From :
To : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>
Subject : FW: EaP post-2020 Deliverables
Cc : Giorgi Bunturi <gbunturi@moh.gov.ge>
Received On : 03.08.2020 07:57

 

 

From: Lela Garsevanishvili
Sent: Thursday, July 30, 2020 5:38 PM
To: Natia Gabitashvili ; kkhandolishvili@mes.gov.ge; vshatberashvili@mes.gov.ge; Maia Nikoleishvili ; Nodar Nadaraia ; d.kalatozishvili@mrdi.gov.ge; Nugzar Dundua ; gakharia@mia.gov.ge; tkacharava@mia.gov.ge; mgabunia@moesd.gov.ge; Ketevan Salukvadze ; Ana Maisuradze ; Eka Kubusidze ; s.chakvetadze@mof.ge; Lasha Inauri ; v.baikova@smr.gov.ge; mdanelia@gov.ge; iaghapishvili@csb.gov.ge; r.charkviani@gmail.com; Giorgi.Dziguashvili@nbg.gov.ge; shorena mezurnishvili ; nchinkorashvili@pog.gov.ge; gukatopchishvili@ssg.gov.ge; NGagnidze@dea.gov.ge
Cc: Salome Shapakidze ; Nellie Shiolashvili ; Bidzina Javakhishvili
Subject: Re: EaP post-2020 Deliverables

 

მოგესალმებით,

 

შეგახსენებთ, რომ ველით თქვენგან კონკრეტულ მიზნებს აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი დღის წესრიგისთვის, რომლებიც ევროკომისიას უნდა წარვუდგინოთ 7 აგვისტოს.

 

გთხოვთ, მომდევნო კვირის დასაწყისში მოგვაწოდოთ თქვენი პრიორიტეტები ინგლისურ ენაზე

Sent from my iPhone



On Jul 16, 2020, at 12:17, Lela Garsevanishvili <lgarsevanishvili@mfa.gov.ge> wrote:



მეგობრებო მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ ვიწყებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომ დღის წესრიგზე მუშაობას, რის თაობაზეც ევროკავშირმა უკვე მოგვმართა ოფიციალურად. როგორც მოგეხსენებათ, ივნისში გამართულ ლიდერთა დიალოგზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტი გაიმართება 2021 წლის მარტში. როგორც წესი, სამიტი მიიღებს ერთობლივ დეკლარაციას და დაამტკიცებს 2020 წლის შემდგომ მიზნებს.

 

როგორც ევროკავშირის წერილშია მითითებული, წინადადებები უნდა წარმოვადგინოთ ევროკომისიის კომუნიკაციაში მოცემული 5 მთავარი მიმართულების მიხედვით (გიგზავნით ამ და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტს).1. მედეგი და ინტეგრირებული ეკონომიკა, გაუმჯობესებული დაკავშირებულობით; 2) ანგარიშვალდებული ინსტიტუციები, კანონის უზენაესობა და უსაფრთხოება; 3) მწვანე ტრანზიცია; 4) ციფრული ტრანსფორმაცია; 5) სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოება. ევროკავშირის თხოვნაა, წინადადებები ა.წ. 7 აგვისტომდე მივაწოდოთ.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებების მიხედვით, 30 ივლისამდე წარმოადგინოთ მაქსიმალურად კონკრეტული, გაზომვადი წინადადებები აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი დღის წესრიგისთვის. ნიმუშის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ „20 შედეგი 2020 წლისათვისდოკუმენტში გაწერილი ამოცანები, რომლებიც კონკრეტულ ამოცანებს ისახავს მიზნად. წინადადებების მომზადებისას შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ერთობლივი კომუნიკაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე ქართული მხარის ხედვის ამსახველი დოკუმენტით; ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ უკრაინისა და მოლდოვის პრიორიტეტებსაც (თან ერთვის).

 

აღნიშნულ საკითხზე კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

 

32 2 94 50 00 ext. 13-12 - ნელი შიოლაშვილი, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამმართველოს უფროსი;

 

ან პირადად მე, ლელა გარსევანიშვილს, მობილურზე 591 01 07 33.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

ლელა