From : Lagvilava
To : d.makhatadze@me.com
Subject : Fwd: mediamonitoringi-26.03.2018
Received On : 26.03.2018 12:14
Attachments :

FYI

Sent from my iPhone

Begin forwarded message:

Resent-From: <mlagvilava@moh.gov.ge>
From: Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
Date: March 26, 2018 at 12:28:33 PM GMT+4
To: <dsergeenko@moh.gov.ge>
Cc: <zsopromadze@moh.gov.ge>, <tbarkalaia@moh.gov.ge>, <mlagvilava@moh.gov.ge>, <a.gamkrelidze@ncdc.ge>, <gtvalavadze@moh.gov.ge>, <kdzimistarishvili@moh.gov.ge>, <dtorua@moh.gov.ge>, <maiatabagari@gmail.com>, <mtabagari@moh.gov.ge>, <mdarakhvelidze@moh.gov.ge>, <natia@moh.gov.ge>, <ejgerenaia@moh.gov.ge>, <Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge>, <atalakvadze@moh.gov.ge>, <azoidze@parliament.ge>, <k.zoidze@gmail.com>, <d.khundadze@yahoo.com>, <ikhasaia@parliament.ge>, <kmchedlishvili@parliament.ge>, <ketevandolidze@hotmail.com>, <mtsereteli@ssa.gov.ge>, <schumburidze@moh.gov.ge>, <worknettbilisi1@gmail.com>, <m.songulashvili@rambler.ru>, <dbodokia@moh.gov.ge>, <tgamkrelidze@ssa.gov.ge>, <nkinkladze@moh.gov.ge>, <tsharashidze@moh.gov.ge>, <lugulava@moh.gov.ge>, <karchvadze@ssa.gov.ge>, <sumikashvili@moh.gov.ge>, <ntevdorashvili@moh.gov.ge>, <nmamaladze@moh.gov.ge>, <nodisharia@moh.gov.ge>, <nchanadiri@ssa.gov.ge>, <tpirvelashvili@moh.gov.ge>, <lgalumashvili@ssa.gov.ge>, <lashanikola@gmail.com>, <keti.cosmo@gmail.com>, <tbakradze@moh.gov.ge>, <ntalakhadze@moh.gov.ge>, <mjhvania@moh.gov.ge>, <sbelkania@moh.gov.ge>, <nmangaladze@parliament.ge>, <ksongulashvili@ssa.gov.ge>, <ninomamukashvili@gmail.com>, <tako.sarishvili@gmail.com>, <a.tsiqarishvili@gmail.com>, <kotrikadzemagda@gmail.com>
Subject: mediamonitoringi-26.03.2018


 

 

 

მედიამონიტორინგი 26.03.2018

ტელევიზია

26.03.2018

არხი:            იმედი  

გადაცემა:    ქრონიკა 11:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი და აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5124904

---

 

26.03.2018

არხი:            I არხი

გადაცემა:    მოამბე 12:00

უბედური შემთხვევა მოხდა ჭიათურის შუქრუთის მაღაროში. წინასწარი ინფორმაციით, ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რა დროსაც ერთ-ერთი მაღაროელი მაღაროს ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა. მაშველები ამ წუთებში 47 წლის მამაკაცის ნანგრევებიდან გამოყვანას ცდილობენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5124994

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5124965

---

 

25.03.2018

არხი:            I არხი

გადაცემა:    მოამბე 18:00

რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკების დასრულებულია. სპეციალურად მაღალმთიან რაიონებში ოპერირებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების სამსახურს და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 22 ახალი ჯიპის ტიპის მანქანა გადასცა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5124203

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5123674

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5124022

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5123832

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5123421

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5123326

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5123854

---

 

25.03.2018

არხი:            I არხი

გადაცემა:  ახალი კვირა

ერთი ძროხის, ერთი ხბოსა და ერთი ვირის გამო წართმეული სოციალური დახმარება. დაუჯერებელია თუმცა სასამართლოში მოგებული საქმის შემდეგ, დუშეთში მცხოვრები ბედოიძების ოჯახმა შეწყვეტილი სოციალური დახმარება დაიბრუნა. ამ ოჯახში მცხოვრები 6 ბავშვი შიმშილის ზღვარზე სწორედ სოციალური აგენტის არასწორმა შეფასებამ მიიყვანა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5124172

---

 

25.03.2018

არხი:            რუსთავი 2  

გადაცემა:   პოსტ სკრიპტუმი

წინა კვირას გიორგი გვიშიანის სიუჟეტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი საუბრობდა ფინანსური პოლიციის მხრიდან იმ ფარმაცევტული კომპანიების მფარველობაზე, რომლებიც კონტრაბანდულ და ვადაგასულ მედიკამენტებს ყიდიან. სიუჟეტის მთავარმა გმირმა ერთ-ერთი ასეთი კომპანიის მეწილედ დაასახელა ამირან გამყრელიძე, რასაც თავად გამყრელიძე უარყოფს. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და ვადასტურებთ, რომ ამირან გამყრელიძე ოფიციალურად ნამდვილად არ ირიცხება ამ კომპანიის მეწილეებს შორის. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით საგამოძიებო სამსახურის ყოფილ თანამშრომელს, რომელიც ინფორმაციას ამირან გამყრელიძის კომპანიის მფლობელად დასახელების შესახებ, "ტექნიკურ უზუსტობას" უწოდებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5124162

---

 

25.03.2018

არხი:            იმედი

გადაცემა:   იმედის კვირა

კიდევ ერთი პრობლემა, რომლისადმი მეტ ყურადღებას საზოგადოება ხელისუფლებისგან ითხოვს ნარკოპოლიტიკაა. თითქოს ყველა პასუხისმგებელი უწყება თანხმდება, რომ არსებული დამოკიდებულება კანონის დონეზე ძირფესვიანად შესაცვლელია, თუმცა რატომღაც ლიბერალური ნარკოპოლიტიკამ დღის სინათლე ამ დრომდე ვერ იხილა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5124202

---

 

24.03.2018

არხი:            ტელეკომპანია აჭარა  

გადაცემა:   მთავარი 21:00

საქართველოს პარლამენტმა 7 მარტის სესიაზე მესამე მოსმენით მიიღო შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, რომლის ავტორი ჯანდაცვის სამინისტროა. კანონმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ეფექტური გარანტიები. აღნიშნული ცვლილებით, შრომის ინსპექტირების უფლებამოსილება უნდა გაიზარდოს და შესაბამისად ქმედითი უნდა გახდეს.  სფეროების ჩამონათვალი, რომელზეც რეგულაციები გავრცელდება არც თუ ისე მცირეა, თუმცა ამის მიუხედავად მის კიდევ უფრო გაზრდას ითხოვენ პროფესიულ კავშირებში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5123231

---

 

24.03.2018

არხი: რუსთავი 2  

გადაცემა:   კურიერი 21:00          

დმანისში, სოფელ ჯავახში, მცხოვრები ავთანდილ ოქრიაშვილი, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს და გადაადგილებაც უჭირს, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5123191

---

 

24.03.2018

არხი:            რუსთავი 2  

გადაცემა:   კურიერი 21:00

13 წლამდე ასაკის ბავშვებში ალკოჰოლის მოხმარების მხრივ საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის მოწინავე ადგილზეა. ამ ასაკის ბავშვების 72%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიუღია ალკოჰოლი, 22%-ს კი ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისაგან ინტოქსიკაცია მიუღია. რას აკეთებს სახელმწიფო?

