|
||||
|
||||
|
იურიდიული დეპარტამენტის უფროსს,
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ქალბატონ ნათელა ხმალაძეს |
||||
|
|
||||
|
ქალბატონო ნათელა, სოციალური დაცვის დეპარტამენტმა განიხილა თქვენი 2018 წლის 5 ივნისის N01-12548 წერილი ,,ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ - ელექტრონული მთავრობის პროგრამაში ატვირთულ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტთან დაკავშირებით. დეპარტამენტის კომპეტენციის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ შშმ
პირთა შეფასებისა და სტატუსის მინიჭების სისტემის რეფორმირება საკმაოდ
შრომატევადი და რთული პროცესია, რაც მოითხოვს თითოეული
ღონისძიების ეტაპობრივად გაწერას კონკრეტული ვადების მითითებით.
შესაბამისად, ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის
მიერ მომზადებული იქნა შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის
განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგიისა და სისტემის პილოტირების სამოქმედო
გეგმა, რომელშიც გაწერილი აქტივობები თანხვედრაშია ,,ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის) დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აპრილის N182 დადგენილებით დამტკიცებულ აქტივობებთან და შესრულების ვადებთან. ხოლო წარმოდგენილი პროექტით (გეგმის 252-ე პუნქტის ქვეპუნქტი252.1.) განსაზღვრულ
ვადებში დაგეგმილი ღონისძიებების შესრულება უკვე მითითებულ ვადებს
სცდება. ამასთან, რამდენადაც სამოქმედო გეგმის შემოთავაზებული პროექტი
მოიცავს მხოლოდ 2018 წელს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, 252-ე პუნქტის
ქვემოჩამოთვლილი საკითხები განისაზღვროს ,,ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის) დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აპრილის N182 დადგენილებით დამტკიცებული აქტივობებისა და ვადების შესაბამისად, კერძოდ:
სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ნინო ოდიშარია |