KA030131673678215

№ 01-7740 04 / მაისი / 2015 წ.
სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი)
უფროსს ქალბატონ ნანა ქავთარაძეს


ქალბატონო ნანა,

განვიხილეთ თქვენი მიმდინარე წლის 31 მარტის N01-5602 წერილი სამინისტროს სისტემაში გაფორმებულ საერთაშორისო და უწყებათაშორის ხელშეკრულებებსა და დონორ ორგანიზაციებთან ხელმოწერილ დოკუმენტებთან დაკავშირებით და გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2010 წლის 17 სექტემბრის N2/14478-01 წერილით მომართვის საფუძველზე (იხ. დანართი), 2011 წლიდან ახორციელებს საწევრო გადასახადებისა და დავალიანებების თანხების გადახდას საერთაშორისო ორგანიზაციებში, კერძოდ:

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენცია თამბაქოს კონტროლის შესახებ (WHO FCTC)
  • შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)
  • წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC)
  • გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA)
  • გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)

 

პატივისცემით,

 

ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
ნოე ქინქლაძე