საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030197463047414
             № 01-114/ო 17 / მაისი / 2014 წ.             
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე

,,სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბერის №258 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის,  სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის 2014 წლის 1 მაისის №1 სხდომის ოქმის I ნაწილის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დავალების, ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ  საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქვეპუნქტისა და  მე-19 მუხლის პირველი პუნქტისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი კანდიდატურების გათვალისწინებით,

:

1. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი (შემდგომში - სამუშაო ჯგუფი)  შემდეგი შემადგენლობით:

) დიმიტრი მახათაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;

ბ) პაატა ჟორჟოლიანი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

გ) დავით ივანიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის დასაქმების ხელშეწყობის  სამმართველოს უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

დ) თეა რუსიტაშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ე)  ბექა ნაცვლიშვილი - საქართველოს მთავრობის კანცელარიის პოლიტიკის ანალიზის სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის სამთავრობო გეგმების ინოვაციების  სამსახურის მრჩეველი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ვ)  გოჩა  ალექსანდრია - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ზ) რაისა ლიპარტელიანი - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

თ) კახაბერ კოხრეიძე - საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა  ასოციაციის პრეზიდენტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ი) მიხეილ კორძახია - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, სამუშაო ჯგუფის წევრი.

2. სამუშაო ჯგუფი იქმნება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის საქმიანობის ფარგლებში შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებში არსებული სხვადასხვა პრობლემატიკური საკითხების შესწავლისა და მოგვარების ხელშეწყობის მიზნით.

3. სამუშაო ჯგუფის წევრთა საქმიანობისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები:

ა) მხარეთა თანასწორობა და დამოუკიდებლობა;

ბ) სოციალური პარტნიორის ინტერესების პატივისცემა;

გ) კოორდინაცია და პასუხისმგებლობა;

დ) ინფორმირებულობა;

ე) ვალდებულებათა შესრულება;

ვ) ტრიპარტიზმი;

ზ) კონსენსუსი.

4. სამუშაო ჯგუფმა მოამზადოს და დაამტკიცოს რეგლამენტი, რომლითაც განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესი, შეხვედრების განრიგი და შესაბამისი კონკრეტული აქტივობები.

5. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, ცალკეული საკითხების დამუშავების პროცესში, მოიწვიოს შესაბამისი ექსპერტები, სპეციალისტები და სხვა დაინტერესებული პირები.

6. სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში - სამუშაო ჯგუფის შესაბამისი გადაწყვეტილება/რეკომენდაცია შესაძლებელია წარედგინოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას.

7. სამუშაო ჯგუფი საქმიანობას ახორციელებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში  არსებული პრობლემატური საკითხების მოგვარების მიზნით.

8. სამუშაო ჯგუფს საქმიანობას ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც:

ა) წარმართავს სამუშაო ჯგუფის სხდომებს;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის წევრისათვის შესასრულებელ კონკრეტულ ამოცანებს;

გ) სამუშაო ჯგუფის საქმიანობის პრინციპების დაცვით, ქმნის სამუშაო ჯგუფის ქვეჯგუფს, საკითხის თემატიკის, პრობლემის სირთულის, მასშტაბისა და სხვა გარემოების გათვალისწინებით.

9. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის არ ყოფნის შემთხვევაში, მისი ფუნქციების დელეგირება შესაძლებელია მის მიერ უფლებამოსილ სამუშაო ჯგუფის რომელიმე წევრზე.

10. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქმედებს პარიტეტულობის პრინციპის დაცვით და თითოეულ მხარეს აქვს ერთი ხმა, მიუხედავად სამუშაო ჯგუფში წარმომადგენელების რაოდენობისა.  

11. სამუშაო ჯგუფის სამდივნოს ფუნქციების შესრულება, მათ შორის, სამუშაო ჯგუფის ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარის (შეხვედრების ორგანიზება, ოქმების წარმოება, ექსპერტებისა და სპეციალისტების მოწვევა, სხდომის მასალებით უზრუნველყოფა და სხვა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა) უზრუნველყოფა  დაეკისროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტს.

12. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

მინისტრი
დავით სერგეენკო