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5123181

---

 

24.03.2018

არხი:           I არხი  

გადაცემა:   მოამბე 18:00  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზციის მონაცემებით მსოფლიოში ტუბერკულიოზით 10 მილიონზე მეტი დაავადდა და მილიონ შვიდასი ათასი გარდაიცვალა. ბოლო 16 წლის მანძილზე დროული დიაგნოსტიკის და მკურნალობის შედეგად 53 მილიონი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. 24 მარტი ტუბერკურიოზთან ბრძლის საერთაშორისო დღეა, ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ბათუმი კონფერენციას მასპინძლობს, რომელზეც დაავადების საწინააღმდეგო პოლიტიკის დეტალებზე მსჯელობენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5123025

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5122761

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5122756

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5122989

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5122984

---

 

24.03.2018

არხი:              

გადაცემა:  

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალვა და ღირსების ორდენით დაჯილდოება. რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი უკანასკნელ გზაზე ასობით თანამემამულემ გააცილა. დავით სერგეენკოს კონემტარი

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5123138

---

 

24.03.2018

არხი:            ტელეკომპანია აჭარა  

გადაცემა:   მთავარი 12:00

1 მაისიდან “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რაც საზოგადოებრივ და საჯარო სივრცეებში მოწევის აკრძალვას ითვალისწინებს. კანონით, თამბაქოს მოწევა იკრძალება ყველა დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5122794

---

 

23.03.2018

არხი: რუსთავი 2  

გადაცემა:   კურიერი 18:00

„მისაწვდომი და ინკლუზიური ჯანდაცვის სერვისები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის" კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან, ასევე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5121475

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5121372

---

 

23.03.2018

არხი:            ტელეკომპანია აჭარა  

გადაცემა:   მთავარი 15:00

აივ შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, გამოვლენისა და მკურნალობის მექანიზმების გაძლიერების მიზნით სპეციალური პროგრამა ამოქმედდება. პროექტი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი მონაწილეობით ხორციელდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5120336

---

 

 

ინტერნეტი

26.03.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/485056-davith-sergeenko-eleqtronuli-receptis-danergva-polipragmaziasthan-brdzolis-shesadzleblobasac-idzleva.html

დავით სერგეენკო - ელექტრონული რეცეპტის დანერგვა პოლიპრაგმაზიასთან ბრძოლის შესაძლებლობასაც იძლევა

თბილისის მასშტაბით ელექტრონულ რეცეპტებზე ჩვენ გვაქვს დანერგილი სისტემა, რომლის რაოდენობრივ ანალიზს პრაქტიკულად, ყოველდღე ვაკეთებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისივე თქმით, დარღვევებთან დაკავშირებით თვისობრივი ანალიზის გაკეთება სამი თვის თავზეა შესაძლებელი. "თბილისის მასშტაბით ელექტრონულ რეცეპტებზე ჩვენ გვაქვს დანერგილი სისტემა, რომლის რაოდენობრივ ანალიზს პრაქტიკულად, ყოველდღე ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია ეს სტატისტიკა, თუმცა, თვისობრივი ანალიზი რომ გააკეთო, რა სახის დარღვევები იკვეთება ამა თუ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, ცოტა უფრო მეტი დროა საჭირო. როგორც წესი, ამას 6 თვე სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამი თვის თავზე შევძლებთ პირველი თვისობრივი ანალიზი გავუზიაროთ საზოგადოებას“, - განაცხადა სერგეენკომ.  დავით სერგეენკოს თქმით, ელექტრონული რეცეპტები პოლიპრაგმაზიასთან ბრძოლის შესაძლებლობას იძლევა. „ჩვენ ფარმაკოლოგიურ ასოციაციებთან გვქონდა შეხვედრა. შევთავაზეთ ასეთი რამ, რომ ელექტრონული რეცეპტის დანერგვა ჩვენ ბევრ სხვადასხვა შესაძლებლობას გვაძლევს, მათ შორის, პოლიპრაგმაზიასთან ბრძოლისაც. მათ მე შევთავაზე, ისინი დამთანხმდნენ და უკვე წარმოადგინეს ხედვა, რომ ჩვენ ერთობლივი მოდული შევქმნათ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალობის მიხედვით პროფესიონალებმა და ფარმაინდუსტრიის პროფესიონალებმა ერთად გავაანალიზოთ ეს მოპოვებული ინფორმაცია და სწორი დეტექცია გავაკეთოთ პოლიპრაგმაზიის წყაროებზე, მიზეზებსა და მათზე ზემოქმედების გზებზე. მე ვფიქრობ, ეს ძალიან ეფექტური იქნება და უკვე მალე მოგვცემს შედეგს", - განაცხადა დავით სერგეენკომ. მიმდინარე წლის დასაწყისში ჯანდაცვის მინისტრისა და მედიკამენტების წარმოების სფეროში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე "მწარმოებლები არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანიების არაეთიკური ქმედებების გაკონტროლების საკითხი დასვა, როდესაც ისინი ახდენენ ექიმებისა და სამედიცინო სფეროს დაინტერესებას, რის სანაცვლოდაც ხდება საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტების არამიზნობრივი დანიშვნა ხდება“. თავის მხრივ, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ პოლიპრაგმაზია მათთვის უცნობი არ არის და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან ეფექტური მუშაობა მიმდინარეობს.

---

 

26.03.2018

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/54432/chiaturis-magaroshi-musha-daigupa

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა. შემთხვევა დაახლოებით დილის 5 საათზე მოხდა. მაღაროს ჩამონგრევის შედეგად გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლამდე ზაზა აბრამიშვილი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა და გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. როგორც მაღაროელები ამბობენ, მაღაროს ჭერიდან დიდი ზომის ლოდები ჩამოიშალა და ერთ-ერთი ლოდი სწორედ ზაზა აბრამიშვილს დაეცა. მაღაროელების თქმით, უბანი, რომელშიც ბრიგადა სამუშაოებს აწარმოებდა, ავარიული იყო, თუმცა მაღაროს ადმინისტრაცია მუშებს მაინც ავალდებულებდა იქ მუშაობას.

---

 

26.03.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/485060-jorjian-manganezi-shuqruthis-magharoshi-momkhdar-shemthkhvevasthan-dakavshirebith-ganckhadebas-avrcelebs.html

“ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის მაღაროში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია მომხდართან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას სამაშველო ღონისძიებების დასრულების შემდეგ გაავრცელებს. “ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში გამთენიისას უბედური შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რა დროსაც ერთ-ერთი მაღაროელი მაღაროს ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა. ამ დროისთვის ჭიათურის მადნის გადამამუშავებელი კომბინატის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები 45 წლის ზაზა აბრამიშვილის ნანგრევებიდან გამოყვანას ცდილობენ.  შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან “ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირებიც. კომპანია მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციას სამაშველო ღონისძიებების დასრულების შემდეგ გაავრცელებს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/105054-jorjian-manganezi-samashvelo-samsakhuri-gardacvlili-mushis-nangrevebidan-gamoyvanas-cdilobs

---

 

26.03.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/485054-profkavshirebis-informaciith-tciathuris-magharoshi-daghupuli-mushis-gamoyvana-am-dromde-ver-kherkhdeba.html

პროფკავშირების ინფორმაციით, ჭიათურის მაღაროში დაღუპული მუშის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება

პროფკავშირების წარმომადგენლის ინფორმაციით, ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მაღაროში დაღუპული მუშის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. საწარმოს პროფკავშირების წარმომადგენლის პაატა სამხარაძის თქმით, ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. "მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, რომელმაც ჩამოშლილი ლოდები უნდა დაშალოს, რათა მოხდეს დაღუპულის ამოყვანა", - განაცხადა პაატა სამხარაძე.  როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჭიათურის გამგეობაში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წამომადგენლები.

ჭიათურის მაღაროში, 45 წლის მამაკაცი ნანგრევების ქვეშ მოყვა.

