მაიკო გამარჯობა,
როგორც სატელეფონო საუბრისას გითხარი, 22 სექტემბერს 15:00-ზე რესპუბლიკურ საავადმყოფოს რუხის კლინიკისთვის გადავცემთ ექოსკოპიის აპარატს. ეს არის Philips Affinity 50, რომელიც ცოტა ხნის წინ აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ დაამტკიცა, როგორც COVID-19-ით გამოწვეული გართულებების მართვისთვის გამოსაყენებელი სისტემა. საელჩოს მხრიდან ელჩის მოადგილეს - ქალბატონი კატრინ შვაიზერს სურს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაცემის ღონისძიებაზე დასწრება და გვსურდა ჯანდაცვის სამინისტროდან მინისტრის მოადგილის მოწვევაც, თუ ამის შესაძლებლობა იქნება.
მადლობა წინასწარ.
პატივისცემით,
თამარი
თამარ რურუა
ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერი
თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური
აშშ-ს საელჩო საქართველოში
ოფისი: +995 322 91 14 73 (ext. 100)
მობ.: +995 595 42 61 63; +995 557 26 75 05