პატივცემულო კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ მომდევნო კვირის დასაწყისში იგეგმება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ქვეყნის დოკუმენტის (CPD) ხელმოწერა, რომლის პრეზენტაციაც შედგა 2020 წლის 18 სექტემბერს გაეროს
მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის (UNSDCF) შემაჯამებელ შეხვედრაზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში გადახედოთ დოკუმენტს და მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები
არაუგვიანეს 16 ოქტომბრისა. დროის სიმცირის გამო, თუ 16 ოქტომბრის დღის ბოლომდე თქვენი პასუხი არ იქნება გამოგზავნილი, ჩაითვლება, რომ კომენტარები არ გაქვთ და ეთანხმებით ტექსტს, შესაბამისად, თქვენი უწყებიდან დადასტურდება არსებული სახით.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
პატივისცემით,
დონორების კოორდინაციის სამმართველო
|
Donor Coordination Unit |
|