---

 

26.03.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/485049-profkavshirebis-thavmjdomaris-moadgile-magharoelebi-amboben-rom-adgili-sadac-isini-mushaobdnen-avariuli-iyo-da-saerthod-ar-sheidzleboda-samushaoebis-tsarmoeba.html

პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე - მაღაროელები ამბობენ, რომ ადგილი, სადაც ისინი მუშაობდნენ, ავარიული იყო და საერთოდ არ შეიძლებოდა სამუშაოების წარმოება

მაღაროელების ინფორმაციით, ადგილი სადაც მუშები მუშაობდნენ, ავარიული იყო, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, მაღარო ხის მორებით უნდა იყოს გამაგრებული და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასე არ იყო. “ჩვენი წარმომადგენლის ინფორმაციით, შუაღამისას ჩამოინგრა შუხუთის მაღაროში სამთო მასა და ქვეშ მოყვა ზაზა აბრამიშვილი, 45 წლამდე გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე ადამიანი. ადგილზე ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები. ლოდი, რომელიც მას დაეცა, იმდენად დიდია, რომ დასაშლელად პერფერატორები შეიტანეს. სამთო მასის ჩამოშლის შემდეგ, როცა ბრიგადამ ტერიტორია დატოვა, აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი, ზაზა აბრამიშვილი აღარ იყო მათთან ერთად. მას შემდეგ დაიწყო ძებნა, თუმცა დღეს დილით დადასტურდა, რომ ის გარდაცვლილია. როგორც მითხრეს, საერთოდ არ შეიძლებოდა იმ ადგილას სამუშაოების წარმოება. მაღაროელები ამბობენ, რომ ავარიული მაღარო იყო. სამთო სამუშაოების წესებში წერია, რომ მუშას თავზე არ უნდა დაჰყურებდეს ღია სამთო მასა, ის უნდა იყოს გამაგრებული ხის მორებით. რატომ იყვნენ იქ მუშები არ ვიცი, უბრალოდ აქედან გამომდინარე ჩანს, რომ მაღაროს ადმინისტრაცია აიძულებს მათ ასეთ ადგილებში მუშაობას. ამ კომპანიისთვის მთავარია მარგანეცის მოპოვება და არა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - განაცხადა დოლაბერიძემ.

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/35263/profkavshirebi-ubani-romelshits-brigada-mushaobda-savaraudod-avariuli-iyo

---

 

26.03.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/484990-regionebshi-sastsrafo-samedicino-dakhmarebis-avtoparki-ganakhlda.html?ar=A

რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა

რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლება დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სპეციალურად მაღალმთიან რაიონებში ოპერირებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 22 ახალი ჯიპის ტიპის მანქანა გადასცა. განახლებული ავტოპარკი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად დაათვალიერა. მათივე ინფორმაციით, ავტომობილები ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით სრულად არის აღჭურვილი. ჯიპის ტიპის სპეცმანქანებით გადაადგილება ყველა სახის, მათ შორის განსაკუთრებით რთულ რელიეფზეც არის შესაძლებელი. რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლება 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ამ დრომდე უკვე 222 ახალი, სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი სპეცმანქანით შეივსო. როგორც უწყებაში აცხადებენ, განახლებული ავტოპარკი რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

25.03

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/484990-regionebshi-sastsrafo-samedicino-dakhmarebis-avtoparki-ganakhlda.html?ar=A

ინფო9- http://www.info9.ge/sazogadoeba/190196-gadaudebeli-dakhmarebis-centrs-maghalmthian-raionebshi-operirebisthvis-akhali-manqanebi-gadaeca.html?lang=ka-GE

---

 

25.03.2018

მედიასაშუალება: http://www.epn.ge/?id=62713

ბავშვის მიტოვების პრევენციის მიზნით, ოჯახების გაძლიერებისთვის განხორციელებული პროექტის შედეგები წარადგინეს

ბავშვის მიტოვების პრევენციის მიზნით საქართველოს 6 რეგიონში შერჩეულ მოწყვლად ოჯახებთან   9 თვის განმავლობაში პროფესიონალმა სოციალურმა მუშაკებმა და ფსიქოლოგებმა იმუშავეს. შედეგთა ჩამონათვალშია: დასაქმება, ბავშვის რეინტეგრაცია, ალკოჰოლზე დამოკიდებულების მკურნალობა, პოზიტიური მშობლობის უნარების განვითარება, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, შშმ პირებზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარება, ბავშვების ჩართვა სკოლამდელ და სასკოლო განათლების პროცესში, ოჯახური ურთიერთობების დარეგულირება და სხვ. შეიქმნა მიმღები მშობლების მომზადების ტრენინგ პროგრამა, აგრეთვე მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების, ნევადას შტატის, უოშოს ოლქის სოციალური მომსახურების, მინდობით აღზრდისა და  შვილად აყვანის დეპარტამენტის ტრავმაზე ფოკუსირებული ტრენინგ-პროგრამის გაზიარება, რის საფუძველზეც გადამზადდა ქვემო ქართლის რეგიონის 25 მიმღები მშობელი. ჩატარდა საჯარო სკოლების მოზარდებისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარების ცნობიერების ასამაღლებელი დისკუსიები, რომელსაც უძღვებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული, წარმატებული ახალგაზრდები/თანასწორგანმანათლებლები. ისინი შეხვდნენ 500 მოზარდს (14 საჯარო სკოლა და 12 მცირე საოჯახო ტიპის სახლი), საქართველოს 5 ქალაქში და 4 სოფელში. დისკუსია ეხებოდა მზრუნველობამოკლებული ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას, ბულინგს, ოჯახურ ძალადობას, წარმატების მიღწევის გზებს და სტიგმის დაძლევას. პროექტი დააფინანსა ევროკავშირმა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტომ და განხორციელდა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მხარდაჭერით.

---

 

25.03.2018

მედიასაშუალება: http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/gadavarchinot-patara-mariami

გადავარჩინოთ პატარა მარიამი!

მოგმართავთ ყველას და გთხოვთ, თუნდაც ერთი ლარით დავეხმაროთპატარა მარიამ გეგუჩაძეს! მარიამი სამი წლის და ოთხი თვისაა. მას მძიმე დიაგნოზი აქვს,მაგრამ დროულად გაკეთებული ოპერაციამარიამის სიცოცხლეს იხსნის, რომელიც მას აჯიბადემის საავადმყოფოში,სტამბულში უნდა გაუკეთდეს. თურქმა ექიმებმა მარიამს სპეციალური ფასდაკლება გაუკეთეს, მაგრამ დრო გადის დამარიამის ოჯახისთვის 25 000 დოლარის შოვნა მიუღწეველია! სულ ათი დღე გვაქვს, რომ ყველამ ერთად, არ დავიზაროთ და თუნდაც თითო ლარი გადავრიცხოთ მარიამის ანგარიშზე და გადავარჩინოთ! სალარე ანგარიში:   "საქართველოს ბანკი", ბანკის კოდი: BAGAGE22;მიმღების ანგარიშის ნომერი: GE98BG0000000323288600; თიბისი ბანკი, ბანკის კოდი:TBCBGE22;მიმღების ანგარიში:GE08TB7649145061100003, მიმღების დასახელება: გეგუჩაძე გალაქტიონ (მარიამი).

---

 

24.03.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/484877-tuberkulozthan-brdzolis-saerthashoriso-dghesthan-dakavshirebith-bathumshi-konferencia-mimdinareobs.html?ar=A

ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმში კონფერენცია მიმდინარეობს

ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმში, სასტუმრო ”რედისონში” კონფერენცია მიმდინარეობს. როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ განაცხადა, სტატისტიკის მიხედვით ტუბერკულოზის კლება ფიქსირდება, თუმცა ქვეყანა გამოწვევების წინაშეა. „ძალიან კარგი სტატისტიკა გვაქვს, შეინიშნება კლების მნიშვნელოვანი ტენდენცია და სწორედ ამ ტენდენციის გათვალისწინებით, 2016 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო ამოიღო ტუბერკულოზის მაღალი ტვირთის მქონე ქვეყნებიდან, თუმცა ქვეყანა ჯერ კიდევ დიდი გამოწვევების წინაშეა“, - განაცხადა მაია ლავილავამ. ღონისძიებაზე ინციატივის - ”ნულოვანი ტუბერკულიოზი აჭარის რეგიონში" პრეზენტაცია მოეწყო და მეორანდუმიც გაფორმდა. ინიციატივის მიზანია ადგილობრივ საჭიროებაზე მორგებული ღონისძიებების ჩატარება, რითაც შესაძლებელი გახდება ტუბერკულიოზის გავრცელების შემცირება რეგიონში.

