From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>
Subject : ევროკავშირის დატყუპების პროექტები
Cc : mdarakhvelidze@moh.gov.ge; Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge>; Vladimer Getia <kh.getia@gmail.com>; Nana Kavtaradze <N.Kavtaradze@ncdc.ge>; Eter Kipiani <e.kipiani@ncdc.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Received On : 01.11.2018 09:44

 

 

მოგესალმებით ქალბატონო მაია,

 

მოგახსენებთ, რომ გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა შეხვედრა ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნა ევროკავშირის დახმარების 2018 წლის სამოქმედო პროგრამის ბიუჯეტის ფარგლებში დასაფინანსებლად წარდგენილი პროექტები, მათ შორის მოგეხსენებათ, რომ ცენტრმა წარადგინა უსაფრთხო სისხლის პროექტის ძირითადი პოსტულატები. შეხვედრაზე ევროკავშირის დელეგაციის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება ცენტრის და სამინისტროს პროექტების (უსაფრთხო სისხლი და ქსოვილები/ორგანოები) გაერთიანების თაობაზე რაც პრინციპულად შესაძლებელია, მაგრამ არსებობს რისკები  დაფინანსების შემცირების და ასევე უკვე გაერთიანებული დიდი პროექტის მართვის სირთულეების. ვფიქრობთ ბევრად უკეთესი იქნება თუ  პროექტების დაფინანსება და მართვა მოხდება ცალ-ცალკე სამინისტროს ერთიანი კოორდინაციის ქვეშ და მათი იმპლემენტაცია დაიწყება შეძლებისდაგვარად მოკლე პერიოდში.

 

მიუხედავად იმისა, რომ ორივე პროექტი მიეკუთვნება ადამიანური წარმოშობის სუბსტანციების ხარისხის და უსაფრთხოების საკითხს, ვთვლით, რომ მათი ერთი მენეჯმენტის ქვეშ გაერთიანება გამოიწვევს რესურების არაეფექტურ ხარჯვას მით უფრო, რომ ორივე სფერო რეგულირდება სხვადასხვა ნორმატიული აქტებით (მხოლოდ სისხლის სფეროში გადასახედი და შესამუშავებელია 10-ზე მეტი ნორმატიული დოკუმენტი). ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული პროექტების ჰარმონიზაცია უნდა დასრულდეს 2019 წლის 1 სექტემბრისთვის. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ ერთი პროექტის ფარგლებში, შემჭიდროვებულ ვადებში, ამ მოცულობის სამუშაოს შესრულება ვერ მოესწრება. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოვთქვი მოსაზრება, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მოეწყოს თქვენთან შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად.

 

გამოვთქვამთ მზადყოფნას, მაქსიმალურად აქტიურად ჩავერთოთ სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში და კანონშემოქმედებით პროცესებში.

 

პატივისცემით,

 

ამირანი