From : (CTC) Center for Training and Consultancy <ctconlineinfo@gmail.com>
To : mnikoleishvili@moh.gov.ge
Subject : ვებინარი - სოციალური ინოვაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები
Received On : 16.09.2020 06:44

ვებინარი - სოციალური ინოვაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები

სოციალური ინოვაციების პლატფორმა  იწყებს ვებინარების სერიას ”სოციალური ინოვაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები”

მომხსენებელი - მაიკ ზაუდერდაუნი, მმართველი დირექტორი, MDF, ნიდერლანდები www.mdf.nl
მოდერატორი - ირინა ხანთაძე, CTC
2020 წლის 16 სექტემბერი, 12:00 სთ

ვებინარზე დასწრება შეგიძლიათ ზუმის პლატფორმის საშუალებით შემდეგ ბმულზე: https://us02web.zoom.us/j/87695714705

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩეთში დასვან შეკითხვები. ვებინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე. ვებინარი სინქრონულად გადაითარგნება ქართულად.

დისკუსიის მთავარი თემაა თუ რა სარგებელის მოტანა შეუძლია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის სოციალური ინოვაციებისა და სამეწარმეო მიდგომების გააზრებას და მათ დანერგვას. შეხვედრის სტუმარი, მაიკ ზაუდერდაუნი, მენეჯმენტის განვითარების ფონდის (MDF,) მმართველი დირექტორი, ისაუბრებს სოციალური ინოვაციების პოტენციური დადებითი გავლენის შესახებ.
ვებინარი დაგეხმრებათ გააცნოებიეროთ არასამთავრობო ორგანიზაციების / სამოქალაქო საზოგადოების არსებული ოპერაციული მოდელების გამოწვევები და გაიგოთ თუ როგორ შეიძლება სოციალურმა ინოვაციამ ორგანიზაციებს უკეთესი ალტერნატივები შესთავაზოს. ვებინარის დროს განსახილველი რამდენიმე ძირითადი საკითხი:

✅ როგორ უნდა გავიგოთ სოციალური ინოვაცია არასამთავრობო ორგანიზაციების კონტექსტში;
✅ სოციალური ინოვაციური მიდგომა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ტრადიციული მიდგომის ალტერნატივა;
✅ რას გულისხმობს სოციალური ინოვაცია პრაქტიკაში გამოყენებისას, განსაკუთრებით მაშინ, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ არსებული მოდელის სოციალური ინოვაციის მოდელით ჩანაცვლება;
✅ რამდენად ასოცირდება სოციალური ინოვაცია მდგრადობასთან.

MDF– ის შესახებ: სწავლებისა და საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს 40 წლიანი გამოცდილება მენეჯმენტის ტრენინგის, ორგანიზაციული განვითარებისა და შეფასების სერვისების მიწოდებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დღესდღეობით MDF-ს აქვს ოფისები თითქმის ყველა კონტინენტზე. MDF ინტენსიურად მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერების მიმართულებით სოციალური ინოვაციების და მასთან დაკავშირებული სოციალური საწარმოს და სოციალური მეწარმეობის მიდგომების გამოყენებით.

ფეისბუქ ივენთი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/events/255346458848045/

ასევე გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/socialinnovation.ge/ და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ესტუმროთ ჩვენს გვერდს: http://socialinnovation.ge/.







This email was sent to mnikoleishvili@moh.gov.ge
why did I get this?    unsubscribe from this list    update subscription preferences
Center for Training and Consultancy · 5 Chkheidze st. · Tbilisi 0100 · Georgia

Email Marketing Powered by Mailchimp