---

 

24.03.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/388243

“ერთი იმდენი, რომ ბავშვები გამაზრდევინა, თორემ ძალას კიდევ ვიპოვი”

34 წლის მარინა ბურდულის ცხოვრება 12 წლის წინ, 7 ივნისს შეიცვალა. ზაფხულის ერთმა დღემ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. იმ დღეს მარინა მეუღლესთან ერთად ქორწილში წავიდა. თუმცა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საავადმყოფოში აღმოჩნდა და ამჟამად მეორე ჯგუფის ქმედითუუნარობის პენსიას იღებს. ორი შვილის დედის შემოსავალი 300 ლარია. მარტოხელა დედა ორი შვილით ქვეშეთის სკოლის ინტერნეტის 1 ოთახში ცხოვრობს, სადაც არც გაზია და არც წყალი. დუშეთის რაიონის სოფელ ქვეშეთის მოსახლის, 34 წლის მარინა ბურდულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „ქალები საქართველოდან“ აქვეყნებს. „23 წლის ვიყავი. ეს ამბავი ზუსტად 12 წლის წინ, 7 ივნისს მოხდა. ჩემი 1 წლის და 3 წლის გოგონები დედასთან დავტოვე და ქმართან ერთად, მაზლის ქორწილში წავედით მაყარში. მძღოლი ნასვამი იყო. უშუალოდ ავარიის მომენტი არ მახსოვს. ისეთი ძლიერი შეჯახება ყოფილა, რომ მარცხენა ხელი ადგილზე მომწყდა. მანქანაში ჩემ გარდა არავინ დაშავებულა. 21 დღე კომაში ვიყავი. კომიდან რომ გამოვედი, დიდი დრო დამჭირდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციისთვის. ამიტომ 3 თვე გამაჩერეს საავადმყოფოში. როცა პირველად ფსიქოლოგი შემოვიდა და ჩემი ხელის მოკვეთის ამბავი მითხრა, არ გამჭირვებია ამის მიღება. თუმცა რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტად ვაანალიზებდი, რომ ერთი ხელით საქმის კეთება ძალიან გამიჭირდებოდა, თუმცა მეიმედებოდა ჩემი ოჯახი, რადგან ჩემს დედამთილთანაც და მულთანაც მეგობრული ურთიერთობა მქონდა – როგორც დები ისე ვიყავით. საავადმყოფოშიც მოდიოდნენ და გვერდით მედგნენ. საავადმყოფოდან გამოწერის დღეს არავინ მოსულა, ჩემი მშობლების გარდა. კი გამიკვირდა, მაგრამ ცუდზე არაფერზე მიფიქრია. როცა მშობლებმა ქმრის ოჯახში მიმიყვანეს მარტყოფში, მერე მივხვდი ყველაფერს. დედამთილი საბერძნეთში დამხვდა წასული, ქმარი – ქირით თბილისში გადასული. მთელი სახლი დაცარიელებული იყო, მხოლოდ ჩემი ლოგინიღა იდგა. სახლში მხოლოდ მამათილი დამხვდა, რომელიც ძალიან მტრულად იყო ჩემ მიმართ განწყობილი. მაშინ მივხვდი ყველაფერს – ცალხელა ქალი არ ვჭირდებოდი არავის. ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებდი ყოველთვის ოჯახში – საქონელი, სახლის დალაგება, ეზოს მოვლა, ყველაფერი ჩემს კისერზე გადადიოდა, მაგრამ ახლა როცა უუნარო გავხდი, აღარავის დავჭირდი და ზურგი შემაქციეს. კი, გავჩერდი ცოტა ხნით იმ სახლში, მაგრამ ძალიან მტრულად გვექვეოდა: შუქს და გაზს არ გვართვევინებდა, ტელევიზორი წაგვართვა. ამიტომ ძალიან ცოტა ხანში მშობლებმა თავის სახლში, ქვეშეთში წამიყვანეს. ჩემი მშობლები 2 ოთახში, ჩემი ძმის ოჯახთან ერთად ცხოვრობენ და რადგან იქ ჩემი ადგილი არ იყო, ახლა დროებით ქვეშეთის სკოლის ინტერნატში ვცხოვრობთ. 1 ოთახი გვაქვს, სადაც არც გაზია, არც წყალი და ელექტრობაც დიდი თხოვნის მერე გაგვიკეთეს. ასე დავიწყე მარტომ ბავშვების გაზრდა. ძალიან მეშინოდა, ერთი ხელით როგორ გამომივიდოდა საქმე, მაგრამ ერთი რომ ვცადე და შევძელი, მერე უკვე აღარ გამჭირვებია. ახლა წყალს ვეზიდები ეზოდან, ვრეცხავ, ვალაგებ, საჭმელს ვაკეთებ. ხანდახან არც კი მახსენდება, რომ ხელი არ მაქვს. რომ დავინახავ, რომ ვიღაც მომაშტერდება, მაშინღა ვხვდები მიზეზს. ჩემი გოგონები ახლა 12 და 14 წლის არიან. მეხმარებიან, მაგრამ ძალიან განიცდიან იმას, რომ მამას 12 წელია ისინი არც უნახავს და არც მოუკითხავს. რამდენჯერმე დაურეკეს ბავშვებმა, ცეკვის თანხის გადახდა სთხოვეს, მაგრამ უარს ეუბნება. ის კი არადა, ბავშვები ფეისბუქზე არ დაამატეს ბებიამ და მამიდამ, ამოშალეს და დაბლოკეს. ჩვენი შემოსავალი 300 ლარია – მე მეორე ჯგუფის ქმედითუუნაროს პენსიას ვიღებ 100 ლარს და სოციალურად დაუცველის სტატუსით, 200-ლარიან დახმარებას. სახელმწიფომ სარეცხის მანქანა კი გვაჩუქა, მაგრამ აბა წყალი არ გვაქს და ვერ ვამუშავებ. სასამართლოს მივმართე ალიმენტების საკითხზე და თითო ბავშვზე 60-ლარიანი ალიმენტი დააკისრეს. პირველი 2 თვე იხდიდა და მერე ისიც შეგვიწყვიტა. აღმასრულებელი კიდევ მეუბნება, რომ არაფერი აქვს საკუთარ თავზე გაფორმებულიო და ვერ მოვთხოვთო. ამ მხრივაც დაუცველები ვართ. ძალიან ძლიერები ვართ ქალები. ერთი იმდენი, რომ ბავშვები გამაზრდევინა, თორემ ძალას კიდევ ვიპოვი. სადაც ამდენი შევძელი, კიდევ ბევრს მოვახერხებ“, -ამბობს მარინა ბურდული. „კვირა“ ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

---

 

23.03.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/484777-jandacvis-saministro-konstituciis-saboloo-redaqcia-kidev-ufro-icavs-da-ganamtkicebs-adamianis-socialur-uflebebs.html?ar=A

