| From : | Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge> |
| To : | mnikoleishvili@moh.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge |
| Subject : | ანგარიში - WHO რეგიონული კომიტეტის 70 სესია |
| Cc : | Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; David Abesadze <dabesadze@mfa.gov.ge> |
| Received On : | 18.09.2020 07:51 |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მ.წ. 14-15 სექტემბერს გაიმართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული კომიტეტის 70-ე სესია, რომლის დროსაც საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე.
სესიაზე დამტკიცდა პროცედურული წესები და გახსნით ნაწილში მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიუსმა და ევროპის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ. 14 სექტემბერი დაეთმო კოვიდ19-ის პანდემიასთან ბრძოლაში რეგიონული ოფისის
მიერ გაწეულ ძალისხმევას და განხილულ იქნა 2020-2025 წლების ევროპის სამუშაო პროგრამა „United Action for Better Health in Europe”. სესიაზე კოვიდ19-თან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გამოცდილებაზე განცხადება გააკეთა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
მ.წ. 15 სექტემბერს გაიმართა დახურული შეხვედრა WHO-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრების არჩევნებთან დაკავშირებით და რეგიონული კომიტეტის მუდმივმოქმედი კომიტეტის (SCRC) მიერ შერჩეული კანდიდატების სიის თაობაზე წინააღმდეგობრივი პოზიცია დააფიქსირეს შვეიცარიის, ბულგარეთისა
და სლოვაკეთის დელეგაციებმა. შესაბამისად, შეთანხმდა, რომ გაიმართება ფარული კენჭისყრა საფოსტო პროცედურით - A ჯგუფში დანიასა და სლოვაკეთს შორის, ხოლო B ჯგუფში შვეიცარიას, საფრანგეთს, სლოვენიასა და ბულგარეთს შორის.
გარდა ამისა, სესიაზე, ასევე, განხილულ იქნა 2020-2021 წლების ბიუჯეტი და ორგანიზაციის რეფორმირების საკითხი. ბიუჯეტთან დაკავშირებით, აღინიშნა, რომ კოვიდ19-ის გამო დაგვიანნდა 2022-2023 წლების ბიუჯეტის დაგეგმვა, რის თაობაზეც წუხილი გამოთქვეს შვეიცარის, ბელგიისა
და რუსეთის დელეგაციებმა. რუსეთმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი გამჭვირვალედ წევრ ქვეყნებთან კოორდინაციით უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება რეფორმირების საკითხს, WHO-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ტრანსფორმაციის პროცესში მნიშვნელოვანი ვერტიკალურ და
ჰორიზონტალურ დონეზე კოორდინაციის გაძლიერება იქნება. ტრანსფორმაციის პროცესი დადებითად შეაფასეს გერმანიის, ნორვეგიის, ფინეთის წარმომადგენლებმა. რაც შეეხება კოვიდ19-ის წინაშე არსებულ ფინანსურ გამოწვევებს და ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას, ნორვეგიის წარმომადგენელმა
ხაზი გაუსვა ვაქცინაზე წვდომის აუცილებლობას ყველა ქვეყნისთვის და დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღების მზადყოფნა გამოთქვა. ნორვეგიის წარმომადგენელმა წევრ ქვეყნებსაც ფინანსური რესურსების მობილიზებისკენ მოუწოდა.
სესიის დასასრულს გადაწყდა, რომ რეგიონული კომიტეტის 71-ე სესია ქ. კოპენჰაგენში 2021 წლის 13-15 სექტემბერს, 72-ე სესია ქ. თელავივში 2022 წლის 12-14 სექტებერს და 73-ე სესია 2023 წლის 11-13 სექტემბერს (ადგილი უცნობია) გაიმართება.
სს,
ნინო