| From : | Anuki Burduli <aburduli@gov.ge> |
| To : | Giorgi Paniashvili <g.paniashvili@mfa.gov.ge>; ttsintsalashvili@justice.gov.ge; tazubashvili@pog.gov.ge; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; ktatuashvili@mia.gov.ge; LLezhava@moc.gov.ge; tbolkvadze@supremecourt.ge; kkhandolishvili@mes.gov.ge; ibartaia@mfa.gov.ge; ksarajishvili@justice.gov.ge |
| Subject : | მოწვევა გასვლით შეხვედრაზე |
| Received On : | 05.12.2018 12:47 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 16-22 დეკემბერს, საქართველოს განმეორებითი ვიზიტით ეწვევა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ მიერ მოწვეული ექსპერტი
პემან პეიმანი, რომელიც მუშაობს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საზოგადოებასთან საკომონუკაციო სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით.
ექსპერტმა პირველი ვიზიტის დროს შეხვედრები გამართა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, ხოლო მეორე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი სამუშაო შეხვედრა/ტრენინგის ორგანიზება, რომელიც
მიზნად ისახავს ყველა დაინტერესებული სახელმწიფო უწყების ე.წ. საკონტაქტო პირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ტაქტიკური და სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვის მიმართულებით გადამზადებას.
გასვლითი სამუშაო შეხვედრა/ტრენინგი გაიმართება:
2018 წლის 17-18 დეკემბერს
(თბილისიდან გასვლა 16 დეკემბერს, საღამოს)
გთხოვთ, უზრუნველყოთ, თქვენი და თქვენი უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლის დასწრება აღნიშნულ ტრენინგზე.
ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია.
სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)
ტრენინგის ადგილთან, დღის წესრიგთან, სასტუმროსა და გამგზავრების სხვა დეტალებთან დაკავშირებით დამატებით გაცნობებთ.
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მონაწილეობა
არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 დეკემბრისა შემდეგ მისამართზე:
aburduli@gov.ge
პატივისცემით,
|
ანუკი
ბურდული M: +995 593 000 930 |
|