხელი მოეწერა გუშინ საღამოს, მეორე ბრძანება დამტკიცდება მომდევნო კვირას. ამის შემდეგ მათ ლაბორანტებს/ექთნებს (30 პირი) ტრენინგებს ჩაუტარებს ნსდს. ასევე, ცვლილება უნდა შევიდეს ც ჰეპატიტის პროგრამაში რითაც ნსდს მიეცემა უფლება სკრინინგის ტესტები გადასცეს თავდაცვას (ამ თვის ბოლომდე ვუზრუნველყოფთ დადგენილების დამტკიცებას).
>
> ასევე, ბეთაშვილს შევუთანხმდი შეხვედრასთან დაკავშირებით. ნინო შეათანხმებს დროს და მომდევნო კვირაში შეძლებთ მათთან შეხვედრას.
>
> 2. ვეტერანებთან დაკავშირებით, დაწყებულია სკრინინგი. უკვე 4 ლოკაციაზე. მათ შორის ხონში დაისკრინა 96 პირი, მათგან დადებითი აღმოჩნდა 7 (აღებულია სისხლი კონფირმაციისთვის), გლდანის გამგეობაში დაისკრინა 77 პირი, დადებითი 4 (აღებულია კონფირმაციისატვის), რუსთავში დაისკრინა 80, დადებითია 5 (აღებულია კონფირმაციისათვის), გურიაში დაისკრინა 49, დადებითია 6 ( აღებულია კონფირმაციისთვის).
>
> მე ველაპარაკე საკონტაქტო პირს სულხან აბესაძეს, მომდევნო კვირას არ იქნება ქალაქში და ვერ შეძლებს შეხვედრას. 23 აპრილიდან გამოთქვა მზადყოფნა.
>
> 3. რაც შეეხება შსს-ს, როგორც ბატონმა ამირანმა მითხრა, მინისტრის მითითების შესაბამისად, ელოდა შსს მინისტრის მოადგილის ზარს, მაგრამ არავინ გამოსულა კონტაქტზე და შესაბამისად არანაირი აქტივობა არ არის ამ ეტაპზე.
>
>
> პატივისცემით,
>
> ეკა
>
> Sent from my iPhone
>
>> On Apr 6, 2018, at 11:14, Maia Lagvilava wrote:
>>
>> ეკა გამარჯობა,
>>
>> ხომ არ გაგირკვევიათ ბ-ნ ამირანთან შსს, თავდაცვისა სამინისტროებთან და ვეტერანების სამსახურთან მოლაპარაკებების შესახებ პროგრესი.
>>
>> პატივისცემით,
>>
>> მაია
>>
>> Sent from my iPhone