| From : | Shorena Bziava <shbziava@parliament.ge> |
| To : | mnikoleishvili@moh.gov.ge |
| Subject : | მისასალმებელი სიტყვა |
| Cc : | Lana Chkhartishvili <lchkhartishvili@parliament.ge>; anatoli.korepanov@gmail.com |
| Received On : | 16.10.2018 11:32 |
| Attachments : |
მოგესალმებით ქალბატონო მაია,
ლანას თხოვნით გიგზავნით სასაუბროს მოკლე მიმოხილვას და განახლებულ დღის წესრიგს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, ახალგაზრდობის და სპორტის ქვეკომიტეტისა და ბავშვთა საკითხთა ქვეკომიტეტის ერთობლივი სხდომის გახსნის
ღონისძიება
ქვეკომიტეტის მონაწილეთათვის მნიშვნელოვანია გაიგონ: ბავშვებში ძალადობასთან ბრძოლის რა მექანიზმებს იყენებს ჯანდაცვის სამინისტრო, რა სერვისები არსებობს ბავშვთა
უფლებების დასაცავად ამ სფეროში. რა საერთაშორისო ინსტრუმენტები არსებობს, რომელსაც მიერთებულია საქართველო. თუ არსებობს კვლევა რაზე დაყრდნობითაც სამინისტრომ მოამზადა სამოქმედო გეგმა, როგორ ებრძოლოს ბავშვთა მიმართ ძალადობას, რა საუკეთესო მაგალითებია ქვეყანაში
ამ კუთხით.
რა სერვისებს სთავაზობს საქართველო სპორტში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
დღის წესრიგით განსახილველი საკითხებია:
·
ძალადობა, ბავშვების სექსუალური შევიწროება სპორტში, არსებული პრობლემები და გამოწვევები
·
პარლამენტის ჩართულობა და საპარლამენტო პლატფორმების გამოყენება აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად
·
კორუფცია სპორტში
·
ადამიანის უფლებების დაცვა სპორტში
·
ქვეყნის პოლიტიკა
ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით თუ რამე სერვისი, მექანიზმი, კვლევა არსებობს სამინისტროში, ნებისმიერი თემატიკა რომელიც ხელსაყრელი იქნება თქვენთვის და
კარგად წარმოაჩენს სამინისტროს საქმიანობას ჩვენთვის საინტერესო მიმართულებით, შეგიძლიათ მოკლედ მიმოიხილოთ.
თვითონ თემა სპორტში ბავშვებზე ძალადობა ძალიან ახალია ჩვენი ქვეყნისთვის და შესაძლებელია რომ კონკრეტულად ამ საკითხზე დიდი მასალა არ მოიპოვებოდეს, მაგრამ ის
საკითხი რაზეც უკვე ხმამაღლა ალაპარაკდა მთელი მსოფლიო სამომავლოდ ყურადსაღები უნდა იყოს საქართველოსთვის და ჯანდაცვის სამინისტროს რა მიმართულებით შეეძლება წინ წამოწიოს პრობლემა და დასახოს გადაჭრის გზები.
ამასთანავე შეგახსენებთ რომ მისასალმებელი სიტყვა იქნება 5 წუთიანი.
შორენა ბზიავა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სამდივნოს
მთავარი სპეციალისტი
ოფისი:+ 995 (322) 228
11 33
მობ: +995 599 96 59 53
ელ. ფოსტა: shbziava@parliament.ge