ჯანდაცვის სამინისტრო - კონსტიტუციის საბოლოო რედაქცია კიდევ უფრო იცავს და განამტკიცებს ადამიანის სოციალურ უფლებებს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პარლამენტის მიერ კონსტიტუციის მიღების ფაქტს მიესალმება. ამასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. ”შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიესალმება პარლამენტის მიერ კონსტიტუციის მიღების ფაქტს. ეს დოკუმენტი, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი, უზრუნველყოფს ადამიანის უფლებრივი გარემოს კიდევ უფრო გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ განისაზღვრა სახელმწიფოსა და ხელისუფლების როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ახალ რედაქციაში კონსტიტუციურად გამყარდა ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის პრიორიტეტულობა და მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკა ბავშვთა დაცვის კუთხით, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ კონსტიტუციის საბოლოო რედაქცია კიდევ უფრო იცავს და განამტკიცებს ადამიანის სოციალურ უფლებებს”, - ნათქვამია განცხადებაში. პარლამენტმა ახალი რედაქციის კონსტიტუციაში ცვლილებები 115 ხმით, მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები გასული წლის სექტემბერში მიღებული კონსტიტუციის პროექტში აისახება, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის ოქტომბერში - ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ შედის. ახალმიღებული კონსტიტუციის კორექტირება რამდენიმე შინაარსობრივი ცვლილების განსახორციელებლად, მათ შორის ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებისა და 2020 წლის არჩევნებში, ერთჯერადად, საარჩევნო ბლოკების დაშვების მიზნით გადაწყდა. ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება იმგვარად მოხდა, რომ პარლამენტს განსახილველად ახალი რედაქციის კონსტიტუცია მთლიანად - პრეამბულიდან დაწყებული გარდამავალი დებულებების ჩათვლით წარედგინა და ახალი კონსტიტუციის 78-ვე მუხლის ხელახალი განხილვა, გადახედვა მოხდა. ამ პროცესში კი, მთელ რიგ მუხლებში განხორციელდა როგორც შინაარსობრივი, ასევე რედაქციული, ტერმინოლოგიური და ტექნიკური სახის ცვლილებები. მათ შორის ცვლილებები შევიდა კონსტიტუციის მე-18 მუხლში, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ეხება. კონსტიტუციური კანონის პროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს: კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება ხდება. ახალი ვერსიის თანახმად, გაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ. გარდა ამისა, ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამი თვით იზრდება შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები. ასევე, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს. ახალმიღებულ კონსტიტუციაში ტერმინი ”ხმოსანი” აღარ იარსებებს. ”ხმოსანი“ ტერმინით - ”საარჩევნო კოლეგიის წევრი“ იცვლება.

---

 

23.03.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/35230/shshm-pirta-umravlesoba-sayoveltao-dazghvevit-ver-sargeblobs--kvleva

შშმ პირთა უმრავლესობა საყოველთაო დაზღვევით ვერ სარგებლობს - კვლევა

აქვთ თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში და რა ხარვეზების წინაშე დგას ამ მხრივ სამედიცინო სფერო - ამის შესახებ მოძრაობამ - “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” ახალი კვლევა გამოქვეყნა. ჯანდაცვის ობიექტებში ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობა; საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის მხრივ არსებული პრობლემები; სტატისტიკა; გენდერული ფაქტორით გამოწვეული დამატებითი წინაღობები - ამ საკითხებზე დღეს, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა ისაუბრეს. საყოველთაო დაზღვევის პროგრამა შშმ პირებისთვის ციფრებში საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსით 125 000 ადამიანი სარგებლობს. მოსახლეობის დაახლოებით 4%. მათგან საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი 2016 წელს მხოლოდ 26%-მა გამოიყენა. ამ წელსვე იმავე პროგრამისთვის 45 მლნ ლარია დახარჯული. 2017 წლის ხუთი თვის განმავლობაში კი შშმ პირების მხოლოდ 11%-მა ისარგებლა ამ მომსახურებით. კვლევის ავტორის, გია კაკაჩიას ინფორმაციით, (“პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის”) პროგრამით მოსარგებლეები, ძირითადად, მამაკაცები არიან. მაგალითად, 2015 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე შშმ პირთა მხოლოდ 38% იყო მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, 2016 წელს - 37%, 2017 წელს კი - 36%. აქვე, ამ წლების განმავლობაში აღნიშნული მომსახურებით მოსარგებლეთა შემთხვევების 95% მოდის გადაუდებელ ამბულატორიულ ან სტაციონარულ კომპონენტებზე. შშმ ბავშვების შემთხვევაში, 2016 წელს, მათმა მხოლოდ 26%-მა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვით. 2017 წლის 5 თვეში კი 12%-მა. რატომ ვერ სარგებლობენ შშმ პირები სამედიცინო მომსახურებით, განსაკუთრებით კი საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტით? - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” კვლევის ავტორებმა სხვადასხვა გარემოებები შეისწავლეს. ერთ-ერთი მიზეზი ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემაა. კვლევაში წერია, რომ საყოველთაო ჯანდაცვა სრულად არ ფარავს საჭირო კვლევების საფასურს. მათ შორის, თირკმლის გამოკვლევებსა და უროლოგიური პრობლემების კვლევას, რომელიც ყველაზე ხშირად, ეტლით მოსარგებლე ადამიანებს სჭირდებათ. ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემაა ზრდასრული შშმ პირებისთვის რეაბილიტაციის არარსებობა. კვლევაში წერია, რომ განსაკუთრებით ცერებრალური დამბლის მქონენი ამბობენ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა წელიწადში მინიმუმ 1 სარეაბილიტაციო კურსის გავლას საჭიროებს:”თუმცა, იმის გამო, რომ ქვეყანაში არ არსებობს ზრდასრულთათვის მსგავსი მომსახურება, შშმ პირებს საზღვარგარეთ უწევთ გასვლა. ეს კი, ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული”, - წერია კვლევაში. სამედიცინო დაწესებულებების პერსონალი - კვლევის ყველა მონაწილე საუბრობს პერსონალის კვალიფიკაციის დაბალ დონეზე. ხშირად, კლინიკის თანამშრომლები შშმ პირებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან, რადგან მათ არ აქვთ არც ცოდნა და არც ინფორმაცია ამ საკითხებზე. ასევე, კვლევის ავტორების ინფორმაციით, შშმ ბენეფიციარები მედპერსონალის მხრიდან შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებასაც აწყდებიან. მისაწვდომობის და ინფრასტუქტურის პრობლემა - ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რის გამოც, ხშირად შშმ პირები სამედიცინო მომსახურების მიღებას ვერ ახერხებენ. “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” კვლევის ფარგლებში, ამ საკითხზე მომუშავე ადამიანებმა თბილისის 15 სამედიცინო დაწესებულება შეამოწმეს, მათ შორისაა ღუდუშაურის, ავერსის, ტატიშვილისა და იაშვილის სახელობის კლინიკები; მათგან მხოლოდ ორ სამედიცინო დაწესებულებას აქვს მისაწვდომი სანიტარული კვანძები(15%). 85%-ს - არ აქვს. ასეთივე პრობლემატური საკითხია არაადაპტირებული გარემო მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის. 15 დაწესებულებიდან მხოლოდ ერთში იყო ნაწილობრივ გათვალისწინებული მხედველობის პრობლემის მქონეების მისაწვდომობის ნორმები. დანარჩენში - არა. კვლევით ირკვევა, რომ აღნიშნული დაწესებულებიდან 75%-ს არ აქვს სათანადო პირობები, რომ ეტლით მოსარგებლეებმა და მცირე მობილობის მქონე შშმ პირებმა შეძლონ ავტომანქანის პარკირება და შენობამდე დამოუკიდებლად გადაადგილება. ასეთივე ხარვეზები აქვს კლინიკებს შენობის შიგნითაც. მართალია ლიფტის, ფოიეს ან დერეფნების უდიდესი ნაწილი მისაწვდომობის დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება, მაგრამ უსინათლო და მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის ეს სივრცეები სრულიად მიუწვდომელია. “უკლებლივ ყველა ობიექტზე საგანგაშო ვითარებაა ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული რისკებისგან შშმ პირების დაცვის მხრივ. პერსონალმა არ იცის, როგორ უნდა მიაწოდონ ამ დროს შშმ პირებს ინფორმაცია და როგორ უზრუნველყონ მათი ევაკუაცია შენობიდან”, - აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, კობა ნადირაძემ. კვლევის ავტორების რეკომენდაციაა, პარლამენტმა გააძლიეროს ზედამხედველობა მთავრობის მიერ შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციით(გაეროს შშმ პირთა უფლებების) ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებაზე. ასევე, მოხდეს, ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება(რომელიც შშმ პირებს საშუალებას გაუჩენს, უფლებების დარღვევის შემთხვევაში, სასამართლოს მიმართონ). ასევე ჯანდაცვის სამინიტროსთვის გაცემული რეკომენდაციაა, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა შშმ პირების ინდივიდუალურ საჭიროებებს დაეფუძნოს; სამინისტრომ მოიძიოს ინფორმაცია, იმ სახელმწიფო პროგრამების მისაწვდომობის შეფასებისთვის, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შშმ პირთა ჯანმრთელობის დაცვის და რეაბილიტაციის მომსახურება და ა.შ. კიდევ უფრო რთულდება სამედიცინო მომსახურების მიღება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის - ამის შესახებ, “პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის” წარმომადგენლებმა, ესმა გუმბერიძემ და ოლგა კალინამ ისაუბრეს. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმართვიანობის მხრივ ქალებსა და კაცებს შორის პროცენტული განსხვავებაა და ეს ციფრები ქალების შემთხვევაში 40%-ია, დანარჩენი კი კაცები არიან. ოლგა კალინას განმარტებით, ამას შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. ერთ-ერთი კონფიდენციალობის საკითხია. კვლევით გამოვლინდა, რომ მედპერსონალის ნაწილი ფიქრობს, რომ შშმ ქალი აუცილებლად თანმხლებ პირთან ერთად უნდა იღებდეს სამედიცინო მომსახურებას: ”როდესაც ქალი კლინიკაში თანმხლებ პირთან ერთად მიდის, იგულისმება, რომ ის ავტომატურად ენდობა მას. კლინიკას უნდა ჰქონდეს გაწერილი სტანდარტი, რომ ბენეფიციარისთვის საკუთარ ჯანმრთელობაზე ინფორმაციის მიწოდებისას, მას პერსონალურად ესაუბროს. ეს პრობლემა როგორც მობილობის, ასევე ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალების შემთხვევაში აქტუალურია”. ასევე, არსებობს პრობლემები შშმ ქალთა მშობიარობის კუთხით. ოლგა კალინას თქმით, მათ 99%-ს ავტომატურად საკეისრო ოპერაცია უკეთდება, რადგან მედპერსონალი საფუძვლიანად არ იკვლევს, შესაძლებელია, თუ არა ბუნებრივი მშობიარობა: ”იმის გამო, რომ მედპერსონალს არ აქვს შესაბამისი ცოდნა და ინფორმაცია, შშმ ქალებს ავტომატურად საკეისროს უკეთებენ, მიუხედავად იმისა, რომ საკეისროს შემთხვევაში, გართულებების რისკი 21%-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ბუნებრივი მშობიარობის დროს”, - ოლგა კალინას თქმით, კლინიკებს უნდა ჰქონდეთ გაწერილი რეგულაციები, როგორ მოემსახურონ შშმ ქალებს, რათა მათი ღირსება არ შეილახოს და უფლება არ დაირღვეს. ამავე თემაზე: ცრუ რწმენები ქალებზე - როცა საკუთარ ჯანმრთელობას ვერ იცავ კვლევის პრეზენტაციაზე ასევე იმყოფებოდა “ჯო ენის” სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მიხეილ ჩხაიძე. მან ისაუბრა “ჯო ენის” პრიორიტეტებზე და მზაობა გამოთქვა შშმ პირთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში შეიძინეს უახლესი ტექნოლოგიის გინეკოლოგიური სამედიცინო სავარძელი, რომელიც შშმ ქალებს აღნიშნული მომსახურების მიღებაში დაეხმარება. აღნიშნული კვლევა მომზადებულია პროექტის: "ადვოკატირება საკანონმდებლო და სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ინკლუზიური ჯანდაცვის და აბილიტაცია-რეაბილიტაციის სერვისების ხელმისაწვდომობის" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით.

ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/262472/

---

 

23.03.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/ratom-aris-saqartvelo-haeris-dabidznurebit-gamowveuli-sikvdilianobit-mesame-adgilze/17882/

რატომ არის საქართველო ჰაერის დაბიძნურებით გამოწვეული სიკვდილიანობით მესამე ადგილზე

ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს და 2016 წელს აშშ-ში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კვლევას ეყრდნობა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ მსგავსი დაავადებების გამომწვევი მიზეზი ძირითადად დახურულ სივრცეში არსებული ჰაერის დაბინძურებაა: "ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება და ის ფაქტი, რომ 111-ე ვართ 180-დან, უდიდესი პრობლემაა და უნდა მოვუაროთ ავტოსატრანსპორტო საშუალებების და საწვავის ხარისხის კონტროლით. მაგრამ რაც შეეხება საქართველოს მე-3 ადგილს მსოფლიოში, ზოგადად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების მიხედვით, ამ თემაზე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეს დაავადებები არის ძირითადად დახურულ სივრცეში, შენობებს შიგნით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული: 1. გასათბობად შეშის გამოყენების და 2. თამბაქოს წევის გამო. შესაბამისად, ქვეყნის გაზიფიკაციის დასრულება და თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება 1 მაისიდან "თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი შენობების" მიმართულებით - არის ის ორი რეალური გზა, რომელიც ჩვენს ათასობით თანამემამულეს გადაარჩენს ნაადრევი და მტანჯველი სიკდილისგან”, - წერს აკაკი ზოიძე საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

---

 

23.03.2018

მედიასაშუალება: http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/7997-gorissocialurimomsakhurebissaagentosufrosmamoqalaqesthavkhediutsoda

გორის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა მოქალაქეს ,,თავხედი" უწოდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის ოფისში ერთ-ერთ ქალბატონს ხელმძღვანელმა თავხედი უწოდა. კამათის ამსახველი აუდიომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თვითმხილველმა მიაწოდა. თვითმხილველის თქმით, სოციალურ მომსახურების სააგენტოში არსებული სიტუაციის გამო, იძულებული გახდა ყველაფერი მობილურ ტელეფონში ჩაეწერა. აუდიომასალის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში მცხოვრები ბავშვის მეურვე, ობლად დარჩენილი შვილიშვილის დახმარების ვერ აღების გამო, სააგენტოს უყურადღებობაში ადანაშაულებდა. ის ამბობდა, რომ სააგენტოდან ,,ლიბერთი ბანკში" საბუთები არაა გადაგზავნილი, რადგან თურმე სააგენტოს სპეციალისტი ავად იყო: ,,მე ბანკში მითხრეს, რომ წერილი ჯერ არ გადაგიგზავნიათ, იმიტომ, რომ თანამშრომელი გყოლიათ ავად" - ეუბნებოდა ქალბატონი სააგენტოს ხელმძღვანელს. სააგენტოს ხელმძღვანელი კი, მას დაემუქრა, რომ ამ ბრალდებისთვის სასამართლოში იჩივლებდა. კამათის დროს, სააგენტოს ხელმძღვანელმა მას თავხედი უწოდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი თეა თედელური მსგავს ფაქტს ვერ იხსენებს და აღნიშნავს, რომ მედიასაშუალების წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლებს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოძებნა აღნიშნული ქალბატონი. მისი სახელი და გვარი ფაქტის შემსწრე უფლებადამცველმა დაიმახსოვრა. ქალბატონი, რომელიც შვილიშვილის მეურვე გახდა, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. ,,ეს ამბავი მოვაგვარე უკვე, დახმარებას იღებს ბავშვი, მაგრამ ეხლა ერთი რაც შემიძლია გითხრათ, ასე არ უნდა ექცეოდნენ ადამიანებს. დაე, თუნდაც ქვეყანამ გაიგოს," - გვითხრა მან.

