თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მფლობელი დამატებით, 251 დევნილი ოჯახი გახდება.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინის გასაღებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გადასცემენ.
ღონისძიებაზე ასევე დაანონსდება, რომ გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერას მიმდინარე ტერიტორიაზე, 22 დევნილი ოჯახისთვის, სოფლის ტიპის დასახლების მშენებლობა იწყება.
გარდა ამისა, ღონისძიებაზე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი დევნილების მიმართულებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაობსა და მომავლის გეგმებს წარადგენს.
თარიღი: 07.08.2020. 20:00 საათი.
მისამართი: თბილისი, შოთა ნადირაშვილის ქუჩა („დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსი).
Sent from my iPhone