| ||||||||
საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზ.144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ცხელი ხაზი: (+995 32) 251 00 26; 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge | ||||||||
| ||||||||
სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის გენერალურ დირექტორს ბატონ ამირან გამყრელიძეს | ||||||||
ბატონო ამირან, გიგზავნით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2019 წლის 29 მაისის №76231 წერილს, რომელიც ეხება მაღალი საფრთხის შემცველ პათოგენებზე მუშაობის მიზნით ევროპის რეგიონული ლაბორატორიის სამუშაო ჯგუფის ფორმირების საკითხს. გთხოვთ, განიხილოთ თანდართული წერილი და მიმდინარე წლის 13 ივნისამდე წარმოგვიდგინოთ შესაბამისი კანდიდატურები (ლაბორატორიის წამყვანი ექსპერტი, რომელსაც აქვს მაკოორდინირებელი ფუნქცია მაღალი საფრთხის შემცველ პათოგენებზე რეაგირებისა და მზადყოფნის მიმართულებით; და მისი ალტერნატივა), საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, ზემოაღნიშნულ სამუშაო ჯგუფში მონაწილების მიზნით. პატივისცემით,
ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი სოფიკო ბელქანია |