From : it <it@moh.gov.ge>
To : everyone@moh.gov.ge; Everyone@ssa.gov.ge
Subject : [Everyone] Wings for Life World Run 2019
Received On : 18.04.2019 09:25

Wings for Life World Run სპორტის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი და უნიკალური ღონისძიებაა, რომელიც მთელ მსოფლიოს ერთი მიზნისთვის აერთიანებს - შევიტანოთ ჩვენი წვლილი ზურგის ტვინის დაზიანების კვლევის ფონდის საქმიანობის ეფექტიანობაში, გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი.

Wings for Life World Run-ზე რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 30 ლარს. რეგისტრაცია  მიმდინარეობს ვებ-გვერდზე www.wingsforlifeworldrun.com. შემოსული თანხის 100% ზურგის ტვინის დაზიანების კვლევის ფონდში ირიცხება.

მოგმართავთ თხოვნით ჩაერთოთ გლობალურ საქველმოქმედო ღონისძიებაში.

2019 წლის რბენა 5 მაისს, საქართველოს დროით 15:00 საათზე, კახეთში, ლოპოტას გადასახვევთან დაიწყება. კორპორაციული სიების მიღება შესაძლებელია 25 აპრილამდე, ინდივიდუალური რეგისტრაცია ოფიციალურად გრძელდება 2 მაისამდე. ღონისძიებაზე მონაწილეობის ლიმიტი არის 7000 ადამიანი, შესაბამისად, მონაწილეობის ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში რეგისტრაცია დაიხურება უფრო ადრე. ​

 

 

პატივისცემით,

 

მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის 

ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

ქეთევან ფხაკაძე