From : სოციალური ინოვაციების პლატფორმა <socialinnovation@ctc.org.ge>
To : mnikoleishvili@moh.gov.ge
Subject : სოციალური ინოვაციების პლატფორმა - info
Received On : 05.08.2020 13:23

სოციალური ინოვაციების პლატფორმა - info
Facebook
Website

სოციალური ინოვაციების პლატფორმა  კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)-ის  ახალი ინიციატივაა, რომელსაც მხარს უჭერს შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER. პროექტის მიზანია სოციალური ინოვაციების, სოციალური მეწარმობის და სოციალური საწარმოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინტერესის გაზრდა.

უფრო კონკრეტულად, პროექტი მიზნად ისახავს სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული ინოვაციური იდეების განვითარების ხელშეწყობას.  ამ მიზნით, შეიქმნა ვებგვერდი http://socialinnovation.ge/ და ფეისბუქ გვერდი https://www.facebook.com/socialinnovation.ge/, რომელზეც განთავსდება სხვადასხვა სახის თემატური ინფორმაცია და რესურსი. რაც მთავარია, შეიქმნება რამდენიმე თვითმართვადი ელექტრონული კურსი (პირველი მათგანი - სოციალური ინოვაციები ცვლილებებისათვის - ხელმისაწვდომი იქნება აგვისტოდან). ბუნებრივია, ჩვენი მიზნების მისაღწევად, ამ ყველაფერს უფრო კამპანიური ხასიათი ექნება. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. მიმაგრებულ ფაილში.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სოციალური ინოვაციების შესახებ კონკურსის გამოცხადება და მისი ჩატარება. კონკური მიმართული იქნება ინოვაციური იდეებისა და სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერისკენ.  კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია: განათლება, სიღარიბის დაძლევა, ადგილობრივი თემის გაძლიერება და გარემოსდაცვა. კონკურსის იდეა უნდა უკავშირდებოდეს სოციალურ საკითხებს, იყოს მდგრადი და ემსახურებოდეს სოციალური პრობლემების გადაჭრას.

იმედი გვაქვს, პროექტის მიმდინარეობისას, აქტიურად ვითანამშრომლებთ, დაგვიჭერთ მხარს და გაავრცელებთ თქვენი საკომუნიკაციო არხებით ჩვენი პროექტისა და მოგვიანებით კონკურსის შესახებ ინფორმაციას.

ასევე გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/socialinnovation.ge/ და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ესტუმროთ ჩვენს გვერდს: http://socialinnovation.ge/.

Facebook
Website






This email was sent to mnikoleishvili@moh.gov.ge
why did I get this?    unsubscribe from this list    update subscription preferences
Center for Training and Consultancy · 5 Chkheidze st. · Tbilisi 0100 · Georgia

Email Marketing Powered by Mailchimp