From : Career at Gipa <career@gipa.ge>
To : Alumni <alumni@gipa.ge>
Subject : კარიერული განვითარების ტრენინგი - GIPA-ს კურსდამთავრებულებისათვის
Received On : 07.05.2019 13:02

ძვირფასო კურსდამთავრებულებო, 

GIPA-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას კარიერული განვითარების ტრენინგზე. სპეციალური ტრენინგი განკუთვნილია GIPA-ს კურსდამთავრებულებისათვის და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის (როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალვორო).

 აღნიშნული ტრენინგი მოიცავს სამ ეტაპს: 
1⃣ ტრენინგ კურსი; 
2⃣ ინდივიდუალური შეხვედრები/პორტფოლიოების დახვეწა, განვითარება; 
3⃣ პროფესიული პრაქტიკა;

კურსს გაუძღვება ნანა რობიტაშვილი, რომელიც 5 წელია აქტიურად მუშაობს კარიერული კონსულტირების მიმართულებით. არის ამერიკის სახელწიფო დეპარტამენტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტი. პროფესიული პრაქტიკა გაიარა აშშ-ში, კალიფორნიაში. კარიერული დაგეგმვისა და განვითარების ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციაში „San Diego Workforce Partnership”.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 10 მაისის ჩათვლით შეავსოთ აპლიკაცია და გამოაგზავნოთ CV მისამართზე career@gipa.ge

სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2GSjOkf
დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ბმული: http://bit.ly/2VaIvCC


--
საუკეთესო სურვილებით, 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი



Tel: (995 32) 249 75 00
Mob: (995) 595507222


--
You received this message because you are subscribed to the Google Groups "Alumni" group.
To unsubscribe from this group and stop receiving emails from it, send an email to alumni+unsubscribe@gipa.ge.