ქალბატონო ნანა,
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მიერ განხილული იქნა თქვენი მიმდინარე წლის 31 მარტის №01-5602 წერილი, რომელიც შეეხება სამინისტროს სისტემაში გაფორმებული საერთაშორისო და უწყებათაშორისი ხელშეკრულებებითა და დონორ ორგანიზაციებთან ხელმოწერილი დოკუმენტების ფარგლებში (მემორანდუმები, პროექტები, პროგრამები) აღებული ვალდებულებების ინვენტარიზაციის საკითხს.
გაცნობებთ, რომ, დღეისათვის, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს აქვს ინფორმაცია შემდეგი მემორანდუმებისა და საერთაშორისო პროექტების შესახებ:
1. 2014 წელს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი „რეზისტენტული ტუბერკულოზის ახალი მკურნალობის დანერგვა“
„Implementation of new Drug-Resistant Tuberculosis Treatments’’
Memorandum of Understanding between The Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia, JSC “The National Center for Tuberculosis and Lung Diseases” and Médecins Sans Frontières-France
2. 2006 წელს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი „ნეონატალური სერვისის მიმწოდებელთა შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“
„In the capacity development of neonatal service providers in Georgia”
Memorandum of Understanding between The Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia, National Reproductive Health Council, Medical Research Infrastructure Development and Health Services Fund by Chaim_Sheba Medical Center (Israel) and United Nations Children’s Fund (UNICEF) (2006-2010 წწ. პერიოდი).
3. 2015 წლის აპრილში „საქართველოში C ჰეპატიტის ინფექციის ელიმინაციის მრავალწლიანი პროგრამის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გილიად საიენს აიერლანდ უს-სა („გილიადი“) შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი.
This Memorandum of Understanding (this “MOU”) is effective as of April, 2015 (the “Effective Date”) by and between Gilead Sciences Ireland UC (“Gilead”) and the Ministry of Health, Labour and Social Affairs of Georgia (the “MOH”). Gilead and MOH are each referred to individually herein as a “Party” and collectively as the “Parties.”
4. 2014 წლიდან ევროპის საბჭო ევროკავშირის მხარდაჭერით, ახორციელებს ერთობლივ პროგრამას „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“. საქართველოში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, პოლიციისა და სხვა დახურული ტიპის დაწესებულებებში თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების, მათ შორის, ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან დაკავშირებით (ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით).
პატივისცემით,
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

ხათუნა ჩაჩავა