---

 

23.03.2018

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=68&id=67009

„უცნობი დარჩა შინდისში წამოსული ექიმი ქალების გმირობა!“ - დეკანოზი ანდრია აგვისტოს ომს იხსენებს!

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ 2008 წლის აგვისტოს ომი და უცნობი გმირების ისტორია გადაცემა „რეაქციაში" გაიხსენა. „2008 წელს მე და ჩემი მეგობარი წავედით გორში, გზაში ვიყიდეთ გაზის ბალონები, ვიყიდეთ პური და საწვავი. წავედით ძეგვის გზიდან, რა თქმა უნდა, აქედან გადაკეტილი იყო. გორში ჩასულები შევხვდით ამ სიმძიმეს, რაც მაშინ გორში იყო, ქუჩაში დარჩენილი მოხუცები პურის რიგში ჩადგნენ მანქანასთან. მეუფეს გადავეცით ეს საწვავი, სანამ იქ ვტრიალებდით ჩვენთან მოვიდა ერთი კაცი, რომელმაც გვითხრა, რომ დაჭრილი ჯარისკაცები ჰყავს შინდსიში მეოთხე დღეა. არც წამალი აქვს და უკვე ცხელოდა. სახლში ჰყავდა შეფარებული. ეს არის ცნობილი სენაკის ბატალიონიდან გადარჩენილი ჯარისკაცები, მაშინ ჩვენ 5 ჯარისკაცი გამოვიყვანეთ. აი ამ უვაჟკაცესმა ქალბატონმა, გიგა ოთხოზორიას დედამ თქვა, რომ ბევრი ადამიანის გმირობა ჩაიკარგა და გამოჩნდა არანაკლები გმირობა, რაც ჩვენ სხვებზე ვიცით. სწორედ ასე უცნობი დარჩა ჩვენთან ერთად შინდისში წამოსული ექიმის გმირობა, რომლებიც გორის ჰოსპიტალიდან წამოგვყვნენ. დიახ, ბევრი გმირის ისტორია არ იცის საქართველომ. ძალიან დიდ აღტაცებას და პატივს იმსახურებენ ეს ქალბატონები, რომლებიც უდიდესი რისკის ქვეშ წამოვიდნენ. მამაკაცებს შეიძლება არ გვიკვირდეს რისკი და ბევრს არ ვყვებოდეთ ამის შესახებ, მაგრამ... ეს კაცი, რომელიც დაგველაპარაკა ფეხით გაუყვა გადახრიოკებულ რეგიონს, სადამდეც 12 კილომეტრი იყო. არც დაგველოდა ჩვენ რას ვიზამდით, გაგვაფრთხილა და წავიდა, რომელსაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაჭრილი ჯარისკაცები შეფარებული ჰყავდა. მაშინ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე კახა ლომაია იყო. მივმართეთ მას, მივმართეთ ბორისოვს, ასევე იყო მეორე გენერალი, რომელიც უხასიათო აღმოჩნდა და საერთოდ არც დაგველაპარაკა. მიუხედავად იმისა, რომ იქ წასვლის ნებართვას არავინ გვაძლევდა, მაინც უნდა წავსულიყავით, მაგრამ მაინც წავედით. ბოლოს ერთმა რუსმა კაპიტანმა თუ ვიცე-პოლკოვნიკმა გამოგვაყოლა „უაზიკის" ტიპის ავტომანქანა რამდენიმე რუსი ჯარისკაცით, რადგან სანამ შინდისში ჩავიდოდით რამდენიმე შიარაღებული ბლოკპოსტი უნდა გაგვევლო. ლომაიამ რაც მოახერხა ის იყო, რომ ორი სანიტარის მანქანა გამოაყოფინა ჰოსპიტალს და კოლონით გავემართეთ. ეს ქალებიც ჩვენთან ერთად იყვნენ, საოცარი იყო მათი დამოკიდებულება მივაღწიეთ იქამდე. პირველ ბლოკზე დიდ გაუგებრობაში აღმოვჩნდით, იმ ჯარისკაცებს შორის რომლებიც ჩვენ მიგვაცილებდნენ და ვინც ბლოკპოსტზე იყვნენ, მოხდა კონფლიქტი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთმანეთს იარაღი გადაუტენეს და ეს ქალები არანაკლებ თავდადებულად იქცეოდნენ. რომ ჩავედით იქ, ჯარისკაცების ჭრილობები საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში იყო უკვე იმიტომ რომ ძალიან ცხელოდა. ეს ქალები ჯარისკაცებს საკუთარი შვილებივით ექცეოდნენ და ყველანი გადარჩნენ. მე ვეცადე მომეძებნა. გადაცემაში ამ ამბის მოყოლის მთავარი მოტივაციაც ეს იყო. მქონდა მოძებნის მცდელობა, მივმართე  ჯანდაცვის სამინისტროს  და შსს-ს. ძალიან სასიხარულო იქნება თუ ვინმე გვეტყვის სახელებსა და გვარებს და ამ ადამიანებს გამოარჩევს", - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

26.03.2018

მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი

ღია წერილის პროლოგი საქართველოს ჯანდაცვის მონსტრის მოადგილეს ზაზა სოფრომაძეს!!!

სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელსაც საქართველოში ყველაზე დიდი ბიუჯეტი აქვს, ზაზა სოფრომაძე და მის გუნდი წლებია, ხელმძღვანელობენ! საკააშვილის რეჟიმის დროს სოფრომაძე საპენსიო ფონდს განაგებდა, მაგრამ...2006 წლის 18 ოქტომბერს იგი ფონდის 4 თანამდებობის პირთან ერთად დაიჭირეს და "სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა" და "ქრთამის აღების" ბრალდებით 7 თვით ვირის აბანოში მიაბრძანეს. ზაზა სოფრომაძეს სააკაშვილის დროს მეორეჯერაც სტაცეს ხელი - 2012 წლის 27 ივლისს, თუმცა მალევე გამოუშვეს. მას შემდეგ, რაც ნაცსექტა აძაღლდა და 2012 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილი ჩაირეცხა, ზაზა სოფრომაძეს ერთხელაც არ გასჩენია სურვილი, თავის უდანაშაულობა ახალი ხელისუფლების ძალოვან სტრუქტურებში დაემტკიცებინა და საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოეხდინა. დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომელსაც სოფრომაძე ხელმძღვანელობს, სურათი დაახლეობით ასეთია - სააგენტოში დასაქმებული ადამიანების გარკვეული კეტეგორია პარალელურად სხვადასხვა კლინიკებისა და საავადმყოფოების ხარისხის კონტროლში მუშაობენ, ანუ პიროვნება, რომელიც კონკრეტული საავადმყოფოდან სააგენტოს მიმართავს - ესა და ეს ოპერაცია დამიფინანსეო! - ხშირად თავადვე მუშაობს ზაზა სოფრომაძის უწყებაში და პირადად წყვეტს, რა დააფინანსოს და რა - არა!.. ეტყობა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ან "ზაპოი" აქვს "აკიდებული" და წარმოდგენა არა აქვს, რა ხდება მის უწყებაში, ანდა ყველაფერი იცის და თვითონაც საქმეშია გასული!

