საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო
MINISTRY OF LABOUR, HEALTH AND SOCIAL
AFFAIRS OF GEORGIA
KA030156397674116

საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ფაქსი:(+995 32) 251 00 19; ცხელი ხაზი:(+995 32) 251 00 33; 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 251 00 11; Fax:(+995 32) 251 00 19;Hot line:(+995 32) 251 00 33; 15 05; E-mail: info@moh.gov.ge

   № 01/20624 16 / მარტი / 2016 წ.    
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორს ქალბატონ ირინე ბართაიას


ქალბატონო ირინე,

თქვენი 2016 წლის 4 მარტის N01/7464 წერილის პასუხად, რომელიც შეეხება თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის შრომის, სოციალური უსაფრთხოებისა და დასაქმების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას, გაცნობებთ, რომ აღნიშნულ შეთანხმებას ხელს მოაწერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი ვალერი კვარაცხელია. რაც შეეხება ხელმოწერის თარიღსა და ადგილს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2016 წლის 31 მარტს, 12:00 საათზე.

პატივისცემით,

 

შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი
ელზა ჯგერენაია