ქალბატონო ნანა,
თქვენი მინდინარე წლის 16 დეკემბრის N01-24173 წერილის პასუხად, გიგზავნით ინფორმაციას „ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების“ 2016 წლის ანგარიშთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ივნისის N264 დადგენილებით დამტკიცდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესი და პირობები. წესი გავრცელდა: - „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალზე (ექიმი, ექთანი), რომლის შრომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება;
- მაღალმთიან დასახლებებში „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის – „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტის ფარგლებში, შესაბამისი მიმწოდებლები (სოფლის ექიმი, სოფლის ექთანი);
- სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მაღალმთიან დასახლებაში მომუშავე სამედიცინო პერსონალზე (ექიმი, ექთანი);
- მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მფლობელობაში არსებულ შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალზე (ექიმი, ექთანი): შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“; შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო“; შპს „მანგლისის საავადმყოფო-პოლიკლინიკა“; შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფო“.
პატივისცემით,
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი  მარინა დარახველიძე
|