| From : | Davit Muzashvili <dmuzashvili@parliament.ge> |
| To : | sshengelia@pog.gov.ge; lbichikashvili@pog.gov.ge; lkhunashvili@mia.gov.ge; mnikoleishvili@moh.gov.ge; sjaparidze@gov.ge; mbenidze@legalaid.ge; ksarajishvili@justice.gov.ge; a.shalamberidze@supremecourt.ge |
| Subject : | კანონპროექტი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე |
| Cc : | kobagrialashvli@gmail.com |
| Received On : | 21.08.2018 08:27 |
| Attachments : |
მოგესალმებით.
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ამუშავებს საკანონმდებლო პაკეტს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში,
პატიმრობის კოდექსში, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.
აქვე გაცნობებთ, რომ
2018 წლის 24 აგვისტოს 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის სასახლეში, ი.ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში (ქ.თბილისი, შ.რუსთაველის გამზ.N8, მე-5 სართული) გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელზეც თქვენი მონაწილეობით მოხდება ცვლილებების დეტალური განხილვა.
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა აღნიშნულ შეხვედრაში და საშვის დასაშვებად მოგვაწოდოთ მონაწილე პირის საკონტაქტო მონაცემები (სახელი, გვარი, ტელეფონი).
პატივისცემით,
დავით მუზაშვილი
წამყვანი სპეციალისტი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატი
მობ.: 577 50 11 29