KA030151190528715

№ 01-7249 27 / აპრილი / 2015 წ.
სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) უფროსს ქალბატონ ნანა ქავთარაძეს


ქალბატონო ნანა,

თქვენი მიმდინარე წლის 31 მარტის № 01-5602 წერილის პასუხად, რომელიც შეეხება მიმდინარე ინვენტარიზაციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში გაფორმებული საერთაშორისო და უწყებათაშორისი ხელშეკრულებებისა და დონორ ორგანიზაციებთან ხელმოწერილი დოკუმენტების წარმოდგენას, გიგზავნით შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში არსებული პროგრამებისა და მემორანდუმების სრულ ჩამონათვალს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად:

       1.საფინანსო შეთანხმება ,,დასაქმებისა და პროფესიული განათლებისა და გადამზადების’’ ევროკავშრის სექტორული რეფორმის მხარდამჭერი პროგრამის თაობაზე;

1.1 ევროკავშირისდასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტი’’;

1.2 ტვინინგის პროგრამის პროექტი ,,დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“ (ხელი მოეწერება სავაუდოდ მაისის ბოლოსთვის);

     2. აშშ-ს პროექტი ,,შრომის კანონმდებლობის დაცვის გაუმჯობესება საქართველოში’’ (ახორციელებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია);

       3. ლატვიის ურთიერთგაგების მემორანდუმი ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის კეთილდღეობის სამინისტროს შორის’’.

 

იხ.დანართი: 238 ფურც.

 

პატივისცემით,

 

შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
ელზა ჯგერენაია