| From : | Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | ესტონეთი |
| Received On : | 31.05.2018 09:32 |
2010-2011 წლებში ესტონეთის სოციალურ საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარეობდა კონსულტაციები შეთანხმების პროექტზე ესტონეთის რესპუბლიკის და საქართველოს მთავრობებს შორის
საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ. გაიმართა რამდენიმე შეხვედრა უფლებამოსილ პირებს შორის, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა და ამ ეტაპზე განხილვები შეჩერებულია. ესტონური მხარის მოთხოვნა (რაზეც არ დავეთანხმეთ) იყო: საქართველოს მოქალაქე პენსიონერი, რომელიც საცხოვრებლად გადავიდოდა ესტონეთში – პენსიის გაცემას გააგრძელებდა ქართული მხარე, ესტონეთის მოქალაქე პენსიონერი, რომელიც საცხოვრებლად გადმოვიდოდა საქართველოში – პენსიის გაცემას გააგრძელებდა ესტონური მხარე, ასევე, საქართველოს აეღო ვალდებულება პენსია დაენიშნა საქართველოს მოქალაქისთვის იმ შემთხევაში თუ ესტონეთში გადავიდოდა საცხოვრებლად. შეთანხმების პროექტი მოიცავდა ჯანდაცვის თემებს და შშმ სტატუსის თემებს.