საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო
MINISTRY OF LABOUR, HEALTH AND SOCIAL
AFFAIRS OF GEORGIA
KA030140181310515

საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ფაქსი:(+995 32) 251 00 19; ცხელი ხაზი:(+995 32) 251 00 33; 251 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 251 00 11; Fax:(+995 32) 251 00 19;Hot line:(+995 32) 251 00 33; 251 15 05; E-mail: info@moh.gov.ge

   № 01/48998 06 / ივლისი / 2015 წ.    
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს
ქალბატონ ხათუნა თოთლაძეს


ქალბატონო ხათუნა,

საგარეო საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 2 ივნისის N01/20497 და 17 ივნისის N01/22555 წერილების პასუხად, გაცნობებთ, რომ „ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მიმართ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, კომპეტენციის ფარგლებში, შენიშვნები არ გააჩნია. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ კანონით გათვალისწინებული შემდგომი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით, წარმოგიდგენთ უწყებების შენიშვნების მიხედვით ჩასწორებულ „ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტს და შეთანხმების ფურცელს.

დამატებით გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოლაპარაკებები გაიმართოს ნოტების გაცვლის გზით.

 

 

პატივისცემით, 




 

მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე