|
|||||
|
|||||
|
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
|
|||||
|
,,სოციალური პარტნიორობის სამმხრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის N258 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის, ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა და ,,ნ“ ქვეპუნქტებისა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომის ოქმის“ 2016 წლის 11 აპრილის N1 სხდომის ოქმის IV ნაწილის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დავალების შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი (შემდგომში - სამუშაო ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით: ა) ელზა ჯგერენაია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი; ბ) თორნიკე დვალი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მრჩეველი, სამუშაო ჯგუფის წევრი; გ) ირინა კვაჭანტირაძე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის საჯარო და სისხლის სამართლის სამმართველოს მრჩეველი, სამუშაო ჯგუფის წევრი; დ) ოთარ კონჯარია - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი; ე) თამარ სამხარაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი; ვ) თეა სონიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რეგულირების გავლენისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი; ზ) ეთერ მათურელი - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი; თ) ირაკლი ამირანაშვილი - საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, სამუშაო ჯგუფის წევრი; ი) რაისა ლიპარტელიანი - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამუშაო ჯგუფის წევრი; კ) თამარ სურმავა - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი; ლ) ნიკა კაკაშვილი - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის დაცვის მთავარი ტექნიკური ინსპექტორი, სამუშაო ჯგუფის წევრი; მ) გიორგი ჭანტურიძე - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ეკონომისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი; ნ) მიხეილ კორძახია - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, სამუშაო ჯგუფის წევრი; ო) ლაშა ლაბაძე - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, სამუშაო ჯგუფის წევრი; პ) მიხეილ ჭელიძე - საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი, სამუშაო ჯგუფის წევრი; ჟ) ნიკოლოზ ნანუაშვილი - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ანალიტიკური მიმართულების მენეჯერი, სამუშაო ჯგუფის წევრი; რ) ნათია ქუტიძე - ქალდამსაქმებელთა ასოციაციის გამგეობის წევრი, სამუშაო ჯგუფის წევრი; ს) ლევან სილაგავა - საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე, სამუშაო ჯგუფის წევრი. ა) სამუშაო ჯგუფის წევრების თანასწორობა და დამოუკიდებლობა; ბ) სამუშაო ჯგუფის წევრების ინტერესების პატივისცემა; გ) კოორდინაცია და პასუხისმგებლობა; დ) ინფორმირებულობა; ე) დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულება; ვ) კონსენსუსი.
მინისტრი დავით სერგეენკო |