KA030183855775219

№ 01-8958 30 / აგვისტო / 2019 წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრს ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს

ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა
და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის
უფროსის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მაია ნიკოლეიშვილის
მოხსენებითი ბარათი

ქალბატონო ეკატერინე,

მოგახსენებთ, რომ 2019 წლის 23 სექტემბერს მიწვეული ბრძანდებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, საყოველთაო ჯანდაცვის საკითხებზე დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით, სადაც გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის სიტყვით გამოსვლა. 

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თქვენი და საქართველოს პრეზიდენტის ერთობლივი შეხვედრები შემდეგი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან: აშშ ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტი; აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები; ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტი; კიბოს ნაციონალური ინსტიტუტი; ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტი.

ნიუ-იორკის ვიზიტის პარალელურად, დაგეგმილია სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში ბავშვთა ეროვნული სამედიცინო ცენტრის მონახულების, ასევე, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ვაშინგტონის ოფისის, 911-ის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის, ოჯახის ექიმთა ამერიკური აკადემიისა და მედიქეარის და მედიქეიდის მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრების გამართვის მიზნით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, სამინისტროს დელეგაცია განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით:

  1. ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
  2. ავთანდილ თალაკვაძე - სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი;
  3. ზაალ კაპანაძე - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მ.შ.;
  4. თინათინ ხარძიანი - მინისტრის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანაშემწე;
  5. ნინო მამალაძე - მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.;
  6. ვალერი ქველაძე - შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

აქვე მოგახსენებთ, რომ სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობა გათვალისწინებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების პროექტში, რომელიც დამტკიცდება უახლოეს პერიოდში.

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველვყობთ თქვენთვის, თინათინ ხარძიანის, ნინო მამალაძისა და ვალერი ქველაძისთვის მივლინების ბრძანების გაფორმებას 2019 წლის 18 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით (18 – 22 სექტემბრი ქ. ვაშინგტონი; 22-26 სექტემბრი ქ. ნიუ-იორკი) და მგზავრობის (ავია-ბილეთების და 22 სექტემბრის ვაშინგტონი-ნიუ-იორკის მიმართულებით მატარებლის ბილეთების ღირებულება), ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში სასტუმროს ღირებულების (ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით), დღიური ნორმისა და დამატებითი თქვენთვის დღიურ ნორმაზე დანამატის ანაზღაურებას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

პატივისცემით,

 

ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
მაია ნიკოლეიშვილი