| From : | Tsisana Goderdzishvili <tsisana@taso.org.ge> |
| To : | mgotiashvili@moh.gov.ge; mnikoleishvili@moh.gov.ge; jgersamia@moh.gov.ge; Eka Sharadze <esharadze@moh.gov.ge>; Davit Ivanidze <divanidze@moh.gov.ge>; pchiviashvili@ssa.gov.ge |
| Subject : | ვორკშოპისთვის მოსამზადებლად |
| Cc : | Patricia Rosa <patricia.rosa@niras.com>; elisabeth.klatzer@gmx.net; Anano Samushia <anano.samushia@niras.com> |
| Received On : | 23.05.2018 06:35 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გუშინდელი შეხვედრისთვის.
განმეორებით გიგზავნით სახელმძღვანელო დოკუმენტებს, როგორც გუშინ შეხვედრაზე დაგპირდით. ასევე გიგზავნით ადმიანის უფლებების სამოქმედო გეგმიდან ამოკრებილი ამოცანების დოკუმენტს, რომელსაც შეგიძლიათ დაამატოთ ძალადობის სამოქმედო გემიდან და რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმიდან შესაბამისი ამოცანები და საქმიანობები, რომლებსაც რელევანტურად ჩათვლით თქვენს სამინისტროსა და პროგრამასთან დაკავშირებით. ხსენებულ სამოქმედო გეგმებსაც გიგზავნით. თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ ახლა პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია საპილოტე პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის შეკრება, ისე როგორც განვიხილეთ გუშინდელ შეხვედრაზე, მათ შორის სახელმძღვანელო დოკუმენტის მიხედვითაც.
ძალიან გთხოვთ, ინფორმაციები მომაწოდოთ დროულად, რამდენადაც შეძლებთ. იმედია ჩვენი შეხვედრის შემდეგ დამატებითი სამუშაო ჯგუფის წევრების შეხვედრის შედეგად მოხერხდა ფუნქციების გადანაწილება, რომ მთელი დატვირთვა არ გადავიდეს ბ-ნ პაატაზე.
ბ-ნო პაატა, იქნებ მომაწოდოთ ის კვლევა სრულად, რომელზეც გუშინ ვისაუბრეთ (რომელზე დაყრდნობითაც შეირჩა პროფესიები).
ქ-ნო მაია, იქნებ 5-7 ივნისის ვორკშოპზე დამსწრეთა სია დამიზუსტოთ და მომაწოდოთ.
ვორკშოპი როგორც იცით, გაიმართება სასტუმრო ტერასაში (კაკაბაძის 7, http://www.theterracetbilisi.com/contact.html ), რომელსაც დაესწრებით 5 ივნისს მთელი დღე და 7 ივნისს მთელი დღე.
პატივისცემით,
ცისანა