საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030194207914917
             № 01-167/ო 26 / ივლისი / 2017 წ.             
ინფორმაციული უსაფრთხოების საბჭოს შექმნის შესახებ

„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული  დებულების  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  

 

ვბრძანებ:

 

 

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას ინფორმაციული უსაფრთხოების საბჭო (შემდგომში - საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - საბჭოს თავმჯდომარე;

) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;

) სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი;

) სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი;

) სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;  

) სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტიის უფროსი;

) სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი;

თ) სამინისტროს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;

) სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;

) სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;

ლ) სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

 მ) სამინისტროს სისტემაში შემავალი კრიტიკული ინფორმაციის სისტემის სუბიექტების ხელმძღვანელები.

2. საბჭოს მუშაობაში შეიძლება მონაწილეობდნენ სხვა პირებიც, საბჭოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.

3. საბჭოს ძირითად ამოცანას წარმოადგენს სამინისტროს ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ხელშეწყობა.

4. საბჭოს საქმიანობის ორგანიზება:

ა)  საბჭოს სხდომებს იწვევს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს მუშაობას უძღვება საბჭოს ერთ-ერთი წევრი, მისი დავალებით;

გ) საბჭოს სხდომები მოიწვევა პერიოდულად. საბჭოს სხდომების მოწვევისა და მუშაობის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ ორგანიზებას, მათ შორის საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, რომელიც:

გ.ა) ორგანიზებას უწევს საბჭოს შეხვედრებს. ადგენს დღის წესრიგს, ამზადებს შეხვედრისთვის  საჭირო  დოკუმენტაციას;

გ.ბ) ამზადებს საბჭოს სხდომის ოქმს,  ინახავს მასალებს;

გ.გ) იწვევს საბჭოს წევრებს სხდომებზე;

გ.დ) აწარმოებს საბჭოს წევრთა დასწრების  აღრიცხვას;

გ.ე) ახორციელებს საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკური მუშაობისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებს.

დ) საბჭოს სხდომის გამართვის დროსა და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომის დრო და სხდომის დღის წესრიგი წინასწარ ეცნობებათ საბჭოს წევრებს;
        ე) საჭიროებისამებრ, საბჭო უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები, თემატიკის გათვალისწინებით, განუსაზღვროს ფუნცქიები და ამოცანები;
        ვ) საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს 8 წევრი მაინც. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა;
           ზ) საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.

5. საკითხებს, რომლებიც არ რეგულირდება ამ ბრძანებით და უკავშირდება საბჭოს საქმიანობას, წყვეტს საბჭოს თავმჯდომარე.

              6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


 

მინისტრი
დავით სერგეენკო