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5124277&name=26.03.2018+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

26.03.2018

მედიასაშუალება:  კვირის პალიტრა

პატარა ანუკას სევდიანი ისტორია

ბევრი ტკივილია ამქვეყნად, მაგრამ ბავშვის ტკივილს და ცრემლს ვერაფერი გადაწონის. ამჯერად დახმარება ისეთ გოგონას სჭირდება, რომელსაც ქვეყანა სანთელივით უნდა უფრთხილდებოდეს, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ არის. მას გულგრილობა ბედისწერასავით ექცა - მისი მამაც გულგრილობას შეეწირა, როცა სამსახურის გაუქმების გამო უფუნქციოდ დარჩა. ქვეყანაში მილიონობით ლარი თანამდებობის პირთა პრემიებში იხარჯება, ამ გოგონას დედა კი 5 000 ლარს ვერ შოულობს, რომ ერთადერთ შვილს ოპერაცია გაუკეთოს. არადა, საღ-სალამათ გოგონას ტერფების პათოლოგიის გამო სხეულის ისეთი დეფორმაცია დაეწყო, შესაძლოა, მალე სიარულიც ვეღარ შეძლოს. ასე რომ, ოჯახი იმ უბრალო ადამიანების იმედადღაა, რომელთაც ჩვენი წერილებით არაერთი ბავშვი გადაურჩენიათ. ამ ლამაზი გოგონას, ანუკა ძინძიბაძის ამბავსაც დედამისი გიამბობთ. ლალი ლომაძე: - არ ვიცი, როგორ დავიწყო... არც ერთ დედას არ ვუსურვებ ამ საშინელების გადატანას... საღ-სალამათ ბავშვს ტერფებისა და კიდურების დეფორმაცია ისე სწრაფად დაეწყო, გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი, არადა, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე გარდამეცვალა და მაინცდამაინც არ მილხინს, ვმუშაობ და ერთადერთი შვილისთვის არაფერი დამიკლია - არც ექიმი, მაგრამ, საუბედუროდ, არც ერთ ექიმს არ უთქვამს, რომ ჩემს შვილს ტერფების მძიმე პათოლოგია ჰქონდა, რომელმაც ახლა იჩინა თავი. ანგელოზივით ბავშვი თვალსა და ხელს შუა შეიცვალა - ტერფების შემდეგ მუხლებისა და ხერხემლის დეფორმაცია და ტკივილი დაეწყო. ექიმიდან ექიმის კარზე თვეების განმავლობაში დავდიოდი და დიაგნოზს ვერ ადგენდნენ.…მერე, როგორც იქნა, ერთმა ექიმმა მითხრა, ბავშვს ტერფების რენტგენი გადაუღე და ვნახოთ, რა იქნებაო. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ანას კოჭის სახსარში ჰქონია თანდაყოლილი პათოლოგია, რომელმაც მხოლოდ მაშინ იჩინა თავი, როცა გაიზარდა და ტერფს დიდი წონით დააწვა. ახლა ამას ერთადერთი რამ შველის - ბავშვს ოპერაცია სჭირდება, კოჭებში იმპლანტები უნდა ჩაედგას და დეფორმაცია შეჩერდება, მაგრამ ოპერაცია როგორ უნდა გაკეთდეს, როცა იმპლანტების შესაძენი თანხა არ გამაჩნია! ორივე იმპლანტი 2000 დოლარი ღირს, მაგრამ ამ თანხის შოვნა ჩემთვის შეუძლებელია. ბანკის ვალსაც ვერ ავიღებ, რადგან სტაბილური სამუშაო არ მაქვს… - იმპლანტები თქვენ რატომ უნდა შეიძინოთ, ხომ არსებობს საყოველთაო დაზღვევა, რომელიც ოპერაციებს აფინანსებს?! - კი, არსებობს, მაგრამ ამ პროგრამაში იმპლანტები გათვალისწინებული არ არის. ალბათ, სახელმწიფოს ჰგონია, რომ იმპლანტებს ადამიანები მხოლოდ გასალამაზებლად ხმარობენ და იმიტომაც გადაწყვიტეს, არ დააფინანსონ, ჩემს შვილს კი ეს სიცოცხლისთვის სჭირდება! ანა ძალიან ნიჭიერი გოგოა. მასწავლებლები მეუბნებიან, ბავშვი მათემატიკური ნიჭით არის გამორჩეული და დიდ წარმატებებს მიაღწევსო, მაგრამ რომელ წარმატებაზეა ლაპარაკი! თუ ოპერაცია ვერ გავუკეთე, სხეულის დეფორმაციის გამო ვეღარასოდეს გაივლის... ამის გაცნობიერება სიკვდილზე უარესია... ხანდახან სიცოცხლე აღარ მინდა, მაგრამ ბავშვი ვის შევატოვო? ვის აღარ მივადექი, მაგრამ ყველამ ხელები გაშალა - ჩვენ იმპალანტების დასაფინანსებელი თანხა არ გვაქვსო! ის თანხა ხომ აქვთ, პრემიები რომ გამოიწერონ, თანაც ბევრად მეტი, ვიდრე ჩემს შვილს სჭირდება?! ამ უსულგულობამ ერთხელ უკვე მიაყენა უდიდესი ტრავმა ჩემს ოჯახს - ანას მამაც გულგრილობას შეეწირა. ისიც განსაკუთრებულად ნიჭიერი იყო. რა კონკურსები არ გაიარა სამსახურისთვის, ყველგან უმაღლეს ქულას იღებდა, მაგრამ ბოლოს ეუბნებოდნენ, კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეთო. ჰოდა, ახალგაზრდა კაცს გული გაუსკდა. ახლა შვილის გადარჩენა მინდა და მხოლოდ ხალხის იმედი მაქვს, ჩემნაირი ხალხის, რომელიც შვილს გადამირჩენს და მისთვის თუნდაც მცირეოდენ თანხას გაიმეტებს. თიბისი ბანკი ანგარიში: GE26TB7895145061100086 მიმღები: მარეხი კურატიშვილი ტელეფონი: 551 559944

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5124274&name=26.03.2018+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

26.03.2018

მედიასაშუალება:  კვირის პალიტრა

"ქუჩაში გლური კანონებია, ყველა ცდილობს სხვას აჯობოს"

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5124283&name=26.03.2018+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

24.03.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

მკვლელი ინტერნეტთამაშის კურატორები ბავშვებს მობილურით ეძებენ

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5122047&name=24.03.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

--- 

 

24.03.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

მთავრობის საპენსიო სისტემა 350 000 ადამიანს უპენსიოდ დატოვებს

ფრაქცია "ქართული ოცნება" - "სოციალ დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი დაახლოებით 350 000-მდე ადამიანს უპენსიოდ დატოვებს და ამიტომ იგი ახალ მოდელს სთავაზობს. „საპენსიო რეფორმის ჩვენი ვარიანტი უკავშირდება უფრო მეტად რეფორმას, ვიდრე საპენსიო ფონდის განვითარებას. ჩვენ თუ დავაკვირდებით მთავრობის შემოთავაზებას ეს დოკუმენტი იხრება საპენსიო ფონდის შექმნისკენ. ჩვენი ვარიანტის მთავარი განსხვავება ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც სისტემაში ჩაერთვებიან 2019 წელს, უკვე 2020 წელს, მიიღებდნენ გაზრდილ პენსიას. ჩვენ თუ ავიღებთ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს იქ პენსიას მიიღებენ ის ადამიანები რომლებიც 20 წლის განმავლობაში აგროვებდნენ პესიას და 20 წლის დაგროვების შემდეგ მიიღებდნენ გაზრდილ პენსიას. ჩვენს შემთხვევაში კი გაზრდილი პენსიის აღება მეორე წელსვე გახდება შესაძლებელი“ ,- განცხადა ბექა ნაცლიშვილმა. მისი თქმით, რომ თაობათა შორის სოლიდარობის საფუძველზე შეიქმნება საპენსიო სისტემა, რომელიც გულისმობს პენსიების გაცემას სწორედ სტაჟის მიხედვით. „თაობათა შორის სოლიდარობა გულისმობს იმას, რომ შვილების თაობა პენსიას უხდის მშობლების თაობას და ესე გრძელდება ყოველთვის. ეს არ არის დამოკიდებული ფონდებზე, ფასიან ქაღალდებზე და ა.შ. ეს არის მარტივი მექანაიზმი რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავამუშავოთ და იქნება ყველაზე მდგრადი“, - განცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5122385&name=24.03.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---