From : Nana Kavtaradze <N.Kavtaradze@ncdc.ge>
To : mmkurnali@moh.gov.ge; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : იაპონიის დელეგაციის ვიზიტი
Received On : 23.07.2018 13:18
Attachments :


მარი და მაიკო - როგორ ხართ,

 

ალბათ მიიღებდით ელ. ფოსტით ბატონი ამირანის წერილს, რომელშიც საუბარია, რომ ა.წ. 13-16 აგვისტოს საქართველოს ეწვევა იაპონიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის 4 კაციანი დელეგაცია, ცენტრის დირექტორის - პროფესორ ნორიო ოჰმგარის ხელმძღვანელობით, რომელიც ასევე წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაბორაციული ცენტრის დირექტორს. (Prof. Norio Ohmagari, M.D., M.Sc., Ph.D. - Director, Disease Control and Prevention Center, National Center for Global Health and Medicine Hospital / WHO Collaborating Centre for Prevention, Preparedness and Response to Emerging Infectious Diseases).

 

იაპონიის დელეგაციის ვიზიტის მიზანია, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის (ISTC) მიერ დაფინანსებული ერთობლივი წარმატებული პროექტის - “საქართველოში კარბაპენემ-რეზისტენტული ენტერობაქტერიების ეპიდემიოლოგია“ პროგრესის განხილვა, რომლის ფარგლებში პირველად საქართველოში (ასევე, პირველად -კავკასიის რეგიონში)  შესწავლილ იქნა კარბაპენემ-რეზისტენტული ენტერობაქტერიების მიერ გამოწვეული ინფექციების რისკ-ფაქტორები და კარბაპენემ-მაპროდუცირებელი გენები და ასევე, პროექტის წარმატებული მიმდინარეობიდან გამომდინარე, მომავალი თანამშრომლობის პერსპექტიული გზების დასახვა, მათ შორის - იაპონიის მთავრობის საერთაშორისო ერთობლივი კვლევების პროგრამაზე SATREPS საქართველოსთან ერთობილი პროექტის წარდგენის შესაძლებლობის განხილვა 

 

ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები WHO-ს საქართველოს ოფისთან, JICA-ს საქართველოს წარმომადგენლობასთან, AMR პოლიტიკის  განმხორციელებლებთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან.

 

აღნიშნულის თაობაზე, ბატონმა ამირანმა დეტალური ინფორმაცია გამოაგზავნა სამინისტროში და ველოდებით თქვენგან შეტყობინებას, როცა ეს შესაძლებელი იქნება - სამინისტროში შეხვედრის დეტალების თაობაზე. მაგრამ, ამას გარდა, იაპონიის მხარემ რამდენიმე ხნის წინ ითხოვა, სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრის დაგეგმვაც, რაც მართლაც სასურველი იქნება მომავალი თანამშრომლობისათვის - „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპიდან გამომდინარე.

 

გიგზავნით ვიზიტის განახლებულ პროგრამას და პროტოკოლის მოთხოვნებიდან გამომდინარე,  გთხოვთ კომუნიკაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ბატონ მინისტრთან იაპონიის დელეგაციასთან შეხევდრის შეთანხმების მიზნით. რაც შეეხება შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპთან - სოფლის მეურნეობის ლაბორატორიასთან, აღნიშნულს დკსჯ ცენტრის ძალებით დავგეგმავთ.

 

 

პატივისცემით,

 

ნანა