| From : | Strategic Communications Department <stratcom@mfa.gov.ge> |
| To : | Strategic Communications Department <stratcom@mfa.gov.ge> |
| Subject : | აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატოს დაარსების საზეიმო დღესასწაულები - წერილი უწყებებს |
| Cc : | Mariam Schubaeus <mschubaeus@mfa.gov.ge> |
| Received On : | 09.11.2018 08:30 |
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, 2019 წელს აღინიშნება
აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან 10 და ნატოს დაარსებიდან 70 წელი. აღნიშნული საზეიმო თარიღების მასშტაბურად აღნიშვნის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრო კონსულტაციებს მართავს ევროკავშირისა და ნატოს ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და აქტიურად მუშაობს
ერთიანი ღონისძიებების შემუშავებაზე, რომელშიც სასურველია ჩართული იყვნენ სხვა სამთავრობო უწყებებიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით,
მ.წ. 15 ნოემბრამდე მოგვაწოდოთ თქვენი უწყების მიერ ზემოაღნიშნულ საზეიმო თარიღებთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები, აგრეთვე თქვენი უწყების კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი იდეები, რომლებსაც გავაცნობთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ატაშეს, მარიამ შუბეუსს: ტელ: 599 512606 ელ.ფოსტა:
mschubaeus@mfa.gov.ge
პატივისცემით,
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი
საგარეო საქმეთა სამინისტრო