მოგესალმებით,
როგორც სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე რამდენჯერმე ვახსენეთ
საჯარო მმართველობის რეფორმის 6 მიმართულებიდან SIGMA-მ 2017-18 წლებში ჩაატარა
პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმის შეფასება.
შეფასების შედეგების გასაცნობად შემდეგ კვირაში საქართველოში ჩამოდის
SIGMA-ს მისია და საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სხდომაზე (მინისტრის მოადგილეების დონეზე) შეფასების შედეგების პრეზენტაციას გააკეთებენ. ასევე,
სამუშაო ჯგუფისთვის (თქვენთან) ჩავნიშნეთ შეხვედრა, რომ დეტალურად გავიაროთ
SIGMA-ს პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის 12-ვე პრინციპი და არსებული გამომწვევები, რაც ანგარიშში არის წარმოდგენილი. სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართება,
პარასკევს, 21 სექტემბერს, 11:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრების პირველ ოთახში
(მე-3 სართული). შეხვედრის ენა იქნება ინგლისური. გთხოვთ, დაგვიდასტუროთ
თქვენი მონაწილეობა ოთხშაბათს, 19 სექტემბერს სამუშაო დღის ბოლომდე. შეხვედრაზე ასევე გავივლით რეფორმის მიმდინარე საკითხებს.
აქვე, გიგზავნით
SIGMA-ს ანგარიშს ინგლისურ და ქართულ ენებზე (არაოფიციალური თარგმანი).
დამატებით, გასაცნობად ასევე გიგზავნით პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებით საჯარო მოხელეების საჭიროებების კვლევის ანგარიშს. შეგახსენებთ,
რომ ეს კვლევა ჩატარდა მიმდინარე წლის მაისში და ორგანიზაციის მკვლევარები ინტერვიუებზე იყვნენ თქვენთან მოსულები
(ასევე თქვენ მიერ შევსებული იქნა კითხვარი). გაცნობებთ, რომ ტრენინგ მოდული, რომელიც საჯარო მოხელეებისთვის შემუშავდა
PAI-ს მიერ,
UNDP-ს მხარდაჭერით, ეყრდნობა სწორედ ამ ანგარიშს.
პატივისცემით,
|
Giorgi Bobghiashvili Policy Planning and Coordination Department M: +995 598423100 T:
+995
322 2990900, 2014 |
|