From :
To :
Subject :
Received On : 19.08.2020 08:28

(ეს არის შეხვედრის მიზანი) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი საგრანტო დახმარების ფარგლებში (94.11 მილიონ ჩინურ იუანი/13.5 მლნ დოლარი), თელავსა და სენაკში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის (30 საწოლიანი) მშენებლობის მიზნით გასაფორმებელი პროექტის განხორციელების შეთანხების განხილვა, მხარეთა ვალდებულებების იდენტიფიცირება და გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული დეტალების დაზუსტება.

 

მოგახსენებთ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი  საგრანტო დახმარების ფარგლებში (94.11 მილიონ ჩინურ იუანი/13.5 მლნ დოლარი) დაგეგმილია ორი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის (30 საწოლიანი) მშენებლობა, სენაკსა და თელავში.

 

აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით გათვალისწინებულია „საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრების მხარდაჭერის პროექტის განხორციელების თაობაზე შეთანხმების“ ხელმოწერა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ პროექტის განხორციელების შეთანხმებაში ასახული ვალდებულებები განეკუთვნება სხვადასხვა უწყების კომპეტენციას, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა, რათა შეთანხმების ხელმოწერამდე ერთობლივად განვიხილოთ მხარეთა ვალდებულებები და გასატარებელ ღონისძიებები.

 

საგრანტო პროექტის განხორციელების შეთანხმება ეფუძნება 2018 წლის 1 ნოემბერს ჩინეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებულ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმებას, რომლის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელდა 2018 წლის 5 სექტემბერს.