|
||||
|
||||
|
სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) უფროსს
ქალბატონ ნანა ქავთარაძეს |
||||
|
|
||||
|
ქალბატონო ნანა, სოციალური დაცვის დეპარტამენტმა განიხილა თქვენი 2015 წლის 31 მარტის N01-5602 წერილი, რომელიც ეხება ინფორმაციის მოწოდებას საერთაშორისო და უწყებათაშორისი ხელშეკრულებებითა და დონორ ორგანიზაციებთან ხელმოწერილი დოკუმენტების შესახებ. კომპეტენციის ფარგლებში, წარმოგიდგენთ მოთხოვნილ ინფორმაციას: 1. „სოციალური პოლიტიკის მიზნებისა და ნორმების შესახებ” კონვენცია 117 (ჟენევა 1962 წლის 6-28 ივნისი) ძალაშია 1998 წლის 21 ოქტომბრიდან. 2. ევროპის სოციალური ქარტია (შესწორებული) სტრასბურგი, 3.V.1996 (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის N 1876 – რს დადგენილებით, საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2005 წლის 1 ოქტომბრიდან) 3. „ხელშეკრულება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ხელმოწერილია: 11.12.1998. ძალაშია 20.11.03. 4. „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებით“ სახელმძღვანელო ხელშეკრულება ხელმოწერილია: 11.12.1998. ძალაშია 20.11.03. 5. შეთანხმება ,,საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სამინისტროს შორის შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ძალაშია 2000 წლის 29 ივლისიდან 6. შეთანხმება ,,საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა უფლებების გარანტიების შესახებ საპენსიო უზრუნველყოფის დარგში“ 7. შეთანხმება ,,საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის საპენსიო უზრუნველყოფის დარგში თანამშრომლობის შესახებ“ ძალაშია 1996 წლის 2 მაისიდან 8. შეთანხმება ,,საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში მოქალაქეთა უფლებების გარანტიათა შესახებ“ ძალაშია 1996 წლის 16 სექტემბრიდან 9. შეთანხმება ,,საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის მოქალაქეთა პენსიით უზრუნველყოფის სფეროში უფლებების გარანტიებზე“ ძალაშია 2002 წლის 28 ივნისიდან 10. შეთანხმება ,,საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ ძალაშია 2002 წლის 14 იანვრიდან 11. შეთანხმება ,,უფლებათა ურთიერთშეცნობის შესახებ მუშაკთათვის დასახიჩრების, პროფესიული დაავადების ან მათი შრომითი ვადლებულების შესრულებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სხვადასხვაგვარი დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე“ (9 სექტემბერი 1994 წ. მოსკოვი) 12. მემორანდუმი ,,ირანის ისლამური რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფის ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თანამშრომლობის შესახებ“ 13. ურთიერთგაგების მემორანდუმი ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და უკრაინის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს შორის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში” ძალაშია 2007 წლის 1 მარტიდან 14. ურთიერთგაგების მემორანდუმი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს , სსიპ ,,სოციალური მომსახეურების სააგენტოს“ და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის - ,,მიზნობრივის სოციალური დახმარების პროგრამის დახვეწისა და სოციალური დაცვის სისტემის უფრო მეტად ბავშვზე ორიენტირების შესახებ“ 15. თანამშრომლობის მემორანდუმი პოლონეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის, ხელმოწერილია 27.10.2014 16. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ბავშვის უფლებათა კონვენცია (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) 17. ბავშვის უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმი ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 27 სექტემბრის N 1675-I ს დადგენილებით (ძალაშია 2005 წლის 28 ივლისიდან) 18. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობის შესახებ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 21.06.2002 წლის N 1571-II ს დადგენილებით) 19. მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 5 თებერვლის N1953-IIს დადგენილებით) 20. ევროპის საბჭოს კონვენცია სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ (ლანსაროტი, 2007 წლის 25 ოქტომბერი), რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 19 მარტის N 2145-II-ს დადგენილებით, ძალაშია 2015 წლის 1 იანვრიდან 21. ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წ. 22 სექტემბრის N 561 დადგენილებით, ძალაშია 1994 წლის 25 ნოემბრიდან) 22. საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 16.04.1999 წლის N 1899 დადგენილებით, ძალაშია 1999 წლის 2 ივლისიდან) 23. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის №1888-ს დადგენილებით, ძალაშია 2014 წლის 12 აპრილიდან) 24. წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია, სტრასბურგი, 26.XI.1987 (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 3 მაისის N 272 – IIს დადგენილებით, საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2000 წლის 10 ოქტომბრიდან) 25. კონვენცია ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ჰააგა, 1993 წლის 29 მაისი, საქართველოში ძალაშია 1999 წლის 1 აგვისტოდან 26. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმი, რატიფიცირებულია საქართველს პარლამენტის 2015 წლის 4 მარტის N 3139-IIს დადგენილებით 27. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაში ცვლილებების შეტანის შესახებ მე-15 ოქმი, რატიფიცირებულია საქართველს პარლამენტის 2015 წლის 4 მარტის N 3138-IIს დადგენილებით 28. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, 1948 წლის 10 დეკემბერი, საქართველოში ძალაშია 1991 წლის 15 სექტემბრიდან
პატივისცემით,
სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ოდიშარია |