From :
To :
Subject : FW: urgent - EB elections-proposal from Slovenia
Received On : 21.08.2020 16:55
Attachments :

მოგესალმებით,

გიგზავნით საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ მეილს, რომელიც ეხება სლოვენიის მხარის შემოთავაზებას გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტში (CRC) ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის კანდიდატურის მხარდაჭერას ჯანმოს აღმასრულებელ კომიტეტში (EB) სლოვენიის კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ.

WHO EB-ში კანდიდატურების კენჭისყრა დაგეგმილია 14-15 სექტემბერს, ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 70-ე სესიის ფარგლებში.

4 ვაკანტურ ადგილზე წარდგენილია 7 ქვეყანაბელარუსი, ბულგარეთი, დანია, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, შვეიცარია

WHO- მოლოდინია, რომ რეგიონული კომიტეტის სესიაზე კონსესუსით დამტკიცდება SCRC-ის მიერ შერჩეული 4 კანდიდატიSCRC-ის Short list წევრ ქვეყნებს დაეგზავნებათ სესიის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.

 თუ სესიის დაწყებამდე იმ ქვეყნებმა კანდიდატურები არ გაიტანეს, რომლებიც short list’ში ვერ მოხვდნენ და კონსესუსი ვერ იქნა მიღწეული, სპეციალური პროცედურების მიხედვით, საჭირო იქნება ფარული კენჭისყრის ჩატარება.

 

From: Ekaterine Meshveliani [mailto:emeshveliani@mfa.gov.ge]
Sent: 21 August, 2020 19:45
To: Maia Nikoleishvili
Cc: Shalva Tsiskarashvili; Sopo Kupradze
Subject: urgent - EB elections-proposal from Slovenia

 

მაიკო მოგესალმები,



როგორც ტელეფონით ვისაუბრეთ, საქართველოს გაერო- ბავშვის უფლებათა კომიტეტში (CRC) წარდგენილი აქვს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ქალბატონი სოფიო კილაძის კანდიდატურა. არჩევნები დაგეგმილია მიმდინარე წლის სექტემბერში.



დღეს სლოვენიისგან მივიღეთ წინადადება, რომლის თანახმადაც გვთავაზობენ CRC-ში სოფო კილაძის კანდიდატურის მხარდაჭერას, EB-ში სლოვენიის კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ.



აქვე გაცნობებ, რომ ორშაბათს ჩანიშნულია ჩვენი მინისტრის, ბატონი დავით ზალკალიანის სატელეფონო ზარი სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრთან CRC-ში საქართველოს კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხზევინაიდანამ ეტაპზე ვართ აქტიურ საარჩევნო კამპანიაში და ჩვენთვის თითოეული ხმა გადამწყვეტია, შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია სლოვენიის ზემოხსენებულ წინადადებაზე დათანხმება.

 

EB- არჩევნებს რაც შეეხება, ჟენევის მისიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 4 ვაკანტურ ადგილზე წარდგენილია 7 ქვეყანაბელარუსი, ბულგარეთი, დანია, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, შვეიცარიაჩვენს მიერ მოწოდებულ მხარდაჭერების თხოვნებზე დამატებით, გიგზავნი ასევე დანიის თხოვნას. გამოდის, მხოლოდ საფრანგეთს არ მოუმართავს მხარდაჭერის თხოვნით.



სამდივოდან მიღებული ინფორმაციით, WHO- მოლოდინია, რომ რეგიონული კომიტეტის სესიაზე კონსესუსით დამტკიცდება SCRC-ის მიერ შერჩეული 4 კანდიდატიSCRC-ის Short list წევრ ქვეყნებს დაეგზავნებათ სესიის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.

 

თუ სესიის დაწყებამდე იმ ქვეყნებმა კანდიდატურები არ გაიტანეს, რომლებიც short list’ში ვერ მოხვდნენ და კონსესუსი ვერ იქნა მიღწეული, სპეციალური პროცედურების მიხედვით, საჭირო იქნება ფარული კენჭისყრის ჩატარება.

 

ვინაიდან წელს რეგიონული კომიტეტის სესია ვირტუალურად ტარდება და შეუძლებელი იქნება ფარული კენჭისყრის ვირტუალურ სივრცეში ჩატარება, სპეციალური პროცედურების თანახმად, .. „postal secret ballot” გაიმართება სესიის დამთავრებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

იქიდან გამომდინარე, რომ ამ დრომდე ასეთი პრაქტიკა არ ყოფილა, ჯერჯერობით არ არიან ჩამოყალიბებულები ¨postal secret ballot”-ის დროს კენჭი ეყრება ინდივიდუალურ კანდიდატებს თუ SCRC-ის სიას.



ჩვენ ვფიქრობთ, აღნიშნული პროცედურა ხელს არ უშლის ზემოხსენებული გაცვლის შეთანხმებას სლოვენიასთან. თუ საკითხი დადგება კენჭისყრაზე და გამოტანილი იქნება სლოვენიის კანდიდატურა, ვინაიდან სხვა ქვეყნებთან არ გვაქვს ვალდებულებები აღებული, შეგვიძლია თავისუფლად დავაფიქსიროთ სლოვენიის მხარდაჭერა.



საუკეთესო სურვილებით,



ეკა