KA030194883070318

№ 01-14216 25 / ივნისი / 2018 წ.
იურიდიული დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ნათელა ხმალაძეს


ქალბატონო ნათელა,

თქვენი მიმდინარე წლის 5 ივნისის N01-12548 წერილის პასუხად, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, გიგზავნით კომენტარებს ,,ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტთან დაკავშირებით.

გამომდინარე იქიდან, რომ 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დაწყებულია უსაფრთხო სისხლის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განახლება, რომელიც ითვალისწინებს სტრატეგიით დაგეგმილი ღონისძიებების ვადების გადახედვას, რასაც ემატება ის გარემოება, რომ ევროკავშირმა თანხმობა განაცხადა, მხარი დაუჭიროს საქართველოს სისხლის უსაფრთხოების კანონმდებლობის ევროკავშირის რელუგაციებთან ჰარმონიზებაში, რაც გამოიხატა პირველ ეტაპზე ევროკომისიის მოკლევადიანი დახმარების ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში სისიხლის უსაფრთხოების ექსპერტთა ვიზიტის დაგეგმვით (18-20 ივნისს) საქართველოში, ხოლო, შემდგომ ეტაპზე - შესაძლო გრძელვადიანი საკონსულტაციო დახმარებით 
 (Twining), მიზანშეწონილად გვესახება, დაკორექტირდეს სამოქმედო გეგმის შესაბამისი პუნქტები, კერძოდ - სამოქმედი გეგმიდან ამოღებულ იქნას 255-ე და 261-ე პუნქტები, ხოლო 260-ე პუნქტში განხორციელდეს ცვლილება და დაგეგმილი აქტივობა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „ევროკომისიის ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში, საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის საქმიანობის კანონმდებლობის გადახედვა და რეკომენდაციების შემუშავება“ (შესაბამისი ცვლილებებით გეგმის თანმდევ სვეტებში).  

ასევე, სასურველია, განკარგულების პროექტს დაემატოს 257.4 აქტივობა, რომელიც  შიდსისა და ტუბერკულოზის მართვის 2019-2022 წლების სტრატეგიების შემუშავებას ითვალისწინებს.  

258.1 აქტივობას კომენტარების ველში ჩაემატოს "
აქტივობების დაფინანსება ასევე განხორციელდება FCTC 2030 პროექტის ფარგლებში".

259.1 დაგეგმილი აქტივობების ველი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად "
ევროკომისიის ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში, ადამიანის ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების დონაციასთან დაკავშირებული ეროვნული რეგულაციების შეფასება ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივებთან N2004/23/EC, N2010/53/EC და ევროკომისიის დირექტივებთან N2006/17/EC, N2006/86/EC დაახლოების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება(შესაბამისი ცვლილებებით გეგმის თანმდევ სვეტებში).  

დანართის სახით წარმოგიდგენთ სამოქმედო გეგმის ჩასწორებულ პროექტს, რომელშიც ასახულია ზემოთ აღნიშნული ცვლილებები.

პატივისცემით, 

 

ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
მარინა დარახველიძე