| From : | Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge> |
| To : | mnikoleishvili@moh.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge |
| Subject : | კოვიდ ვებსაიტის შესახებ |
| Cc : | Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; David Abesadze <dabesadze@mfa.gov.ge> |
| Received On : | 28.09.2020 13:11 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გიგზავნით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნოტას, რომელიც ეხება WHO-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შექმნილ პლატფორმას (www.covidlawlab.org) კოვიდ19-ის თემაზე. აღსანიშნავია, რომ ხსენებული პლატფორმის მიზანს წევრი ქვეყნებისთვის ვირუსთან დაკავშირებით
უკანასკნელ პერიოდში მიღებული სამართლებრივი დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება წარმოადგენს.
აღნიშნულის თაობაზე, WHO-ს კონსტიტუციის 63-ე მუხლის შესაბამისად, ორგანიზაცია წევრ ქვეყნებს მთავრობისა და პარლამენტის მიერ ჯანმრთელობის დაცვის საკითხზე მიღებული სამართლებრივი ზომების (აქტების, კანონების, ბრძანებულებების, გადაწყვეტილებების) შესახებ ინფორმაციის
გაზიარებისკენ მოუწოდებს.
აქვე, გაცნობებთ, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენის ბოლო ვადაა მ.წ. 31 ოქტომბერი.
სს,
ნინო