ქალბატონო ნანა, თქვენი 2015 წლის 27 აპრილის N01-7250 წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ რომ, სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოში ინახება 2012 წელს გაფორმებული შემდეგი საერთაშორისო ხელშეკრულებები: - ხელშეკრულება Emory University-თან, საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრისთვის ადამიანური რესურსების მომზადების მომსახურების შესყიდვაზე, ,,დიპლომშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის" ასიგნებების ფარგლებში, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 1 000 000 ლარს. ხელშეკრულება გაფორმდა 2012 წლის 19 სექტემბერს და ძალაში იყო 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მხარეების მიერ არ იქნა შესრულებული;
- ხელშეკრულება ,,EMC საერთაშორისო საინფორმაციო სისტემებთან" ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვისათვის საჭირო ლიცენზიების შესყიდვაზე, ,,სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 3 764 500 აშშ დოლარს. ხელშეკრულება გაფორმდა 2012 წლის 27 სექტემბერს და ძალაში იყო 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა სრულად;
- ხელშეკრულება ,,EMC საერთაშორისო საინფორმაციო სისტემებთან" ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვაზე, ,,სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 1 789 531 აშშ დოლარს. ხელშეკრულება გაფორმდა 2012 წლის 27 სექტემბერს და ძალაში იყო 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა სრულად.
წარმოგიდგენთ ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებებს (იხ. დანართები). პატივისცემით,
ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი  ივანე ბიბილაშვილი
|